ტაჯიკეთის ენერგეტიკის სექტორის მოდერნიზება საჭიროებს სამუშაო ძალის შესაძლებლობების ხარისხობრივ გაუმჯობესებას. ენერგოსისტემის და გადამცემი ინფრასტრუქტურის განახლების პროცესში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური და მომავლისთვის მზა სამუშაო ძალის ჩამოყალიბებას. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, ACT Global-მა და Tajhydro-მ ახალი ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი დაიწყეს, რომელიც სწორედ ამ საჭიროებების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ერთ კვირიანი ვიზიტი ტაჯიკეთში, სადაც ექსპერტულმა გუნდმა აქტიური შეხვედრების სერია ჩაატარა დუშანბესა და ხატლონის რეგიონებში. შეხვედრები შედგა შაბაკაოი თაქსიმოტი ბარკის (STB), ტაჯიკეთის ენერგეტიკის ინსტიტუტის (TEI), EBRD-ისა და ენერგეტიკის სექტორული ასოციაციების გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან. შეხვედრების მთავარი მიზანი იყო ენერგო-სექტორისთვის აუცილებელი ტექნიკური, ოპერაციული და უსაფრთხოების კომპეტენციების საჭიროებების გამოვლენა.
საწყისი ანალიზისა და სამუშაო შეხვედრების შედეგებზე დაყრდნობით, გამოიკვეთა სამი ძირითადი პრიორიტეტი:
-
შრომითი უნარების შესაბამისობაში მოყვანა ენერგეტიკის სექტორის განვითარების სტრატეგიასთან
დაინტერესებულმა მხარეებმა ხაზი გაუსვეს პრაქტიკული, ტექნიკური უნარების საჭიროებასა და თეორიული სწავლების სამუშაო გამოცდილებასთან ინტეგრაციის მნიშვნელობას. განხილული იყო დუალური სწავლების (Dual Learning) სტრატეგიული მიდგომა, როგორც უნარების განვითარების დაჩქარებული მექანიზმი ქსელური ოპერაციებისა და ციფრული სისტემების მიმართულებით.
-
ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება უნარების განვითარების უზრუნველსაყოფად.
ტაჯიკეთის ენერგეტიკის ინსტიტუტსა და პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ თანამედროვე პრაქტიკული სასწავლო პროგრამების ჩამოყალიბებაში. ეს მოითხოვს არა მხოლოდ სასწავლო პროგრამების განახლებას და კვალიფიციური მასწავლებლების გადამზადებას, არამედ ტრენინგ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციას, მენტორინგის ახალი ჩარჩოების შექმნას, ინდუსტრიასა და აკადემიას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. -
ინკლუზიური და მდგრადი შედეგების უზრუნველყოფა.
შრომითი უნარების განვითარება უნდა ემსახურებოდეს როგორც ტექნიკური უნარების გაძლიერებას, ისე ჩართულობის პრინციპებს - უნდა შეიქმნას შესაძლებლობები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, ქალებისთვის და STB-ის მოქმედი თანამშრომლებისთვის. პრაქტიკული სწავლების პლატფორმებად განისაზღვრა STB-ისა და ენერგეტიკის ინსტიტუტის წარმომადგენლობები დუშანბესა და ბოხტარში.
პროექტის შემდეგი ეტაპი ფოკუსირებული იქნება ამ პრიორიტეტების პრაქტიკაში განხორციელებაზე - პროგრამების შერჩევის დასრულებაზე, უნარების სტანდარტების განსაზღვრასა და მდგრადი თანამშრომლობის მექანიზმების ჩამოყალიბებაზე. ტექნიკური და ადმინისტრაციული დეტალები დამატებით დაზუსტდება ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე.
ჩართული მხარეებს შორის არსებული კონსენსუსითა და მიზანმიმართული ჩარევების განხორციელებით, ტაჯიკეთი გადამწყვეტ ნაბიჯს დგამს ისეთი ენერგო-სამუშაო ძალის განსავითარებლად, რომელიც იქნება მედეგი, ინკლუზიური და მომავლის მოთხოვნებთან შესაბამისი.