
თუ არ არის პროგრესი, იწყება რეგრესი. სტაბილურობა, ჩვენ გვესმის არა როგორც უცვლელობა, არამედ როგორც მდგრადი განვითარება. გვჯერა, რომ თანამედროვე რეალობაში მხოლოდ ის ორგანიზაცია გადარჩება და გაიზრდება, რომელიც განვითარებას უსასრულო პროცესად განიხილავს. განვითარება კი, თავის მხრივ, ყველაზე დიდი ტრანსფორმაციაა.
განვითარების შეფერხების ნებისმიერი სიმპტომი - ზრდის ტემპის შენელება / კომპანიის შემცირება, მომგებიანობის კლება, ღირებული კადრების გადინება, პროდუქტების განვითარებასა და ინოვაციების დანერგვასთან დაკავშირებული „გადაუჭრელი“ პრობლემები, ლიდერშიფის მიერ სტაგნაციის, „წრეზე სიარულის“ ან უკან სვლის შეგრძნება - ახალი ტრანსფორმაციის საჭიროების უტყუარი ნიშანია.
ჩვენ შევიმუშავეთ ორგანიზაციის და ბიზნესის ტრანსფორმაციის უნიკალური მოდელი THE POWER OF THREE® (POWER3®), რომელიც ჩვენ კლიენტებს საჭირო ბიძგს და მხარდაჭერას აძლევს განვითარების სპირალზე შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. |
|
|
THE POWER OF THREE® მოდელი
ჩვენ ვუყურებთ ორგანიზაციას, როგორც სამყაროს მინი მოდელს, რომელსაც სამი მთავარი ძალა ამოძრავებს: შემოქმედების ძალა, წესრიგის ძალა და ცვლილების ძალა. ამ სამი ძალის ბალანსი და ერთობლიობა ქმნის სამყაროს წესრიგს, ხოლო მათი დისბალანსი იწვევს - ქაოსს.
ზოგადად, რიცხვი სამი უნივერსალურია, რადგან ჩვენთვის ის რეალობის აღქმის ბუნებრივი გზაა: სივრცე ჩვენთვის 3-განზომილებიანია, დროსაც ჩვენთვის სამი საზომი აქვს - წარსული, აწმყო და მომავალი. ტრიადები კი, როგორც სამყაროს კანონზომიერების ახსნის პრინციპი, არაერთ მათემატიკურ, რელიგიურ თუ ფილოსოფიურ ტრაქტატში გვხვდება: იქნება ეს ქრისტიანული წმინდა სამება, ინდუისტური ტრიმურტი, მესოპოტამიური ტრიადა, პლატონისეული სამება თუ სხვ. სამი ძალის ანალოგია შესაძლოა ადამიანშიც ვიპოვოთ: აზროვნება, ემოცია და ქმედება ყველა ამ კონცეფციაში საერთო ისაა, რომ მიუხედავად ცალკეული ძალის უდიდესი მნიშვნელოვნებისა, მხოლოდ მათი ერთობა ქმნის უზენაეს მთლიანობას.
სწორედ ეს ხედვა და რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს უნიკალურ მიდგომას, რომელსაც სამის ძალა - The Power of Three® (POWER3®) დავარქვით. ორგანიზაციულ კონტექსტში, კომპანიის განვითარებისა და წარმატების სამ მთავარ ძალად მიგვაჩნია: (1) ხედვა - შემოქმედების ძალა, (2) კულტურა - წესრიგის ძალა და (3) აღსრულება - ცვლილების ძალა.
THE POWER OF THREE® - ძირითადი პრინციპები
ჩვენი მოდელის უნიკალობა აგებულია სამ მთავარ პრინციპზე:
I ძალთა თანასწორობა |
|
II ძალთა ბალანსი |
ხშირად კომპანიები ზედმეტად ფოკუსირდებიან მოკლევადიანი მიზნების მიღწევასა და აღსრულების ეფექტიანობაზე, რადგან სჯერათ, რომ სწორედ ეს მოუტანს მათ წარმატებას. შედეგად, ამ კომპანიებში გრძელვადიანი ხედვა და ორგანიზაციული ფასეულობების მნიშვნელოვნება უგულვებელყოფილია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზნესის განვითარების არსებული მოდელებისა და მატრიცების უმრავლესობაც სწორედ აღსრულებაზე აკეთებს განსაკუთრებულ აქცენტს და ორგანიზაციებს მისი ეფექტურობის გაზრდის მექანიზმებს სთავაზობს.
ჩვენი მოდელი კი უნიკალურია, რადგან მასში ორგანიზაციის ხედვა და ორგანიზაციის კულტურა თავისი წონით გათანაბრებულია აღსრულების მნიშვნელოვნებასთან. შესაბამისად, ჩვენი შეთავაზებული მიდგომები და მექანიზმები ორგანიზაციის ტრანსფორმაციის პროცესში სამივე დომეინზე თანაბარ ფოკუსს ითვალისწინებს. |
|
ჩვენ გვჯერა, რომ ორგანიზაცია მხოლოდ მაშინ აღწევს მთავარ მიზანს და საუკეთესო შედეგებს, თუ ამ სამი მიმართულებით (ხედვა, კულტურა, აღსრულება) ის კონგრუენტულია და შეთანხმებულად მუშაობს. და პირიქით, თუ ამ სამ დომეინში ორგანიზაციას დისონანსი აქვს ან რომელიმე ერთი დომეინს არ ექცევა სათანადო ყურადღება, კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაში განწირულია წარუმატებლობისთვის.
მაგალითისთვის, თუ კომპანიას არ აქვს ხედვა და გააზრებული მისია, მაგრამ აქვს კარგი ორგანიზაციული კლიმატი და ეფექტიანია აღსრულების თვალსაზრისით - ეს „მოწყენილი და დემოტივირებული“ კომპანიაა
თუ ხედვა და რესურსები აქვს, მაგრამ არ გააჩნია ადამიანებისა და ხედვის მხარდამჭერი კულტურა - ეს “აგრესიული და გადაღლილი“ კომპანიაა. ხოლო თუ კომპანიას აქვს ნათელი ხედვა და მხარდამჭერი გარემო, მაგრამ არ აქვს შესაბამისი რესურსები, სისტემები და სუსტია აღსრულებაში - ის ძალიან მალე იქცევა „იმედგაცრუებულ და არათავდაჯერებულ კომპანიად“. |
III ძალთა მუდმივობა
ორგანიზაციულ განვითარებაში არ არსებობს ეტაპი, როდესაც ამ სამი ძალიდან რომელიმე ნაკლებად მნიშვნელოვანი ან არასაჭირო ხდება.
ჩვენ ვნერგავთ მიდგომებს, რომელიც ორგანიზაციის ლიდერშიფს მუდმივად ამ სამ განზომილებაში ფიქრს და გადაწყვეტილებების მიღებას აჩვევს. სხვა სიტყვებით, POWER3® არამხოლოდ ორგანიზაციის ტრანსფორმაციის, არამედ მისი მართვის მოდელიცაა, რომელიც კომპანიის ლიდერშიფს ეხმარება კონგრუენტული, თანმიმდევრული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც თავის მხრივ კომპანიის მდგრად განვითარებას ემსახურება.
THE POWER OF THREE® მეთოდოლოგია
POWER3® მოდელისსამუშაო პროცესი 9 ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპი თავის მხრივ, მრავალ-კომპონენტიანია. კომპანიის ზომიდან და ტრანსფორმაციის ხარისხიდან გამომდინარე, ტრანსფორმაციის სრული ციკლი შესაძლოა 6 თვიდან 24 თვემდე მიმდინარეობდეს. |
|
![]() |
ღსანიშნავია, რომ ტრანსფორმაციის ყველა ეტაპზე ეისითი კლიენტთან POWER3®-ის მოდელითა და მისი ძირითადი პრინციპებით მუშაობს. ეს კი გულისხმობს ნებისმიერ გადაწყვეტილების სამ განზომილებაში გატარებას: რამდენად ემსახურება ის ორგანიზაციის ხედვას და მთავარ მიზნებს, რამდენად თანხვედრაშია იგი ორგანიზაციულ კულტურასთან და ფასეულობებთან, და ბოლოს, რამდენად ეფექტურია რესურსებისა და აღსრულების თვალსაზრისით. ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ ასეთი მიდგომით არის შესაძლებელი ორგანიზაციის წარმატებული ტრანსფორმაცია, რაც მას სწორი მიმართულებით განვითარებისთვის მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს.
THE POWER OF THREE® სამუშაო მიდგომები
სამუშაო პროცესში ეისითის კონსულტანტები და ანალიტიკოსები ინტეგრირებულნი არიან კომპანიის ტრანსფორმაციულ გუნდში, როგორც მისი სანდო და გრძელვადიანი პარტნიორები. მუშაობის ძირითადი ფორმატი - გუნდური სამუშაო სესებია (1-2 დღიანი ან 3-4 საათიანი ვორქშოფები), რომელშიც ტრანსფორმაციული გუნდის ყველა წევრი მონაწილეობს. ამასთან, რიგ შემთხვევებში, ამოცანიდან გამომდინარე, ეისითის კონსულტანტებსა და ანალიტიკოსებს შესაძლოა კომპანიის ტრანსფორმაციული გუნდის ერთ ან რამდენიმე წევრთან თანამუშაობა დასჭირდეს.
ეისითის მთავარი პასუხისმგებლობაა კომპანიის ტრანსფორმაციულ გუნდს დაეხმაროს ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებასა და ცვლილებების აღსრულებაში. ეისითის მუშაობის ეფექტიანობის მთავარი საზომი კი, კომპანიის წარმატების მიღწევის მაჩვენებლებია. შესაბამისად, ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ძალიან კონკრეტული, ხელშესახები და გაზომვადი შედეგების მიღწევაზე.
ჩვენ ერთი მხრივ, კომპანიებს ვთხოვთ განეწყონ საკმაოდ ხანგრძლივი და თანმიმდევრული მუშაობისთვის (6-24 თვე), მეორე მხრივ კი, მუშაობას ეჯაილურად ვუდგებით - პროცესს მოკლევადიან ეტაპებად - „სპრინტებად“ - ვყოფთ, განვსაზღვრავთ მის მიზნებს, შედეგების შეფასების კრიტერიუმებს, ხოლო შემდეგ ამ სპრინტის წარმატებაზე ვფოკუსირდებით.
მოკლევადიან სპრინტებში მიღწეული წარმატება ჩვენს კლიენტს აძლევს: ტრანსფორმაციისთვის საჭირო მოთმინებასა და ენერგიას, ეფექტიანობისა და წარმატების შეგრძნებას და შემდგომი ნაბიჯების უკეთ დაგეგმვის შესაძლებლობას.
POWER3® შედეგები - კარგიდან დიდებულ კომპანიამდე
THE POWER OF THREE®-ის უნიკალური ფილოსოფია, მოდელი და სამუშაო პრინციპები ეისითის შესაძლებლობას აძლევს განსაკუთრებული როლი შეასრულოს მისი კლიენტების ტრანსფორმაციაში. PWR3®-ის შედეგად ორგანიზაციაში ტრანსფორმაციის ნიშნები თვალსაჩინოა და ასე გამოიყურება:
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
POWER3® ეს არის ცვლილებების ძალა, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს, გახდნენ უფრო მდგრადები ახალი გამოწვევების წინაშე, ამასთან ზრდის მათ მზაობას და ღიაობას ახალი შესაძლებლობების მიმართ. ჩვენ გვჯერა, რომ საკუთარი მისიის განსაკუთრებულობის შეგრძნებასთან ერთად სწორედ ეს თვისებები აქცევს კარგ კომპანიებს დიდებულ კომპანიებად.