პანელზე მთავარ მომხსენებლად მიწვეული იყო ეისითის დამფუძნებელი, ბიზნეს ლიდერი და მენეჯმენტ კონსულტანტი თინათინ რუხაძე, რომელმაც ისაუბრა თემაზე "From Self-Doubt to Success: Empowering Women." თინათინ რუხაძემ წინ წამოწია ის გამოწვევები და საერთო ბარიერები, რომლებსაც ქალები ხშირად აწყდებიან.
|
|
პანელისტებმა ხაზი გაუსვეს გენდერული თანასწორობის როლს მსოფლიო კეთილდღეობისთვის. მათ ისაუბრეს ქალთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის აუცილებლობაზეც, რაც, მათი თქმით, ჩამოაყალიბებს უფრო სტაბილურ საზოგადოებებს მსოფლიოში. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გაეროს ძირითადი დოკუმენტების მნიშვნელობაზე, რომლებიც იცავენ ქალთა უფლებებს.
|
|
პანელს უძღვებოდა ნორვეგიის გაეროს ასოციაციის გენერალური მდივანი, კატარინა ბუ.
სამი ახალი ქვეყანა ეისითის საერთაშორისო პროექტულ რუკაზე. კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია ACT უკვე მსოფლიოს 34 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის World Justice Project მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის ინდექსის პროექტის (The World Justice Project Rule of Law Index® 2023) ფარგლებში ეისითის სამუშაო არეალი აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებში გაფართოვდა და ჩვენს სამუშაო ქვეყნების ჩამონათვალს ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი დაემატა.
ბალტიის ქვეყნებში მუშაობა ეისითის საერთაშორისო განვითარების ახალი ეტაპია, ახალი ქვეყნებითა და სამუშაო გამოციდლებით და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სერვისების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.
წარმომადგენლობისა და პარტნიორული ქსელების გაძლიერება უკვე ათვისებულ ქვეყნებში და გეოგრაფიული გაფართოება ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით კვლავაც რჩება ეისითის სტრატეგიულ ამოცანად და უახლოესი წლების მთავარ გამოწვევად.
26 ოქტომბერს პროექტის - „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში, ექსპერტიზ ფრანსის ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია, სადაც კომპანია ეისითის ანალიტიკოსმა ქეთევან ანთაძემ და უფროსმა კონსულტანტმა ნათია რუხაძემ დამსწრე საზოგადოებას სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული საკითხების კვლევის ძირითადი მიგნებები გააცნეს.
პროექტის ფარგლებში ეისითიმ ორი კვლევა განახორციელა :
პროექტის „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“, მიზანი იყო საქართველოს მთავრობის, სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა სოციალური მომსახურებების, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და სოციალური დაცვის უფლებების გაფართოების კუთხით.
პროექტი საქართველოში Expertise France-ისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
დასაქმებულების ჩართულობა და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პოსტ კოვიდურ სამყაროში გახდა. არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია იკვლევს აღნიშნულ საკითხს. თუმცა ამ დრომდე არ არსებობს ქართული სტატისტიკა, როგორია დასაქმებულის ჩართულობა და ორგანიზაციებში სტრესის, შფოთვისა და დეპრესიის მაჩვენებლები.
თემის აქტუალობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ჩავატაროთ კვლევა საქართველოს მასშტაბით და ვიკვლიოთ თუ რა სურათია საქართველოში დასაქმებულების ჩართულობასა და მენტალური ჯანმრთელობის კუთხით. კვლევის შედეგად, შევძლებთ მონაცემებზე დაფუძნებით, მეტად არგუმენტირებულად ვისაუბროთ ქვეყანაში არსებულ ტენდენციებზე, თაობების, პოზიციების და სექტორების ჭრილში.
თუ თქვენთვის, როგორც დასაქმებულებისთვის, მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხები, გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ კვლევაში. კვლევის შევსების მიზნით მიჰყევით ბმულს.