14 დეკემბერს, სასტუმროში Radisson Blu Iveria, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ უმასპინძლა ეისითის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციას - პერსპექტივების გააზრება: მოქალაქეთა და ბიზნესის დამოკიდებულებები ადგილობრივი მმართველობისა და სერვისების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს დისკუსიის ხელშეწყობას, აღქმების და დამოკიდებულებების გამოვლენას კვლევის ძირითადი მიმართულებების გარშემო, რაც მოიცავს მუნიციპალურ საჯარო სერვისებს, კერძოს სექტორის სერვისებს, ადგილობრივ მმართველობას და მოქალაქეთა მონაწილეობას.
ღონისძიების ფარგლებში, ექსპერტებმა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტების წარმომადგენლებმა სიღრმისეულად გაანალიზეს კვლევის შედეგები სამი პარალელური სესიის მეშვეობით - კმაყოფილება, ხელმისაწვდომობა, ხარისხი: მუნიციპალური სერვისების მიწოდების რეფორმა; დიალოგი განვითარებისთვის: თანამშრომლობის ხელშეწყობა ადგილობრივი ბიზნესის ეკოსისტემაში; და ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა მრავალფეროვანი საზოგადოების პერსპექტივიდან.
ეისითის მიერ კვლევა ჩატარდა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პარტნიორ მუნიციპალიტეტებში (ბათუმი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ქუთაისი, ტყიბული, ონი, ლენტეხი, მესტია, ბოლნისი, რუსთავი, მარნეული, დმანისი) მოქალაქეების და ბიზნესის აღმების გასაანალიზებლად, შემდეგი მიმართულებებით:
მეთოდოლოგია: კვლევა ჩატარდა 2023 წლის აპრილი-ივლისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში გამოყენებული იყო რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები, პირისპირ ინტერვიუები, ფოკუსირებული დისკუსიები და სიღრმისეული და სატელეფონო ინტერვიუს ტექნიკები.
|
|
|
თინათინ რუხაძემ ისაუბრა თუ რატომ უჩნდებათ ორგანიზაციის ლიდერებს განცდა, რომ მოვლენებზე კონტროლი დაკარგეს, რას ნიშნავს „ბუნკერული ოგანიზაცია“, რა გამოწვევებს უქმნის ის ბიზნესს და როგორ გარდავქმნათ ასეთი ორგანიზაცია წარმატებულ „გუნდების გუნდად“.
|
|
|
|
|
|
ღონისძიების მომხსენებლები იყვნენ :
თინათინ რუხაძე, ACT-ის მმართველი პარტნიორი და მენეჯმენტ კონსულტანტი;
ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი;
ხატია გოგოლაძე, უფროსი ლეიტენანტი, საქართველოს თავდაცვის ძალები;
|
|
|
|
|
|
პანელის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე და ბარიერებზე, რომლებიც შეხვდათ, როგორც ქალებს კარიერის მანძილზე.
ღონისძიების მოდერატორი:
ლილი დოფიძე - UN women
|
|
10 ნოემბერს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის - ჯიპას ორგანიზებით, პანელური დისკუსია: “კვლევითი ინდუსტრია საქართველოში: გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“ ჩატარდა.
დისკუსიაში მონაწილეობა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების, კვლევითი კომპანიის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს. პანელური დისკუსიის ერთ-ერთი სპიკერი იყო „ეისითი კვლევის“ აღმასრულებელი დირექტორი და მმართველი პარტნიორი ნატალია კვიწინაშვილი.
დისკუსიის მიზანი იყო მონაწილე მხარეებთან ერთად საქართველოს კვლევით ინდუსტრიაში არსებულ სიტუაციაზე, გამოწვევებზე და განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობა გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით.
დისკუსია კვლევის ტრანსფორმაციის თემით გაიხსნა - სპიკერებმა შეაფასეს თუ როგორი იყო კვლევითი ინდუსტრია წლების წინ, როდესაც საჭირო იყო კვლევის ზოგადი ღირებულების ახსნა საზოგადოებისთვის და ბიზნესისთვის, კვლევით მოტანილი სარგებლის მკაფიოდ მიტანა როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო სექტორისთვის.
დისკუსიის წარმომადგენელთა შეფასებით დღეს კვლევითი ინდუსტრია სხვა განვითარების საფეხურზეა, მისი მნიშვნელობა და ბენეფიტები კარგად ესმის ყველას, ვისაც სურს მონაცემზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება და სტრატეგიულად განავითაროს თავისი კომპანია ან ორგანიზაცია. მაღალია კვლევების სარგებლის აღქმა სახელმწიფო ინსტიტუციის დონეზეც, კვლევა სხვადასხვა სფეროში სამომავლო პოლიტიკების და სტანდარტების შემუშავების განუყოფელი ნაწილი გახდა.
დისკუსიის მსვლელობისას სპიკერებმა ყურადღება ბაზარზე დღეს არსებულ სიტუაციაზე გაამახვილეს, მსჯელობა შეეხო მონაცემების დამუშავების და გამოქვეყნების საკითხებს, ღია მონაცემების მოპოვებისა და გაცემის მნიშვნელობას, ასევე კვლევითი ინდუსტრიის კონკრეტულ გამოწვევებს - მკვლევარების კომპეტენციების ზრდას და სწავლების პროცესშივე მომავალი მკვლევარების პრაქტიკული ცოდნით უზრუნველყოფას.
„ბოლო ათწლეულში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა მსოფლიო კვლევითმა ბაზარმა.
მათ შორის შეიცვალა მკვლევარის, როგორც პროფესიის როლი. თუ კი, მანამდე კვალიფიციური
მკვლევარისთვის საკმარისი იყო კვლევის მეთოდოლოგიების ცოდნა, თანამედროვე მკვლევარს შესასწავლი საკითხის სფეროს/დარგის ცოდნა, გარკვეულ წილად
"ექსპერტობაც" კი მოეთხოვება“, - აღნიშნა დისკუსიის მსვლელობისას ეისითის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატალია კვიწინაშვილმა.
დისკუსია დასაქმების ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე მსჯელობით გაგრძელდა, დისკუსიის მონაწილეთა შეფასებით გლობალურ ჭრილში კვლევით ინდუსტრიაში მომუშავე სპეციალისტებზე მოთხოვნა გაზრდილია; მონაცემთა მოპოვების, დამუშავების და ანალიტიკის უნარებთან ერთად ციფრულმა ეპოქამ პროფესიონალებში დიჯიტალურ უნარებზე მოთხოვნა გაზარდა, რაც გამოწვევად რჩება საქართველოში სფეროს განვითარების კუთხით, ამასთან, დისკუსიის ერთ-ერთი სპიკერის პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორის თამარ ქიტიაშილის შეფასებით „კრეატიული უნარების აქტუალიზაციაზე ტენდენცია შეინიშნება და გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ამ უნარების მქონე პროფესიონალები გახდებიან ყველაზე მოთხოვნადი დასაქმების ბაზარზე“.
პანელური დისკუსიის მონაწილეების ერთიანი მოსაზრებით, განხილვისას წამოჭრილი თემები დისკუსიის გაგრძელების და სამომავლოდ პერმანენტული შეხვედრების საფუძველი უნდა გახდეს, სადაც დარგის სპეციალისტები, კვლევით საქმიანობაში ჩართული მხარეები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები განაგრძობენ მსჯელობას ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობასა და საშუალებებზე.