ეისითი გლობალმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ახალი სტრატეგიული პროექტი დაიწყო. ინიციატივა ხორციელდება EU4Green Recovery East პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს წრიული ეკონომიკის გარემოს სიღრმისეულ ანალიზს სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს წრიული ეკონომიკის გარემოს კომპლექსურ შესწავლას, რაც გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტების, კერძო სექტორის, ბიზნეს ასოციაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებისა და გავლენის დონის შეფასებას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
პროექტის ფარგლებში მომზადდება დეტალური ანალიტიკური ანგარიშები და შეიქმნება დაინტერესებული მხარეების ინტერაქტიული რუკა, რაც პოლიტიკის შემქმნელებსა და პარტნიორებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების მთავარი ინსტრუმენტი გახდება. აღნიშნული დაეფუძნება თვისებრივი მონაცემების მოგროვებასა და მის ჩაღრმავებულ ანალიზს.
პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად ეისითი გლობალი უზრუნველყოფს პროექტის სამიზნე ქვეყნებში ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივების მხარდაჭერასა და კოორდინაციის მექანიზმების გაძლიერებას.