/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow

პროექტის „დაინტერესებულ მხარეთა შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს 2015-2020 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების და 2017-2020 წლების სოფლის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად“ საბაზისო კვლევა

პროექტის „დაინტერესებულ მხარეთა შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს 2015-2020 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების და 2017-2020 წლების სოფლის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად“ საბაზისო კვლევა

პროექტის შესახებ

პროექტი „დაინტერესებულ მხარეთა შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს 2015-2020 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის და 2017-2020 წლების სოფლის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად“ საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ განხორციელდა. პროექტი ძირითად აქცენტს აკეთებდა შემდეგ სამიზნე საპილოტე რეგიონებზე: რაჭა-ლეჩხუმი და შიდა ქართლი. პროექტის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ განახორციელა სოფლის განვითარების, თემის განვითარების, გაფართოებისა და კლიმატის მიმართ გონივრული სასოფლო-სამეურნეო აქტივობები. პროექტის აქტივობების ძირითად მიზანს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სოფლის განვითარების სტრატეგიების განხორციელების სხვადასხვა მიდგომების გამოცდა.

 

ჩვენი როლი 

ეისითიმ პროექტის სამიზნე თემების სოციო-ეკონომიკური პირობების სტატუს ქვო დადგენის მიზნით საბაზისო კვლევა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში ეისითიმ შეისწავლა რესპონდენტების აღქმები და პრეფერენციები განვითარების საშუალებებზე სხვადსხვა სოციალურ ჯგუფებში. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განხორციელდა სიღრმისეული ანალიზი პროექტის საპილოტე რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ.


პროექტის შედეგ(ებ)ი

კვლევის შედეგები გამოყენებული იქნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა პროექტის სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიების შესამუშავებლად და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სხვა უწყებებისათვის წარსადგენად.

კლიენტი : გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)
დამფინანსებელი : -
დასაწყისი : 08.2019
დასასრული : 12.2019
ქვეყნები : საქართველო