/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN ძიება
Logo
  • ჩვენი ექსპერტიზა
  • ინსაიტები
  • ღონისძიებები
  • პროექტები
  • ჩვენ შესახებ
  • ორგანიზაციული ტრანსფორმაცია POWER3®
  • სექტორული კვლევები და ეკონომიკური განვითარება
  • ბიზნეს სტრატეგია და ზრდა
  • სოციალური ინკლუზია და ტრანსფორმაცია
  • ციფრული ტრნასფორმაცია და ინოვაცია
  • დემოკრატია და კარგი მმართველობა
  • ორგანიზაციული განვითარება და ადამიანების მენეჯმენტი
  • პოლიტიკის შემუშავება
  • ოპერაციები და ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი (BPM)
  • კვლევა და შეფასება
  • მონაცემთა მენეჯმენტი და ანალიტიკა
  • საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტი
საინტერესო
  • ACT ინსტიტუტი
  • ACT კვლევა
  • ელ. წიგნები
  • კომპანია
  • ჩვენი გუნდი
  • სიახლეები
  • ვაკანსია
  • ელ. წიგნები
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
  • ორგანიზაციული ტრანსფორმაცია POWER3®
  • სექტორული კვლევები და ეკონომიკური განვითარება
  • ბიზნეს სტრატეგია და ზრდა
  • სოციალური ინკლუზია და ტრანსფორმაცია
  • ციფრული ტრნასფორმაცია და ინოვაცია
  • დემოკრატია და კარგი მმართველობა
  • ორგანიზაციული განვითარება და ადამიანების მენეჯმენტი
  • პოლიტიკის შემუშავება
  • ოპერაციები და ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი (BPM)
  • კვლევა და შეფასება
  • მონაცემთა მენეჯმენტი და ანალიტიკა
  • საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტი
საინტერესო
  • ACT ინსტიტუტი
  • ACT კვლევა
ინსაიტები
ღონისძიებები
პროექტები
ელ. წიგნები
  • კომპანია
  • ჩვენი გუნდი
  • სიახლეები
  • ვაკანსია
  • ელ. წიგნები
ACT Logo
Start search
21 ოქტომბერი, 2025

CEO როგორც ელიტური სპორტსმენი

ავტორი: ანა ჩადუნელი
ადამიანური და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი


სპორტულ ათლეტობასა და ბიზნესის ლიდერობას შორის მეტი საერთო შეიძლება იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ორივე მათგანი მოითხოვს გამძლეობას, სტრატეგიას, მუდმივ განვითარებასა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარს. მაგრამ როგორ შეუძლიათ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ელიტური სპორტსმენების წარმატების პრინციპები თავიანთ საქმეში გამოიყენონ?

თანამედროვე სპორტის ევოლუცია: გაკვეთილი ლიდერებისთვის

სპორტის გულშემატკივრებს განსაკუთრებით უყვართ დღევანდელი ვარსკვლავების შედარება წარსულის ლეგენდებთან. თუმცა, მიუხედავად ნოსტალგიური გრძნობებისა, ცხადია: თანამედროვე სპორტსმენები თითქმის ყველა ასპექტში აღემატებიან წინამორბედებს.

ისინი უფრო ძლიერები, სწრაფები, უკეთესად მომზადებულები და აღჭურვილები არიან. ტექნოლოგიებისა და სპორტული მეცნიერების განვითარებამ — კვების, აღდგენის, ტაქტიკისა და ტექნიკის დახვეწამ — სპორტსმენები იმ დონეზე აიყვანა, რაზეც 25 წლის წინ ვერც კი იფიქრებდნენ.

ახალი გამოწვევები CEO-ებისთვის: რატომ არის სპორტული აზროვნება აუცილებელი

ამ პროგრესიდან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი თანამედროვე ლიდერებისთვისაც. დღეს CEO-ებს უწევთ მუდმივი რეაგირება ახალ საფრთხეებსა და ცვლილებებზე — ხშირად არასრული ინფორმაციის პირობებში და საზოგადოების მუდმივი დაკვირვების ფონზე. გაიზარდა თანამშრომლების მოლოდინებიც, ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით იცვლება, ხოლო გლობალური პოლიტიკა არასტაბილურია. მცირე შეცდომაც კი შეიძლება სასტიკი კრიტიკის მსხვერპლი გახდეს, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში.

Mckinsey-ს 2024 წლის კვლევამ აჩვენა, რომ თანამედროვე ლიდერს სჭირდება: პოზიტიური ენერგია, მსახურება, სწავლის მუდმივი სურვილი, გამძლეობა, იუმორი და პასუხისმგებლობის გაზიარება. ამ თვისებების ყოველდღიურობაში გადატანა რთულია — მაგრამ საუკეთესო ლიდერები ამას ახერხებენ. ისინი აზროვნებაში ისეთივე გარდატეხას ახდენენ, რასაც ელიტური სპორტსმენები მომზადების, ვარჯიშისა და ასპარეზობის პროცესში.

1. მიზანმიმართულად იყენებენ დროს

ლებრონ ჯეიმსის კარიერა იდეალური მაგალითია დისციპლინისა და დროის მართვის. მისი ყოველდღიური რუტინა — დილის ცივი აბაზანით დაწყებული და ღრმა ძილით დასრულებული — უკვე 22 წელია გრძელდება. ამ სისტემაში თითოეული წუთი სწორად არის დაგეგმილი. არაერთი წყარო ამბობს, რომ ლებრონი წელიწადში მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს საკუთარი სხეულისა და გონების მოვლაში.

საუკეთესო CEO-ებიც მსგავსად უდგებიან დროს. ისინი ფოკუსირდებიან იმ ამოცანებზე, რომელთა შესრულებაც მხოლოდ თავად შეუძლიათ, და ქმნიან სივრცეს, რომ გადამწყვეტ მომენტში სრულყოფილად იმოქმედონ.

ერთ-ერთი პოპულარული მიდგომაა „მკაცრი, მაგრამ მოქნილი კალენდარი“ — წინასწარ დაგეგმილი შეხვედრებითა და თავისუფალი ბლოკებით, რომლებიც სწრაფი რეაგირებისა და დასვენების შესაძლებლობას იძლევა. ამ ყველაფრისთვის ლიდერებს გარშემო ძლიერი მხარდაჭერის სისტემა სჭირდებათ — ასისტენტები, chief of staff და ა.შ.

დროის მართვა მხოლოდ გრაფიკი არ არის — წარმატების გზა გადამწყვეტ მომენტებში სწორად რეაგირებაზე გადის. როჯერ ფედერერმა საკუთარი მატჩების 80% მოიგო მაშინ, როცა ქულების მხოლოდ 54% ჰქონდა მოგებული — რადგან სწორედ მნიშვნელოვანი ქულების მოგებას ანიჭებდა უპირატესობას.

სწორად უნდა შეარჩიო მომენტი. ბევრი CEO თვეში ერთ დღეს სრულად უთმობს სტრატეგიულ საკითხებსა და გლობალურ ტენდენციებს, რათა ყოველდღიურ რუტინაში არ დაკარგოს დიდი სურათი.

2. სრულყოფენ აღდგენის ხელოვნებას

აღდგენა სპორტში იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც ვარჯიში. ელიუდ კიპჩოგეს, ოლიმპიურ ჩემპიონს, სჯერა პრინციპის: „ზღვარზე მისვლა, მერე — დასვენება.“ სპორტსმენები ეყრდნობიან სწორ კვებას, ჰიდრატაციას, მასაჟს, იოგას და mindfulness ტექნიკებს.

კრიშტიანუ რონალდუ მკაცრად გაწერილი დიეტითა და ვარჯიშით ამზადებს სხეულს ფიზიკური დატვირთვისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩი კი მენტალურ სიმტკიცეს mindfulness პრაქტიკებს მიაწერს.

ეს მიდგომა მნიშვნელოვანია ლიდერებისთვისაც — მათ სჭირდებათ ენერგიის აღდგენის სისტემური გზა: რეგულარული ფიზიკური აქტივობა, დასვენება, მედიტაცია. დღეს ბევრი ლიდერი უკვე მკაცრად აკონტროლებს ძილის ხარისხს, კვებას და თავს არიდებს ალკოჰოლს. რეგულარული აღდგენის გარეშე, გონებრივი და ემოციური გამძლეობა იწრიტება.

სწორია სერიული სპრინტების მოდელი — ინტენსიური მუშაობის შემდეგ შესვენება და ხელახალი ჩართვა. ასე ნარჩუნდება პირადი ბალანსი და ლიდერი სხვებისთვისაც ენერგიის წყაროდ იქცევა.

3. ისინი მუდმივად სწავლობენ

ბრაისონ დეჩამბომ 2019 წელს გადაწყვიტა, რომ "კარგი" მისთვის საკმარისი არ იყო — შეცვლა თამაშის სტილი, კვება, კიდევ 18 კილოგრამით გაზარდა კუნთოვანი მასა და ორჯერ მოიგო ამერიკის ღია ჩემპიონატი.

მენი პაკიაოს მაგალითიც გამორჩეულია: ის და მისი მწვრთნელი ერთად სწავლობდნენ ყოველი მოწინააღმდეგის სუსტ და ძლიერ მხარეებს — სწორედ ამან გადააქცია პაკიაო ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ მოკრივედ.

თანამედროვე ლიდერებიც მსგავსად იქცევიან — მათ არასდროს ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან. დაინტერესებულები არიან სხვადასხვა დისციპლინით, უსმენენ განსხვავებულ აზრებს — იქნება ეს კლიენტი, კონკურენტი თუ დამწყები თანამშრომელი.

საუკეთესოები თავად ქმნიან სწავლის შესაძლებლობებს — ატარებენ საველე ვიზიტებს, უერთდებიან სხვადასხვა კომპანიების მმართველ საბჭოებს. როგორც სატია ნადელა ამბობს: „მოსწავლე უკეთეს შედეგს აღწევს, ვიდრე უბრალოდ მცოდნე.“

4. იყენებენ მონაცემებს როგორც უპირატესობას

ფორმულა 1-ის სამყაროში ერთ რბოლაში მილიარდამდე მონაცემი გროვდება — მანქანაზე, მრბოლელზე, გარემოზე. ყველა ეს მონაცემი რეალურ დროში მუშავდება, რაც გუნდს შესაძლებლობას აძლევს შეცვალოს სტრატეგია და მოიგოს წამის მეათედებით.

მართალია, მანქანა სენსორებითაა აღჭურვილი, მაგრამ ადამიანური ფაქტორი კრიტიკული მნიშვნელობისაა. თუმცა მონაცემები და ანალიტიკა ნამდვილად ეხმარება სპორტსმენებს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაში და ამ პროცესში მთელი გუნდის შესრულების ხარისხსაც ამაღლებს.

ასეა ბიზნესშიც — თანამედროვე CEO-ები ყოველ კვირას აანალიზებენ საკუთარ და გუნდის პროდუქტიულობის მონაცემებს. ისინი იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, ანალიტიკას და ციფრულ ხელსაწყოებს, რომ მიიღონ სწრაფი და ჭკვიანი გადაწყვეტილებები. ბევრი მათგანი სარგებლობს ჭკვიანი საათებით, რომ აკონტროლოს ძილი, ფიზიკური აქტივობა და ენერგია.

5. გამძლეები და ადაპტირებულები არიან

სიმონ ბაილზი ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოდიოდა, მაგრამ „twisties“ გამო (მდგომარეობა, როცა ტანმოვარჯიშე კარგავს სივრცით ორიენტაციას) თავი შეიკავა მონაწილეობისგან. თუმცა ის არ წავიდა — დარჩა, რომ თანაგუნდელებისთვის დაეჭირა მხარი და მალევე დაბრუნდა დარბაზში, საკმარისად აღიდგინა ძალები და Balance Beam-ზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თამაშების შემდეგ პაუზა აიღო და საკუთარ სავარჯიშო რეჟიმს თერაპიაც დაამატა. ამან გაამართლა — 2024 წელს მან პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე აშშ-ის ნაკრები ოქროს მედლამდე მიიყვანა და თავადაც ოთხი მედალი მოიგო.

მუჰამედ ალის სიტყვები ამას შესანიშნავად გამოხატავს: „არ აგებ, როცა ეცემი — აგებ, როცა აღარ დგები.“

თანამედროვე CEO-ებს სწორედ ასეთივე გამძლეობა სჭირდებათ — რათა გაუძლონ გლობალურ კრიზისებსა და მუდმივად ცვალებად ტენდენციებს. მტკიცე ფსიქიკა ამ პოზიციის აუცილებელი ატრიბუტია. ისინი სწავლობენ კრიტიკასთან ჯანსაღ ურთიერთობას და თავიანთ ენერგიას საჭირო წერტილებისკენ მიმართავენ.

JPMorgan Chase-ის CEO, ჯეიმი დაიმონი ამბობს, რომ ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს რთულ და მოულოდნელ გამოწვევებთან გასამკლავებლად: „ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ თუნდაც შეცდომებს უშვებდე, მზად ხარ მათი აღიარებისა და გამოსწორებისთვის.“

Nvidia-ს CEO, ჯენსენ ჰუანგი კი გამძლეობას კომპანიის მართვის სისტემის ნაწილად მიიჩნევს და ამბობს: „ადამიანებს, რომლებსაც ზედმეტად მაღალი მოლოდინები აქვთ, ხშირად აქვთ დაბალი გამძლეობა. სამწუხაროდ, წარმატებისთვის სწორედ გამძლეობა არის გადამწყვეტი. არ ვიცი როგორ გასწავლოთ ეს... გარდა იმისა, რომ ვიმედოვნებ, მოგიწევთ ტკივილისა და გაჭირვების გადატანა. ჩვენს კომპანიაში ხშირად ვიყენებ ფრაზას — ‘ტკივილი და გაჭირვება’ — და ამას სიამოვნებით ვამბობ.“

გაუმკლავდე შეცდომას და გამოასწორო — თანამედროვე ლიდერის სიძლიერეა. ისინი ივითარებენ იმუნიტეტს სტრესის მიმართ, მაგრამ არ კარგავენ ადამიანურობას. ასე იწვრთნება მათი გამძლეობის "კუნთი", ასე ყალიბდებიან XXI საუკუნის ლიდერები — თავმდაბლები, ყოველთვის გუნდის მხარდამჭერები და მზად მარცხის ღირსეულად შესახვედრად.


გაიგე მეტი

ყველას ნახვაarrow
CEO როგორც ელიტური სპორტსმენი
Jazz-Inspired Leadership: იმპროვიზაცია, როგორც კონკურენტული სტრატეგია
გაიგეთ მეტი arrow 29 აგვისტო, 2025
CEO როგორც ელიტური სპორტსმენი
ფულადი სოციალური დახმარების სისტემის ევოლუცია საქართველოში
გაიგეთ მეტი arrow 6 აგვისტო, 2025
CEO როგორც ელიტური სპორტსმენი
რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორ უნდა გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა სურსათის უვნებლობის საკითხებში?
გაიგეთ მეტი arrow 31 ივლისი, 2025
ACT Logo
კომპანია კონტაქტი
Terms&Conditions Privacy
+995 32 2 422 322
ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევი, #4, თბილისი, 0179
Terms&Conditions Privacy