პროექტის შესახებ
საქართველოს მთავრობა და მსოფლიო ბანკი შეთანხმდნენ 37.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მეორე რეგიონული განვითარების პროექტის თანადაფინანსებაზე, რომლის ძირითად ფოკუსსაც 2012-2017 წლებში იმერეთის რეგიონი წარმოადგენდა. პროექტის განვითარების მიზანს წარმოადგენდა რეგიონში ინფრასტრუქტურული მომსახურებებისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესება ტურიზმის გაზრდის და შესაბამისად, ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერების მიზნით. პროექტის შედეგად, მოსალოდნელი იყო საჯარო ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და სანდოობის გაუმჯობესება და გაყიდვის წერტილების რაოდენობის ზრდა განახლებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან და ქალაქებში. მთავრობის მოლოდინი იყო სარგებლის მიღება შერჩეული უწყებებისა და წამყვანი მცირე ჯგუფების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესების შედეგად. საერთო ჯამში, ადგილობრივ მოსახლეობას, პროექტის შედეგად უნდა ეგრძნო სასიკეთო ცვლილებები კეთილდღეობისა და შემოსავლის კუთხით. პროექტის კონკრეტულ ამოცანებს წარმოადგენდა: იმერეთში ტურიზმის ინდუსტრიის არსებული სტატუსის უფრო დეტალურად გააზრება; მექანიზმების შემუშავება სამწლიან პერიოდში განხორციელებული აქტივობების ეფექტურობის მონიტორინგის მიზნით, რაც მიზნად ისახავდა ვიზიტორების რაოდენობის, დახარჯული თანხის, დასაქმების მაჩვენებლისა და ტურიზმთან დაკავშირებული ინვესტიციების ზრდა. პროექტის შედეგების გაზომვა საქართველოს მთავრობას დაეხმარებოდა რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებაში ინფრასტრუქტურის, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების განვითარების, პოლიტიკის რეფორმისა და გენდერული ინტერვენციების კუთხით.
ჩვენი როლი
ეისითის გუნდმა დახმარება გაუწია ხსენებულ პროექტს იმერეთის რეგიონში ტურიზმისა და ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესების კვლევის სტრატეგიის შემუშავებითა და განხორციელების, ასევე რეგიონში არსებული მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დეტალური აღწერილობების წარმოდგენის გზით. ამ საწარმოების შერჩევის კრიტერიუმები ეყრდნობოდა საქმიანობების NACE კლასიფიკაციას; ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულად და შესაბამისად, შერჩევაში გასათვალისწინებლად მხოლოდ ის საწარმოები იქნა შერჩეული, რომლებმაც ხსენებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. შესაბამისი საქმიანობის სფეროები მოიცავდა: სასტუმროებს, რესტორნებს, საკვებ და სწრაფი კვების ობიექტებს, ტრანსპორტს, გართობას, რეკრეაციას და სპორტულ აქტივობებს. ტურიზმთან დაკავშირებული საწარმოების შერჩევის შემდეგ, შერჩევაში სულ 912 რეგისტრირებული საწარმო მოხვდა.
ეისითიმ პროექტს ასევე დახმარება გაუწია იმერეთის რეგიონში ტურიზმთან დაკავშირებულ სფეროებში მოღვაწე საწარმოებზე ინფორმაციის მოპოვებით, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა იმ პირობებს, რომლებშიც ეს საწარმოები ოპერირებდნენ, მათ მიერ მოწოდებულ სერვისებს და მიღებულ შემოსავლებს. ამასთან ერთად, კვლევა ისე იყო დაგეგმილი, რომ წარმოედგინა საბაზისო მონაცემები პროექტისათვის შექმნილ მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩო დოკუმენტის ინდიკატორებისათვის. მცირე და საშუალო საწარმოების კითხვარის მიერ გაზომილი ინდიკატორები შემდეგია: განთავსების საშუალებებსა და გასართობ აქტივობებში ინვესტირებისა და დაქირავების გეგმები; ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტებიდან მიღებული შემოსავალი.
პროექტის შედეგ(ებ)ი:
გაიზარდა ინფრასტრუქტურული და ინსტიტუციონალური შესაძლებლობები იმერეთის რეგიონში ტურიზმის შემდგომი განვითარების ხელშესაწყობად;