თანამედროვე სამყაროში, სადაც სხვადასხვა მიმართულებით უამრავი გამოწვევაა კრიტიკულად მნიშნელოვანი ხდება მენტალური მედეგობისა და ადაპტურობის განვითარება, ფოკუსისა და შინაგანი საყრდენის შენარჩუნება, სირთულეებში შესაძლებლობების დანახვა. ამ ყველაფერს კრებსითად Adversity Quotient-ს (AQ), ადაპტურობის ინტელექტი ეწოდება.
მაღალი AQ საშუალებას აძლევს ინდივიდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მიიღონ გონივრული გადაწყვეტილებები კრიზისულ სიტუაციებშიც კი. ისინი ღია არიან ცვლილებების მიმართ და უკეთ ახდენენ ნავიგაციას გაურკვეველ გარემოში. ლიდერებსა და თანამშრომლებში AQ-ს გაუმჯობესება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორგანიზაციებს, ტურბულენტურ გარემოში მიაღწიონ წარმატებასა და გრძელვადიან განვითარებას.
ACT Institute-ში შევქმენით უნიკალური პროგრამა „AQ უკეთესი ნავიგაციისთვის“, რომლის მიზანია პრაქტიკული ტექნიკებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით მედეგობის, სტრესის მართვისა და ადაპტურობის უნარების განვითარება.
ვისთვის არის პროგრამა "AQ უკეთესი ნავიგაციისთვის" განკუთვნილი?
„AQ უკეთესი ნავიგაციისთვის“ პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაიუმჯობესოს მენტალური მედეგობა, გაზარდოს ადაპტურობა და ეფექტურად გაუმკლავდეს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. უფრო ზუსტად პროგრამა განკუთვნილია:
- მენეჯერებისთვის
- ლიდერებისთვის
- პროფესიონალებისთვის
- თვითგანვითარებით დაინტერესებული ნებისმიერი ინდივიდისთვის
პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა
კურსი გრძელდება 2 სრული დღე და მოიცავს შემდეგ საკითხებს:
დღე 1: ადაპტურობისა და მედეგობის საფუძვლები
AQ-ს გაგება და სირთულეების იდენტიფიცირება
- AQ-ს განმარტება და მისი მნიშვნელობა
- სტრესი, კრიზისი, რთული მოვლენები და ტრავმა
- პრობლემის განვრცობადობა და მასზე კონტროლი
- მიმღებლობა და მისი ძალა
პროაქტიულობა და თვითრეგულირება
- პროაქტიული დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა
- არჩევანის მნიშვნელობა და მისი ძალა
- თვითკონტროლის მექანიზმები
- თვითრეგულირების სტრატეგიები
დღე 2: AQ-ს გაუმჯობესება და პრაქტიკული ნავიგაცია
პრობლემის გადაჭრის ინოვაციური მიდგომები
- კრეატიული მიდგომები და წარმოსახვის ძალა
- პრობლემის ეფექტური გადაჭრის გზები
- შინაგანი რესურსები
მხარდამჭერი გარემო და სამომავლო ხედვა
- მხარდამჭერი გარემო, ურთიერთობების როლი მედეგობის გაძლიერებაში.
- ენერგიის წყაროების იდენტიფიცირება: როგორ აღვიდგინოთ ძალები და შევინარჩუნოთ შინაგანი ბალანსი.
- მკაფიო ხედვის ფორმირება
- მიზნების ეფექტური დასახვა და ნაბიჯები გრძელვადიანი განვითარებისთვის.
კურსის ძირითადი შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
- შეაფასონ საკუთარი ადაპტურობისა და მედეგობის კოეფიციენტი
- გაეცნონ თვითრეგულირებისა და თვიკონტროლის მექანიზმებს
- გააცნობიერონ და განივითარონ რთულ სიტუაციებთან გამკლავების მექანიზმები
- გაიაზრონ მიმღებლობის ძალა
- იპოვონ შინაგანი საყრდენი და გააცნობიერონ შინაგანი რესურსების მნიშვნელობა