ჩვენ ვართ სრულად ციფრული კომპანია!
COVID-19 ვირუსის პანდემიამ უკვე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია მსოფლიო ბაზარზე და გარდაუვალი გახადა აქამდე ტრადიციული პროცესების ცვლილება ბიზნეს თუ სოციალური საქმიანობის თითქმის ყველა სექტორში.
ACT-ის ციფრულმა ინფრასტრუქტურამ და საერთაშორისო პლატფორმებმა საშუალება მოგვცა ვირტუალურ სივრცეში გადაგვეტანა კომპანიის, როგორც სათაო ოფისის ისე საველე და მონაცემთა დამუშავების სამუშაოები უწყვეტად და უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფით.
ჩვენი მომსახურება სრულად გაციფრულებულია:
ჩვენ ვართ სრულად ციფრული კომპანია!
21 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის ფინალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების დასაწყისში, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს – ნანა ჯანაშიამ (CENN), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარემ კახა კუჭავამ.
ფინალურ ეტაპზე სკოლებმა საზოგადოებას ის მნიშვნელოვანი ცვლილებები წარუდგინეს, რომლებსაც, მთელი წლის განმავლობაში, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს დიდ ქალაქებში, თუ მთის პატარა სოფლებში ახორციელებდნენ.
კონკურსის პრემიის ნახევარფინალური ტურების ციკლი საქართველოს 4 ქალაქში მიმდინარეობდა და ნახევარფინალში მონაწილე 150 სკოლიდან 32 ფინალისტი გუნდი 3 მარტს გამოვლინდა. სახელმწიფო, საერთაშორისო და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ საქართველოს 32 სკოლის გუნდიდან სამი გამარჯვებული შეარჩია:
I ადგილი – სოფელ როკითის სკოლა (იმერეთი);
II ადგილი – წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზია (სამეგრელო);
II ადგილი – “ქართული სასწავლებელი” (თბილისი)
„ეისითიმ“ ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ფინალისტების დაჯილდოვებაში მიიღო მონაწილეობა. ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსია, რომლის მთავარი მიზანია გარემოსდაცვითი განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა. 2019 წელს კონკურსის თემა იყო „მდგრადი განვითარების მიზნები“. კონკურსი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გამართა.
„ეისითის“ რჩეული გახდა კიცხის საჯარო სკოლის გუნდი, რომელსაც საჩუქრები კომპანიის პარტნიორმა, სოფო ჩაჩანიძემ გადასცა. სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსი – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – 2015 წლიდან ტარდება CENN-ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“, „განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო“ და საქართველოს პარლამენტი.
2019 წელს პრემიის თემაა მდგრადი განვითრების მიზნები (SDGs) და აერთიანებს 500–მდე სკოლას, ქვეყნის მასშტაბით. ფინალის საგზურები გადანაწილდა რეგიონულ ცენტრებში გამართულ ნახევარფინალურ ტურებზე, რომელშიც ყველაზე წარმატებული 150 გუნდი მონაწილეობდა.
12 მარტს, სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართა ღონისძიება „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“, რომელზეც ორგანიზაციების სამეთვალყურეო საბჭოებში ქალთა წარმომადგენლობის შესახებ კვოტების საკითხი განიხილეს კერძო სექტორის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ღონისძიება მხარს უჭერს ქალთა მონაწილეობის გაზრდას გლობალურ ეკონომიკაში და კომპანიებში უფრო მეტად ინკლუზიურ და გენდერულად თანასწორი გარემოს შექმნას და ის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), საქართველოს საფონდო ბირჟის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
დისკუსიაში „ქალები სამეთვალყურეო საბჭოში – ბიზნესის წინაშე მდგომი გამოწვევები და შესაძლებლობები“ მონაწილეობდა „ეისითის“ გენერალური დირექტორი, თინათინ რუხაძე. თემატური განხილვების მთავარ თემას კომერციული ბანკების 2018 წლის კორპორაციული მმართველობა წარმოადგენდა, რომლის მიხედვითაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მინიმუმ 20% ქალი უნდა იყოს. მენეჯმენტში ქალების როლის გაზრდასთან და მნიშვნელოვნებასთან დაკავშირებით საინტერესო მიგნებაზე ილაპარაკა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში, იან ვან ბილსენმა. მისი თქმით, მათ მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგმა გამოავლინა, რომ გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრას ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლია. საქართველოში ღონისძიება „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ უკვე მეორედ გაიმართა.
“ეისითის” გენერალურმა დირექტორმა, თინათინ რუხაძემ Veuve Clicquot-ს საქმიან ქალთა პრესტიჟულ კონკურსში გაიმარჯვა! Veuve Clicquot Business Woman Award ისტორიაში პირველი საერთაშორისო კონკურსია საქმიანი ქალებისთვის და ყოველწლიურად მსოფლიოს 32 ქვეყანაში ტარდება. 1972 წლიდან დღემდე, მასზე აჯილდოვებენ ქალებს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს გლობალური ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებაში. Veuve Clicquot Business Woman Award ასრულებს გარკვეული ეტალონის როლს და, ასევე, არის დიდი სტიმული და შთაგონების წყარო ახალი თაობის ბიზნეს ლიდერებისთვის. საქმიანი და ძლიერი ქალებისთვის კონკურსს დამატებით მნიშვნელოვნებას სძენს ისტორიული ფაქტი – მადამ კლიკო, რომლის სახელსაც ატარებს კონკურსი, დაქვრივდა 27 წლის ასაკში და მას შემდეგ სათავეში ჩაუდგა მეუღლის დანატოვარ საქმეს – შამპანიურის ბიზნესს, რომელიც გადაურჩა ნაპოლეონის ომებს, ევროპაში მძვინვარე რევოლუციებს და არათანასწორი კონკურენციის პირობებში შექმნა ძლიერი ბრენდი და დაამკვიდრა ძლიერი ქალის სტერეოტიპი. თინათინ რუხაძე მთელი 2019 წლის განმავლობაში იქნება Veuve Clicquot-ის ამბასადორი, საფრანგეთში დაირგვება მისი სახელობის ნერგი და ჩამოასხამენ სახელობით შამპანურს.