ნინო კემულარია, ACT კვლევის აღმასრულებელი დირექტორი 30 UNDER 30 • Forbes Georgia 2024 წლის გამარჯვებულია ფინანსების კატეგორიაში.
ნინო კემულარია ACT-ის გუნდს 2019 წელს შემოუერთდა, სადაც კარიერული თავგადასავალი ACT ჯგუფის ფინანსური მენეჯერის როლით დაიწყო. შემდეგ, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა და მენეჯერულ ფუნქციებთან ერთად, მნიშვნელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებშიც ჩაერთო.
2023 წლიდან, ნინო ACT-ის საოპერაციო დირექტორი გახდა და კომპანიის გაციფრულებასა და პროცესების ავტომატიზაციაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ხოლო 2024 წლიდან ნინო კემულარიამ ACT კვლევის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დაიკავა და „ACT კვლევის“ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით განვითარებას ჩაუდგა სათავეში.
პროფესიით ფინანსისტია. კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის შემდეგ, საფრანგეთში, გრენობლის მენეჯმენტის სკოლაში მოიპოვა MBA ხარისხი. „ACT კვლევის“ ხელმძღვანელობის პარალელურად, ნინო კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და ბიზნესის სკოლის სტუდენტებს უზიარებს გამოცდილებას.
ეისითი 21 წლის წლის წინ დაფუძნდა, როგორც მარკეტინგული კვლევის კომპანია. დღეს კი ის, კვლევით და საკონსულტაციო მომსახურებას 35 ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
საკონსულტაციო მიმართულების აქტიური განვითარება ეისითიმ 2019 წლიდან დაიწყო. მენეჯმენტისა და განვითარების საკონსულტაციო სერვისების მიმართულებით კომპანიის გაძლიერება მისი გრძელვადიანი განვითარების ხედვის ნაწილს წარმოადგენდა. ამ სტრატეგიამ კომპანიას ახალი პერსპექტივები გაუხსნა და მნიშვნელოვანი ზრდა მოუტანა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
დღეს, 5 წლის შემდეგ, უკვე ნათელი გახდა, რომ კვლევასა და საკონსუტლაციო მიმართულებებს განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. სწორედ ამიტომ, ეისითის პარტნიორებმა და მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება საოპერაციო დონეზე კომპანია ორად გაეყო: ACT (როგორც მენეჯმენტისა და განვითარების საკონსულტაციო კომპანია) და ACT კვლევა (მარკეტინგული და სოციალური კვლევების კომპანია). ორივე კომპანია იზიარებს ACT-ის ისტორიულ მემკვიდრეობას, ფასეულობებსა და კლიენტთან თანამშრომლობის პრინციპებს, თუმცა ისეთ საკითხებში როგორებიცაა: კომპეტენციები, ახალი პროდუქტები, ტექნოლოგიები, გეოგრაფიული განვითარება თუ სხვა - თითოეული კომპანია საკუთარი პრიორიტეტებით იხელმძღვანელებს.
აღნიშნული ცვლილების შედეგად, ACT-ის და ACT ჯგუფის (რომელშიც შედის ACT, ACT კვლევა, ACT Kazakhstan, ACT Azerbaijan, Develor Georgia, Erickson Georgia, Diflex) მართვას მისი დამფუძნებელი თინათინ რუხაძე აგრძელებს, ხოლო „ACT კვლევას“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს - ნინო კემულარია .
ნინო კემულარია ACT-ის გუნდს 2019 წელს შემოუერთდა, სადაც კარიერული თავგადასავალი ACT ჯგუფის ფინანსური მენეჯერის როლით დაიწყო. შემდეგ, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა და მენეჯერულ ფუნქციებთან ერთად, მნიშვნელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებშიც ჩაერთო.
2023 წლიდან, ნინო ACT-ის საოპერაციო დირექტორი გახდა და კომპანიის გაციფრულებასა და პროცესების ავტომატიზაციაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
ACT-მდე ნინომ საინტერესო კარიერული გზა განვლო. მისი პირველი სამსახურებრივი ნაბიჯები ეროვნულ ბანკს უკავშირდება, სადაც კავკასიის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტებისთვის განკუთვნილი სტაჟირებით აღმოჩნდა. შემდეგ, 2014 წელს, თიბისის გუნდს შეუერთდა და კარიერა კაპიტალის ბაზრებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაგრძო, სადაც მისი ჩართულობით ბანკმა 500 მილიონი დოლარის რესურსი მოიზიდა ისეთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან როგორიცაა: ADB, EBRD, FMO და IFC.
პროფესიით ფინანსისტია. კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის შემდეგ, საფრანგეთში, გრენობლის მენეჯმენტის სკოლაში მოიპოვა MBA ხარისხი. „ACT კვლევის“ ხელმძღვანელობის პარალელურად, ნინო კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და ბიზნესის სკოლის სტუდენტებს უზიარებს გამოცდილებას.
ნინო კემულარია „ACT კვლევის“ განვითარებას თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით გეგმავს. მონაცემთა შეგროვების ტრადიციული მეთოდების ნაცვლად, „ACT კვლევის“ მომავალს გაციფრულებასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ხედავს.
„ჩვენი მიზანია კომპლექსური ამოცანების გამარტივებით მივცეთ კომპანიებს ცვლილებების ძალა“
იმ პირობებში, როდესაც მონაცემთა შეგროვება პრობლემას აღარ წარმოადგენს, ღირებულია სწორედ ის სერვისები, რომელთა დახმარებითაც ACT კვლევა მონაცემების შეგროვების სისწრაფესა და მონაცემებზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.
ამ პროცესის მთავარი უპირატესობა რუტინული საქმეების ავტომატიზაცია, დამკვეთისთვის გაზომვადი შედეგების ბევრად ნაკლებ დროში მიწოდება და საბოლოოდ, პრაქტიკულ რესურსად ქცევაა. „ACT კვლევის“ აღმასრულებელ დირექტორს ამ პროცესში ბიზნესისა და მენეჯმენტ-კონსალტინგში დაგროვილი გამოცდილება ეხმარება, ესმის, როგორ აზროვნებს და მეტყველებს ბიზნესი და როგორ გარდაქმნას მონაცემი, რათა ბიზნესისთვის კარგად აღქმადი და გამოყენებად რესურსად აქციოს.
ნინო კემულარიას თქმით, 2024-25 წელს კომპანიის მთავარი მიზანი გაციფრულებაა, იმისთვის „ACT კვლევა“ ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე ციფრული კვლევითი კომპანია იყოს.
21-23 მაისს ევროპის კულტურის დედაქალაქმა, ტარტუმ რიგით მე-10 ელექტრონული მმართველობის კონფერენციას უმასპინძლა, რომელსაც ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემია ყოველწლიურად აორგანიზებს.
ღონისძიებაში 500-მდე მონაწილე ჩაერთო მსოფლიოს 67 ქვეყნიდან. 9 სესიისა და 9 ძირითადი გამომსვლელის მიმართვა შეეხო ისეთი საკითხებს, როგორებიცაა:
1. ციფრული წარმატება: ყველა მოქალაქისთვის თანაბარი შესაძლებლობები, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფო სერვისებზე მოქალაქეთა წვდომის გაზრდას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობას;
2. განთლება, როგორც მთავარი გასაღები სახელმწიფო სერვისებისა და საჯარო პოლიტიკის გაუმჯობესებისა და პოტენციალის ზრდისთვის;
3. ყოველდღიური კოორდინაცია, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ერთად მუშაობას, არამედ ერთმანეთისგან სწავლას და გამოცდილებების პროაქტიულ გაზიარებას.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეისითის პარტნიორმა, სოფო ჩაჩანიძემ
და დემოკრატიისა და კარგი მმართველობის პორტფოლიო ლიდმა, გიგა ჩიტიშვილმა.
ეისითი მრავალი წელია ხელს უწყობს სახელმწიფო ელექტრონული სერვისების განვითარებას ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, შესაბამისად, ღონისძიებაზე დამყარებული კავშირები, გაცვლილი ინფორმაცია და საერთაშორისო გაკვეთილები არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ჩვენი გუნდისთვის იმისთვის რომ ამ მიმართულებით არსებული სიახლეების გათვალისწინებით, დროული და შედეგზე ორიენტირებული ჩარევის მექანიზმები შევთავაზოთ ცვლილებებზე ორიენტირებულ აქტორებს.
1-ელ და 2 ივნისს თბილისში ღონისძიება Spotlight Tech 2024 ჩატარდა. ორი დღის განმავლობაში ვიზიტორებმა საინტერესო სპიკერებისგან თემატური სფიჩები მოისმინეს და ახალი ინსპირაციებით დაიმუხტნენ. გარდა ინსპირაციული გამოსვლებისა, Spotlight Tech სამ დამატებით სცენას მასპინძლობდა: მასტერკლასებს, How I Built This-ს და Career Insights-ს. თითოეული მათგანის ფოკუსი წარმატებულ ქეისებზე, კარიერულ რჩევებსა და განვითარებაზე იყო.
ღონისძიების მთავარი თემა „გაკვეთილებს” მიეძღვნა და გადავწყვიტეთ ACT-ის ციფრული ტრანსფორმაციის საკუთარი გაკვეთილი გაგვეზიარებინა და ამ გზაზე არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების შესაძლებლობად გარდაქმნაზე მოგვეყოლა.
ACT-ის მენეჯმენტ კონსულტანტმა, საბა ხერგიანმა ჩვენს მიერ შექმნილი უნიკალური მეთოდოლოგია ორგანიზაციის ციფრული მზაობის დიაგნოსტიკა DIGITAL WHEEL© წარადგინა, რომელიც ემსახურება გზამკვლევის შექმნას, იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ციფრული შესაძლებლობების შეფასებას და გაძლიერებას. მოდელის მიზანია, ციფრული მზაობის ამჟამინდელი მდგომარეობის ანალიზი, გაუმჯობესების სფეროების იდენტიფიცირება და მდგრადი ციფრული ტრანსფორმაციისთვის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა.
ACT-ის მისია დამკვეთებისთვის სასიკეთო ცვლილებების ძალის – ცოდნის, იდეებისა და ინსპირაციის – მიცემაა. ეს მისია ზუსტად ეხმიანება Spotlight Tech-ის მიზანს – შექმნას ძლიერი ეკოსისტემა მარკეტინგისა და ტექნოლოგიისთვის, ასევე ემთხვევა, ცოდნის გაზიარების მეშვეობით, პროგრესის წარმართვის ჩვენეულ ხედვას. ამ ღონისძიების მხარდაჭერით, ჩვენი სურვილია ხელი შევუწყოთ გარემოს, სადაც ინოვაციები და თანამშრომლობა ვითარდება, რაც დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობას აძლევს განახორციელონ ტრანსფორმაციული ცვლილებები თავიანთ სფეროებში.
2013 წლიდან მოყოლებული, სფოთლაითმა ჩამოაყალიბა მარკეტინგული პლატფორმა და იქცა ღონისძიებად, რომელიც აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს. ესაა სივრცე, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. Spotlight Tech ამ ტრადიციული ღონისძიებების სერიის გაგრძელებაა, რომელიც 2018 წელს, პირველად ჩატარდა და ტექნოლოგიებს მიეძღვნა.