/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
ეისითი გლობალის ახალი რეგიონული პროექტი ცენტრალურ აზიაში: აზიის განვითარების ბანკის ინიციატივა კლიმატის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გასაძლიერებლად

ეისითი გლობალის ახალი რეგიონული პროექტი ცენტრალურ აზიაში: აზიის განვითარების ბანკის ინიციატივა კლიმატის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გასაძლიერებლად

ეისითი გლობალი, GEO Outlook LLC-თან თანამშრომლობით, აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური დახმარების პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი ყაზახეთში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში კლიმატის პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის ინტეგრირების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

პროექტი სახელმწიფო უწყებებს კლიმატის პოლიტიკის შემუშავების, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დაგეგმვისა და შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების პროცესში დაეხმარება. შედეგად, სახელმწიფოები გენდერული თანასწორობის საკითხების პოლიტიკის დოკუმენტებში უფრო სისტემურ გათვალისწინებასა და დანერგვას შეძლებენ. მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ანალიზის, ინსტიტუციური გაძლიერებისა და რეგიონული გამოცდილების გაზიარებით, პროექტი ცენტრალურ აზიაში უფრო ინკლუზიური, ეფექტიანი და მდგრადი კლიმატის მართვის განვითარებას შეუწყობს ხელს.

აზიის განვითარების ბანკთან, სახელმწიფო უწყებებსა და სხვა ძირითად პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, პროექტის ფარგლებში შეფასდება არსებული კლიმატის პოლიტიკა და ინსტიტუციური ჩარჩოები, გამოიკვეთება გენდერული თანასწორობის ინტეგრირების შესაძლებლობები, შემუშავდება მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები და დაიგეგმება ცოდნის გაზიარებისა და შესაძლებლობების განვითარების ღონისძიებები.

გენდერული თანასწორობის, საჯარო პოლიტიკის, ინსტიტუციური განვითარების, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ანალიზის მიმართულებით მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით,  ეისითი გლობალი პროექტის განხორციელებას უხელმძღვანელებს. ხარისხის უზრუნველყოფისა და შედეგებზე დაფუძნებული მონიტორინგის მექანიზმები ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის, პრაქტიკული და თითოეული ქვეყნის კონტექსტზე მორგებული გადაწყვეტილებების შემუშავებას.

აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო აძლიერებს ეისითი გლობალის რეგიონულ და მრავალქვეყნიან პორტფელს. ორგანიზაცია, აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის, ინსტიტუციური რეფორმების, კლიმატის მედეგობისა და მდგრადი განვითარების მეშვეობით სახელმწიფოებისა და საერთაშორისო განვითარების პარტნიორების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

გაიგე მეტი

UNFPA-ის პროგრამის „Expanding Choices II“ დამოუკიდებელი შეფასება დასავლეთ ბალკანეთში
გაიგეთ მეტი

UNFPA-ის პროგრამის „Expanding Choices II“ დამოუკიდებელი შეფასება დასავლეთ ბალკანეთში

მტკიცებულებებზე დაფუძნებული კომუნიკაცია ჰაერის ხარისხისა და ჯანმრთელობისთვის
გაიგეთ მეტი

მტკიცებულებებზე დაფუძნებული კომუნიკაცია ჰაერის ხარისხისა და ჯანმრთელობისთვის

საკონსულტაციო შეხვედრები უზბეკეთში მწვანე და მდგრადი საჯარო შესყიდვების მიმართულებით
გაიგეთ მეტი

საკონსულტაციო შეხვედრები უზბეკეთში მწვანე და მდგრადი საჯარო შესყიდვების მიმართულებით