/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
ACT Global-მა, ჩრდილოეთ მაკედონიაში ენერგეტიკისა და განათლების სექტორების წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრების სერია გამართა

ACT Global-მა, ჩრდილოეთ მაკედონიაში ენერგეტიკისა და განათლების სექტორების წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრების სერია გამართა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ACT Global-მა, GPM Consulting-თან თანამშრომლობით, 28 სექტემბერიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, საკონსულტაციო შეხვედრების სერია გამართა. ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება MEPSO-სთვის, ჩრდილოეთ მაკედონიის ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი კომპანიისთვის, სპეციალიზებული სასწავლო ცენტრის შექმნა, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული გარდაქმნისთვის აუცილებელი უნარებისა და კომპეტენციების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში ჩატარდა საბაზისო შეფასება, რომლის შედეგებიც წარედგინა დაინტერესებულ მხარეებს. საკონსულტაციო შეხვედრებში მონაწილეობდნენ ენერგეტიკისა და განათლების სექტორების წარმომადგენლები, კერძოდ, საჯარო უწყებების, უნივერსიტეტების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, დამსაქმებლებისა და ინდუსტრიის სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საკონსულტაციო შეხვედრებისას განხილული იყო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების საკითხები და სხვადასხვა აქტორს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები. დისკუსიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო MEPSO-ს სასწავლო ცენტრის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისა და თანამშრომლობის ეფექტიანი ფორმების განსაზღვრისთვის.

საკონსულტაციო შეხვედრების პარალელურად, ACT Global-მა MEPSO-ს თანამშრომლებისთვის ჩაატარა ორდღიანი ტრენინგი. მონაწილეები დეტალურად გაეცნენ დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმას, მისი განხორციელებისთვის საჭირო პრაქტიკულ მექანიზმებსა და ინსტრუმენტებს მათ ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენების მიზნით.

მომდევნო თვეებში, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავება, ასევე დაინერგება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლის გზები და დაიწყება გადამზადების პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს MEPSO-ს გუნდისა და უფრო ფართო ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენელთა გაძლიერებას. გარდა ამისა, განისაზღვრება სასწავლო ცენტრის გრძელვადიანი მდგრადობის მოდელი, რომელიც მიზნად ისახავს მის რეგიონულ ჰაბად პოზიციონირებას, რომელმაც დასავლეთ ბალკანეთში, ელექტროენერგიის გადამცემი სექტორისთვის აუცილებელი უნარების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.

     

   

პროექტი „გენდერული და ეკონომიკური ჩართულობის ტექნიკური დახმარების ჩარჩო – უნარები და დასაქმება / MEPSO-ს სასწავლო ცენტრი ჩრდილოეთ მაკედონიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში“ ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით. ის შეესაბამება ჩრდილოეთ მაკედონიის სტრატეგიულ საინვესტიციო გეგმებს ნახშირის მოხმარების შემცირებისა და სამართლიანი გარდაქმნის პროცესის ხელშესაწყობად და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქვეყნის სამუშაო ძალის გაძლიერების გზაზე მდგრადი ენერგეტიკული მომავლისთვის.



გაიგე მეტი

ACT Global და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OECD, ფინანსური განათლების გასაძლიერებლად ახალ პროექტს იწყებენ
გაიგეთ მეტი

ACT Global და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OECD, ფინანსური განათლების გასაძლიერებლად ახალ პროექტს იწყებენ

ACT Global და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოდან ევროკავშირის ბაზრებზე საქონლის ექსპორტის სატრანსპორტო სისტემის შესახებ ახალ კვლევას იწყებენ
გაიგეთ მეტი

ACT Global და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოდან ევროკავშირის ბაზრებზე საქონლის ექსპორტის სატრანსპორტო სისტემის შესახებ ახალ კვლევას იწყებენ

ეისითი გლობალი GIZ-ის ინიციატივით იწყებს ტყის მმართველობის სამომავლო სცენარების შეფასების ინსტრუქციისა და გზამკვლევის შემუშავებას
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი GIZ-ის ინიციატივით იწყებს ტყის მმართველობის სამომავლო სცენარების შეფასების ინსტრუქციისა და გზამკვლევის შემუშავებას