/>
Logo
Expertise Image

დამსაქმებლის ბრენდინგი

დამსაქმებლის ბრენდინგი

ორგანიზაციული ეფექტურობის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი ტალანტების მოზიდვის პრობლემა და გართულებული მოზიდვაა. ორგანიზაციაში ფერხდება ექსპერტული ცოდნის მოძიება, იზრდება მოზიდვის ხარჯები და პერიოდი. ამას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს, თუმცა ერთ-ერთი დამსაქმებლის ბრენდია.

დამსაქმებლის ბრენდის აუდიტი

პირველი ეტაპი ორგანიზაციის შიგნით და გარეთ არსებული დამსაქმებლის ბრენდის იდენტიფიცირება და ორგანიზაციის სტრატეგიასა და ხედვასთან მისი შესაბამისობის განსაზღვრაა. აღნიშნულისთვის, ხორციელდება რაოდენობრივი კვლევა და სიღრმისეული ინტერვიუები თვისებრივი ინსაითების მოსაპოვებლად. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე მზადდება ანგარიში, რომლის წარდგენაც ხდება კომპანიის მენეჯმენტთან.

დამსაქმებლის ბრენდის Unique Value Proposition (UVP) ჩამოყალიბება

შემდგომი ეტაპი დამსაქმებლის ბრენდის იმიჯის, Unique Value Proposition (UVP) და Talent Persona-ს პროფილის ჩამოყალიბებაა, რომელიც ორგანიზაციას ეხმარება სამიზნე ჯგუფის (პოტენციური კანდიდატები და არსებული თანამშრომლები) სწორ იდენტიფიცირებაში, ასევე, შესაბამისი, მკაფიო და ნათელი საკომუნიკაციო მესიჯების შექმნაში.

ამავე ეტაპზე იქმნება საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელიც მომდევნო 1 წლის განმავლობაში ბრენდის საკომუნიკაციო არხების განვითარებასა და UVP-ის (Unique Value Proposition (UVP) ეფექტურ კომუნიკაციას ითვალისწინებს.

დამსაქმებლის ბრენდის ამბასადორების სისტემა

დამსაქმებლის ბრენდის ამბასადორი არის თანამშრომელი (თანამშრომლების ჯგუფი), რომელიც აქტიურად ახორციელებს ორგანიზაციის დამსაქმებლის ბრენდის, ღირებულებებისა და კულტურის შესახებ კომუნიცირებას, როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მის გარეთ.

ამბასადორები არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ორგანიზაციის მისიასა და ღირებულებებს ყოველდღიურ ქმედებებსა და კომუნიკაციებში. ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, კომპანიის შესახებ, საზოგადოების აღქმის ჩამოყალიბებასა და რეპუტაციის ამაღლებაში. კომპონენტი მოიცავს:

  • ამბასადორების პროექტის მიზნების, ამოცანებისა და წარმატების ინდიკატორების იდენტიფიცირებას;
  • პროექტის პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებას. მათ შორის, ამბასადორების პროფილის, რეკრუტინგის პოლიტიკისა და სამოტივაციო სქემის ჩამოყალიბებას;
  • სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას. მათ შორის, ამბასადორების განვითარებისა და პირველ ეტაპზე, კომუნიკაციის პროცესის ხელშეწყობას.



როგორ ვეხმარებით კლიენტებს