/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
საკონსულტაციო შეხვედრები უზბეკეთში მწვანე და მდგრადი საჯარო შესყიდვების მიმართულებით

საკონსულტაციო შეხვედრები უზბეკეთში მწვანე და მდგრადი საჯარო შესყიდვების მიმართულებით

ეისითი გლობალმა და GIZ-მა უზბეკეთში მწვანე და მდგრადი საჯარო შესყიდვების მიმართულებით დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს. შეხვედრები განხორციელდა პროექტის - „ეკონომიკის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება მწვანე და მდგრად საჯარო შესყიდვებში“ - ფარგლებში.

მისიის მიზანი იყო წინასწარი მიგნებების ვალიდაცია და იმ ინსტიტუციური და საბაზრო აქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ უზბეკეთის მდგრადი საჯარო შესყიდვების ჩარჩოს განვითარებაში.

ორი დღის განმავლობაში ეისითი გლობალის ექსპერტების გუნდმა შეხვედრები გამართეს საჯარო უწყებების, კერძო სექტორის, სახელმწიფო აფილირებული ორგანიზაციებისა და დონორი საზოგადოების წარმომადგენლებთან. განხილვები შეეხო პოლიტიკის შესაბამისობას, ინსტიტუციურ შესაძლებლობებს, სტანდარტებსა და ხარისხის უზრუნველყოფას, მომწოდებელთა მზადყოფნას, ასევე იმ პრაქტიკულ წინაპირობებს, რომლებიც საჭიროა მდგრადი საჯარო შესყიდვების პოლიტიკის დონიდან პრაქტიკულ განხორციელებაზე გადასასვლელად.

მისიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო თანამშრომლობა უზბეკეთის ახლად შექმნილ ინდუსტრიული თანამშრომლობისა და საჯარო შესყიდვების სააგენტოსთან. ამ შეხვედრებმა ხელი შეუწყო რეფორმის პრიორიტეტებისა და იმ ნაბიჯების უკეთ გააზრებას, რომლებიც საჭიროა მწვანე და მდგრადი შესყიდვების უფრო პრაქტიკული, ინკლუზიური და ბაზარზე ორიენტირებული მიდგომის დასანერგად.

პროექტის ფარგლებში ეისითი გლობალი მჭიდროდ თანამშრომლობს უზბეკეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან და სამინისტროს სასწავლო ცენტრთან პრაქტიკული მწვანე შესყიდვების სახელმძღვანელოს შემუშავების, ტრენერთა ტრენინგის პროგრამის დაგეგმვისა და განხორციელების, საპილოტე ინიციატივების მხარდაჭერის, ასევე მცირე და საშუალო საწარმოებისთვის - მათ შორის ქალებისა და ახალგაზრდების მიერ მართული საწარმოებისთვის - მიზნობრივი რეკომენდაციების მიწოდების მიზნით, რათა მათ უფრო ეფექტიანად მიიღონ მონაწილეობა მწვანე ტენდერებში და უკეთ გამოიყენონ ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობები.

საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ადგილობრივ ინსტიტუციურ და საბაზრო რეალობასთან დაკავშირების გზით, ეისითი გლობალი გააგრძელებს უზბეკეთის მხარდაჭერას მდგრადი საჯარო შესყიდვების საჯარო სექტორის გადაწყვეტილებების მიღების სტანდარტულ ნაწილად ჩამოყალიბებასა და ქვეყნის ფართო მწვანე ტრანზიციის ხელშეწყობაში.

გაიგე მეტი

მტკიცებულებებზე დაფუძნებული კომუნიკაცია ჰაერის ხარისხისა და ჯანმრთელობისთვის
გაიგეთ მეტი

მტკიცებულებებზე დაფუძნებული კომუნიკაცია ჰაერის ხარისხისა და ჯანმრთელობისთვის

სამუშაო ადგილზე სწავლების პროგრამის ვალიდაციის სამუშაო შეხვედრა გორში
გაიგეთ მეტი

სამუშაო ადგილზე სწავლების პროგრამის ვალიდაციის სამუშაო შეხვედრა გორში

ეისითი გლობალი პარასპორტის ევროპულ ეკოსისტემას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიზით აძლირებს
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი პარასპორტის ევროპულ ეკოსისტემას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიზით აძლირებს