/>
Logo
Expertise Image

თანამშრომლების განვითარების პროგრამები

თანამშრომლების განვითარების პროგრამები

ჩვენი დაკვირვებით, ხშირად კომპანიები ხარჯავენ საკმაოდ დიდ რესურს თანამშრომლების განვითარებაზე, ატარებენ ტრენინგებსა და სემინარებს.

თუმცა, ამ ტრენინგების ეფექტი შესაძლოა, დიდი/სასურველი სულაც არ იყოს და ზოგჯერ, პირიქითაც მოხდეს - თანამშრომელმა ეს ერთგვარ ზეწოლად აღიქვას, განსაკუთრებით მაშინ თუ ტრენინგი არასამუშაო საათებში იმართება.


ამის მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს:

  • ტრენინგები არ არის კომპანიის სტრატეგიული მიზნების აღსრულებასთან პირდაპირ კავშირში, ცალსახად არ ჩანს თუ რამდენად პრიორიტეტულია მოცემულ ეტაპზე მასში დროის ინვესტირება;
  • აღნიშნული ტრენინგები სტრატეგიულად საჭიროა, მაგრამ ამის შესახებ თანამშრომლებმა არ იციან;
  • არ არსებობს ცხადი კავშირი, მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ტრენინგი პრაქტიკაში და როგორ არის შესაძლებელი მისი თარგმნა პირადი სარგებლის (პირადი მიღწევების, პროფესიული ზრდის) ენაზე;
  • ტრენინგები არ არის მორგებული თანამშრომლების ინდივიდუალურ საჭიროებას, ორგანიზაციაში არ არსებობს განვითარების გეგმა.


მნიშვნელოვანია განვითარების პროგრამები ერთიან სტრატეგიულ კონტექსტში განიხილოს. საჭიროებების ანალიზს ეფუძნებოდეს და წინასწარ, კარგად იყოს განსაზღვრული მოლოდინები, თუ რა შედეგებს ელიან მისგან და როგორ შეიძლება მისი გაზომვა. ამასთანავე, არსებითია პროგრამების ღიად კომუნიკაცია/განხილვა, მისი მნიშვნელოვნებისა და სარგებლიანობის ჩვენება თანამშრომლებისთვის, თუ როგორ არის შესაძლებელი მათი პროფესიული და კარიერული ზრდა.


ჩვენ გთავაზობთ:

შედეგზე ორიენტირებული მენტორობის პროგრამა

მენტორობის პროგრამა (Mentorship Program) ორგანიზაციებს ეხმარება სწავლაზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბებაში, ორგანიზაციაში არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობაში. პროგრამა ემსახურება როგორც პროფესიულ ასევე, პიროვნულ განვითარებას და მხარს უჭერს/ხელს უწყობს ორგანიზაციაში დაგროვებული ცოდნის გაზიარებასა და კომპეტენციის ძაბრის ეფექტის შემცირებას.

ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს მენტორობის პროგრამის დანერგვაში, რომელიც მოიცავს სრული ციკლის მხარდაჭერას, მათ შორის მენტორობის სწორი, ორგანიზაციისთვის მისაღები მოდელის შერჩევას, პროექტის შეფასების მიზნებისა და ინდიკატორების იდენტიფიცირებას, მენტორების მომზადებასა და შემდგომ მხარდაჭერას, მენტორებისა და პროექტის მონაწილეების „დამეგობრებასა“ და პროექტის ეფექტურობის სრულ ანალიზს.

შიდა ტრენინგცენტრის განვითარების მხარდაჭერა

პირველი ეტაპი მოიცავს ორგანიზაციაში არსებული შიდა ტრენინგცენტრში პროცედურებისა და მიმდინარე პროცესის ანალიზს, რომლებიც ხორციელდება სამაგიდო კვლევის (Desk Research) და პროცესზე დაკვირვების გზით. ანალიზის განხორციელების შემდგომ მზადდება ანგარიში, რომელიც მოიცავს შესაძლო განვითარების გეგმასა და ნაბიჯებს, რომელიც თანხმდება კომპანიის მენეჯმენტთან და ტრენინგცენტრის წარმომადგენლებთან.

შემდგომი ეტაპია ანალიზის შედეგად გამოვლენილი განსავითარებელი მიმართულებების გაუმჯობესების მხარდაჭერა, მათ შორის ტრენინგისა და სწავლების საჭიროებების ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავება, თანამშრომლის განვითარებაზე მიმართული ინვესტიციის ანალიზი (Learning & Development ROI), სურვილებისა და საჭიროებების ანალიზის მეთოდის დანერგვა, ტრენინგცენტრის თანამშრომლების განვითარების პროგრამის ე.წ. ტრენერთა ტრენინგის (TOT) განხორციელება და ა.შ.

 თითოეული შესაძლო ნაბიჯი ანალიზზე დაყრდნობით ისაზღვრება, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე. 

კომპეტენციების ჩარჩო

შევიმუშავებთ კომპეტენციების დეტალურ ჩარჩოს, რომელიც გულისხმობს, ორგანიზაციაში თანამშრომლისთვის მნიშვნელოვანი უნარების, ცოდნისა და ქმედებების ჩამონათვალს. მიდგომა ეხმარება ორგანიზაციაში თანამშრომლებისადმი ინდივიდუალური მიდგომის ხელშეწყობას და ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავებას.

კომპეტენციების ჩარჩო შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც თანამშრომლის შეფასების, არსებულ უნარებსა და სასურველს შორის სხვაობის (GAP) დასადგენად. კომპეტენციის ჩარჩო შესაძლოა მოიცავდეს ძირითად კომპეტენციებს (Core Competences), პოზიციისთვის სპეციფიკურ კომპეტენციებს (Role-Specific Competencies), ქცევის ინდიკატორებსა (Behavioral Indicators) და განვითარების გაიდლაინს (Developmental Guidelines).

 

კარიერული განვითარების კიბე

კარიერული კიბე არის ორგანიზაციული სტრუქტურის შესაბამისად თანამშრომლების პოზიციური განვითარების სქემა, რომელიც ასახავს ორგანიზაციაში არსებული პოზიციებისთვის წინსვლის პოტენციურ გზებს და თითოეულ დონეზე საჭირო უნარებს, გამოცდილებასა და კომპეტენციებს.

კარიერის კიბე იძლევა მკაფიო მიმართულებას პროფესიული ზრდისთვის და ეხმარება თანამშრომლებს შეიტყონ, რა პერიოდულობითა და რა პირობის შესრულების შემთხვევაშია შესაძლებელი დაწინაურება.

ორგანიზაციაში ნათელი და მკაფიო კარიერული კიბე, გუნდის მოტივაციისა და პროდუქტიულობის ზრდას უწყობს ხელს.

მემკვიდრეების სისტემა (Succession Planning)

მემკვიდრეების სისტემა არის პროაქტიული მიდგომა, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება მნიშვნელოვანი, კრიტიკული პოზიციებისთვის შექმნან მემკვიდრეების ჯგუფი, რომლებიც კრიტიკული პოზიციის ჩამნაცვლებლები იქნებიან. სისტემა ხელს უწყობს ბიზნესის უწყვეტობას. სისტემის ჩამოყალიბება მოიცავს როგორც პოლიტიკის დოკუმენტისა და სისტემის შექმნას, ასევე სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას.


როგორ ვეხმარებით კლიენტებს