2027 წლისთვის, ციფრული ტრანსფორმაციის ტექნოლოგიებსა და სერვისებზე გლობალური ხარჯების ზრდა 3,9 ტრილიონ დოლარამდე არის პროგნოზირებული და ეს მიუხედავად იმისა, რომ პროექტების 70% მიზნებს ვერ აღწევს. როდესაც თითოეული ორგანიზაცია იწყებს საკუთარი ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე სვლას, ჩნდება კრიტიკული კითხვა:
როგორ განვახორციელოთ წარმატებული ციფრული ტრანსფორმაცია ?
სამყარო სწრაფად ვითარდება, ციფრული ტექნოლოგიები კი , იქნება ეს ღრუბლოვანი გამოთვლები, ხელოვნური ინტელექტი, ნივთების ინტერნეტი (IoT), ავტომატიზაცია თუ სხვა გამრღვევი ტექნოლოგიები, მისი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა. ასეთ დინამიურ სამყაროში, ციფრულმა ტრანსფორმაციამ (DT) კრიტიკული მნიშვნელობა შეიძინა ბიზნესისთვის, ვინაიდან პირდაპირი გავლენა აქვს: შემოსავლების ზრდაზე, მომგებიანობაზე, მომხმარებელთა კმაყოფილებაზე, თანამშრომლების ეფექტიანობაზე და ზრდასა და ინოვაციაზე. თუმცა, ციფრული ტრანსფორმაციის აუცილებლობა მხოლოდ ტექნოლოგიური მიღწევებით არ არის გამოწვეული.
გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე ძვრები, გეოპოლიტიკური ფაქტორები, გარემოს ცვლილება, მდგრად განვითარებაზე ორიენტაცია მომხმარებლის შეცვლილი მოლოდინები და კონკურენციის მუდმივი საფრთხე, ეს ყველაფერი სწრაფ ადაპტაციას მოითხოვს.
ცხადია, ციფრული ტრანსფორმაცია უკვე არჩევანი აღარ არის და ის ბიზნესისთვის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია;
ეს e-book წარმოადგენს სახელმძღვანელოს, რომელიც დაგეხმარებათ, განსაზღვროთ ციფრული ტრანსფორმაციის დაგეგმვის პროცესი და შეამციროთ წარუმატებლობის რისკები.
ჩვენ განვიხილავთ ტრანსფორმაციული პროცესის ფუნდამენტურ პრინციპებს, ძირითად მამოძრავებელ და დამაბრკოლებელ ფაქტორებს და გაგიზიარებთ ცოდნასა და ინსტრუმენტებს წარმატებული ტრანსფორმაციის მისაღწევად.