პროექტის შესახებ
40 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტის მქონე ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა შპს Deloitte Consulting Overseas Projects-ის მიერ განხორციელებული და USAID კავკასიის მიერ დაფინანსებული ყველაზე მსხვილი ეკონომიკური განვითარების პროექტია საქართველოში, რომელიც 2011-2014 წლებში მიმდინარეობდა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდა ქვეყნის, ინდუსტრიისა და საწარმოს დონეზე. პროექტის ფარგლებში, მჭიდრო თანამშრომლობა ხდებოდა სხვდასხვა სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სააგენტოებთან და ინსტიტუტებთან, რომლებიც განხორციელების პროცესში არიან ჩართული. უფრო კონკრეტულად კი, პროექტის ამოცანებს წარმოადგენდა ბრუნვის, ექპორტის ზრდა, ინვესტიციების მოზიდვა, პროდუქტიულობის გაზრდა, ასევე დასაქმების მაჩვენებლის ზრდა სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის მიზნობრივ სექტორებში. ეს მრავალსექტორული და მრავალკომპონენტიანი პროექტი ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავდა:
პროექტის წარმოებისა და სერვისების კომპონენტი აქცენტს აკეთებდა ზემოთჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებაზე შემდეგ სფეროებში: ზოგადი ტურიზმი; MICE (შეხვედრები, დაჯილდოებები, კონფერენციები, გამოფენები/ღონისძიებები) ტურიზმი; ღვინის ტურიზმი; სამოსი; ქაღალდის შეფუთვა; ICT (კომპ.პროგრამა); ტრანსპორტი და ლოჯისტიკა; ბიზნესის განვითარების სერვისები და სამშენებლო მასალები.
სოფლის მეურნეობის კომპონენტი მოიცავდა შემდეგ სექტორს: ციტრუსი; თხილი; ბოსტნეული (მათ შორის სათბურის ბოსტნეული) და კენკრა.
ამ ორივე კომპონენტის სექტორები წინასწარ გულდასმით იქნა შერჩეული დელოიტ კონსალტინგის მიერ კერძო სექტორის ანალიზის მეშვეობით, რომლის ფარგლებში გამოყენებული იქნა ღირებულებათა ჯაჭვის შეფასების ინსტრუმენტი საქართველოს 25 სექტორში მათი პოტენციალის განსაზღვრის მიზნით პროდუქტიულობის, ექსპორტის, ინვესტიციების, ბრუნვისა და დასაქმების გასაზრდელად.
ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს კომპონენტი გულისხმობდა საქართველოში ზოგადად ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას, ძირითადი აქცენტი კი კეთდებოდა კონკრეტულ რეფორმირებულ სფეროებზე: მიწის რეგისტრაცია, ინტელექტუალური საკუთარების უფლებები; გადასახადები და საბაჟო; საინვესტიციო კლიმატი; სახელმწიფო შესყიდვების სისტემა და ვაჭრობისა და ტრანზიტის ანალიზი.
დაკავშირების კომპონენტი კი ერთმანეთთან აკავშირებდა სხვა კომპონენტებს და დახმარებას უწევდა ბენეფიციარებსა და დაინტერესებულ მხარეებს შემდეგი მიმართულებებით: უნარების განვითარება; ქალების გაძლიერება; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; აგრო დაზღვევა; კერძო საპენსიო ფონდის სქემის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და კერძო-საჯარო სექტორების დიალოგი.
ჩვენი როლი
ეისითის გუნდმა გამოიყენა თავისი ექსპერტიზა პროექტის მხარდასაჭერად და:
პროექტის შედეგ(ებ)ი