პროექტის შესახებ
კეთილდღეობის მონიტორინგის 2017 წლის კველვა 2009 წელს დაწყებული კვლევების სერიის მეხუთე ნაწილია. იგი წარმოადგენს გაეროს ბავშვთა ფონდის გაერთიანებულ მცდელობას საქართველოში ბავშვების და მათი ოჯახების კეთილდღეობის სტატუსის მონიტორინგის შესახებ რელევანტური ინფორმაციის მოსაწოდებლად. კეთილდღეობის მონიტორინგის კვლევა დროის ხანგრძლივ პროცესში მიმდინარე კვლევაა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მოიცავს საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ყველა რეგიონს.
ამ კონკრეტულ კვლევას სამი ძირითადი მიზანი აქვს:
ჩვენი როლი
კეთილდღეობის მონიტორინგის კვლევის მეხუთე ტალღა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და განხორციელდა 4,697 პირისპირ ინტერვიუ. კვლევის მეხუთე რაუნდის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა ისეთი საკითხების გავრცელება და განაწილება, როგორებიცაა სიღარიბე, მატერიალური სიდუხჭირე, სუბიექტური სიღარიბე და სოციალური გარიყულობა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალური დახმარებების როლს და ბავშვების კეთილდღეობას. კვლევის ფარგლებში, ასევე მოხდა დაკვირვება თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები სიღარიბეში ცხოვრებას და როგორ ზემოქმედებას ახდენს ეს ბავშვების განათლებაზე.
პროექტის შედეგ(ებ)ი
კვლევის შედეგებმა დახმარება გაუწია გაეროს ბავშვთა ფონდსა და პროექტის სხვა დაინტერესებულ მხარრებს კეთილდღეობის ძირითადი ინდიკატორებთან მიმართებაში პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციების გამოვლენაში, ასევე სამომავლო სტრატეგიების ჩამოყალიბებაში, რომელთა მიზანია ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესება და ბავშვთა სიღარიბის შემცირება.