/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow
ჩვენი გუნდი

"დრო ყველაზე მთავარი რესურსია"

ნინო კემულარია პროფესიონალი ფინანსისტი და ეისითის ფინანსების ლიდია, რომელიც უკვე მესამე წელია ხელმძღვანელობს კომპანიის ფინანსურ გუნდს. მისი კარიერა ეროვნულ ბანკში მაკროეკონომიკის დეპარტამენტში დაიწყო, შემდეგ თიბისი ბანკში ხაზინისა და კაპიტალის ბაზრების მიმართულებით გაგრძელდა. მისი ხელმძღვანელობით თიბისი ბანკმა მოიპოვა 500 მილიონი დოლარის რესურსი ისეთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან როგორიცაა ADB, EBRD, FMO, IFC.


ნინო განათლებით გრენობლის მენეჯმენტის სკოლის მაგისტრი და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრია. ძირითადი საქმიანობის პარალელურად ის უწევს სხვადასხვა წამყვან კომპანიებს ფინანსურ კონსულტაციას საგრანტო პროექტებზე და ეხმარება მათ ბიზნეს გეგმის შექმნის პროცესში.

ჩვენი გუნდი
თინათინ რუხაძე
მმართველი პარტნიორი
რუსუდან თელია
უფროსი მენეჯმენტ-კონსულტანტი (ორგანიზაციული ფსიქოლოგია, მენტალური ჯანმრთელობა)
სოფო ჩაჩანიძე
უფროსი პარტნიორი