/>
Logo

23

Apr

2025

>

23

Apr

2025

სტრატეგიული ფასილიტაცია

სტრატეგიული ფასილიტაცია

თანამედროვე ბიზნესის სწრაფად ცვალებად და რთულ გარემოში, სტრატეგიული მნიშვნელობის შეხვედრების ეფექტურად მართვა ლიდერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია.  

სტრატეგიული ფასილიტაცია არის მიზანმიმართული და სტრუქტურირებული მიდგომა, რომელიც ეხმარება ლიდერებს დისკუსიები აქციონ ქმედით ნაბიჯებად. იქნება ეს გუნდის გაძღოლა ტრანსფორმაციის პროცესში, სხვადასხვა პოზიციის მქონე ადამიანების საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანება თუ მომავლის ხედვის ჩამოყალიბება. 

ACT Institute-ის უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამა  ეფუძნება ACT Global-ის გამოცდილებას მენეჯმენტ კონსალტინგში, ჯგუფური მუშაობის ფსიქოლოგიას, თანამედროვე ფასილიტაციის ტექნიკებსა და საუკეთესო პრაქტიკულ ინსტრუმენტებს.   

სტრატეგიული ფასილიტაციის პროგრამა მიზნად ისახავს ლიდერების, მენეჯერებისა და პროფესიონალების აღჭურვას უნარებით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს მართონ გუნდების დინამიკა, დაგეგმონ და ეფექტურად წარმართონ მიზანმიმართული სტრატეგიული შეხვედრები,  დაამსხვრიონ ბარიერები კომუნიკაციაში და გუნდის ენერგია გარდაქმნან საერთო მიზნისკენ სწრაფვაში. 

ვისთვის არის „სტრატეგიული ფასილიტაციის” პროგრამა განკუთვნილი 

სტრატეგიული ფასილიტაციის პროგრამა განკუთვნილია ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვისაც სურს სამუშაო პროცესის უფრო ეფექტურად მართვა და გუნდური კოლაბორაციის გარდაქმნა შედეგზე ორიენტირებულ, პროდუქტიულ და მოტივირებულ თანაშექმნის პროცესად. კონკრეტულად კი: 

 

პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა 

სესია 1. სტრატეგიული ფასილიტაციის საფუძვლები 
სესია 2. ჯგუფური დინამიკისა და კონფლიქტების მართვა 
სესია 3. ფასილიტაციის სესიის დაგეგმვა 
სესია 4. გუნდის შეჭიდულობა და კოლაბორაციის გაძლიერება 
სესია 5. პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის ფასილიტაცია  
სესია 6. სტრატეგიული გადაწყვეტილებების ფასილიტაცია  
სესია 7. იდეაციისა და ბრეინშტორმინგის სესიების ფასილიტაცია 
სესია 8. რეფლექსია და უკუკავშირი 

 

პროგრამის ძირითადი შედეგები 

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: 


 

ტრენერები 

თიკა რუხაძე, საბა ხერგიანი 

Register

Meet the speaker


თინათინ რუხაძე

მმართველი პარტნიორი

საბა ხერგიანი

ეისითი ინსტიტუტის აღმასრულებელი ლიდი