ეისითი ყაზახეთი 8 წლისაა.
“ეისითიმ” ყაზახეთში საქმიანობა 2011 წლიდან დაიწყო. თუმცა, ოფისის დაარსებამდე პროექტებს ადგილობრივი კვლევითი კომპანიების საველე მხარდაჭერით ახორციელებდა. 2014 წლის ივლისში „ეისითიმ“ ქართველ პარტნიორთან – თამარ ბაბუხადიასთან ერთად ალმათიში დააფუძნა ACT ყაზახეთი.
ACT ყაზახეთი სანდო და ხარისხიანი პარტნიორია, რომელიც ყაზახეთის ბაზარს ყველა იმ სერვისს სთავაზობს, რომელითაც საქართველოს ბაზარზე „ეისითის“ კლიენტი და პარტნიორი კომპანიები სარგებლობენ.
2014 წლიდან, 8 წლის განმავლობაში ACT ყაზახეთის ოფისი ალმათის ცენტრში, პრესტიჟულ ბიზნეს უბანში იყო განთავსებული. პატარა ოფისში, რომელიც ადრე იდეალური იყო მცირე რაოდენობის თანამშრომლებისთვის ყაზახეთის ოფისის თანამშრომლებმა საოცარი 8 წელი გაატარეს - განვითარების, გამოწვევებთან გამკლავების და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის პერიოდი. განვითარებამ და პროექტების რაოდენობის მატებამ თანამშრომლების გაზრდის საჭიროება გამოიწვია, ამასთან, ყაზახეთის ოფისმა ქოლ ცენტრის გაზრდაც გადაწყვიტა.
8 წლის იუბილე ყაზახეთის ოფისმა უკვე ახალ ლოკაციაზე აღნიშნა - უფრო ფართო და თანამედროვე ოფისში მოსახერხებელი მდებარეობით. ოფისში ყველაფერია გათვალისწინებული თანამშრომლების კომფორტისათვის და ეისითის ყაზახეთის გუნდი მზად არის შემდგომი, უფრო დიდი გამოწვევებისთვის.
ეისითის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მიმართულება განათლებაა, სწორედ ამიტომ კომპანიის წარმომადგენლები როგორც ექსპერტები, აქტიურად არიან ჩართულნი აკადემიური სწავლების და უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობის პროცესში.
30 ივნისს ეისითის უფროსმა კონსულტანტმა ნათია რუხაძემ, როგორც ჟიურის წევრმა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), საზოგადოებრივი ურთიერთობების მაგისტრანტების, ფონდების მოძიების კურსის ფინალური პრეზენტაციები შეაფასა. შეხვედრა Frontline Georgia-ში შედგა და სტუდენტებმა თავიანთი ნაშრომი მოწვეული ჟიურის: თამრიკო გერმანიშვილის (CSRDG), ნათია რუხაძის (ACT) და სალომე ბენიძის ( UNFPA Georgia) წინაშე წარადგინეს. კურსის მიზანია ფონდების მოძიება, დონორებთან ურთიერთობა, კამპანიის სტრატეგიული დაგეგმვა და მართვა - რეალური პროექტების განხორცილება.
29 ივნისს, სასტუმრო სტამბაში, პროექტის „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართა, სადაც კომპანია ეისითიმ დამსწრე საზოგადოებას KAP კვლევის ძირითადი მიგნებები და კვლევის შედეგებზე დაფუძნებული რეკომენდაციები გააცნო.
კონფერენციას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ელჩები, დარგის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული გაერთიანებების წევრები ესწრებოდნენ. |
|
|
მოსახლეობის ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის კვლევა (KAP) სოციალური დაცვის პროგრამების შესახებ საქართველოში 2022 წლის თებერვალი-მარტის პერიოდში ჩატარდა. კვლევამ უზრუნველყო ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციის შეგროვება საქართველოს მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამებთან დაკავშირებული ცნობიერების, მათი გამოყენებისა და გამოცდილების საკითხებზე.
პროექტი ექპერტიზ ფრანსისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა.
|
9 ივნისს ეისითის ხედვის ლიდმა თინათინ რუხაძემ ბიზნესლიდერთა ფედერაციაში ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მოდელი - POWER3 წარადგინა. თინათინ რუხაძე ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და აღნიშნული შეხვედრა ასოციაციის წარმომადგენლებისთვის გამართა.
შეხვედრაზე ორგანიზაციის განვითარების შეფერხების სიმპტომები განიხილეს, რომლებიც ტრანსფორმაციის საჭიროების უტყუარი ნიშანია:
ACT-ის მიერ შემუშავებული ორგანიზაციისა და ბიზნესის ტრანსფორმაციის უნიკალური მოდელი − THE POWER OF THREE® (POWER3) ორგანიზაციებს საჭირო ბიძგსა და მხარდაჭერას აძლევს განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. |
|
|