/>
Logo
Expertise Image

Digital Wheel ®

Digital Wheel ®


მუდმივად განვითარებად ბიზნეს ლანდშაფტში, სადაც კომპანიების 70% ვერ აღწევს წარმატებულ ციფრულ ტრანსფორმაციას, ჩნდება კითხვა: რა არის წარუმატებელი ციფრული ტრანსფორმაციის მთავარი მიზეზები?

ციფრული ტრანსფორმაცია რთული პროცესია, რომელიც მოიცავს ორგანიზაციულ, ტექნოლოგიურ და კულტურულ ცვლილებებს. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ხშირად წარუმატებლობის მთავარი ფაქტორი ორგანიზაციის არასათანადო ციფრული მზაობაა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს ბევრი მიზეზით, მათ შორისაა:

  • ციფრული სტრატეგიის არ არსებობა;
  • ბიზნეს სტრატეგიის და ციფრული სტრატეგიის შეუსაბამობა;
  • მემკვიდრეობითი სისტემების და ინფრასტრუქტურის არარელევანტურობა;
  • შეუსაბამო ციფრული წიგნიერების დონე/ ციფრული უნარების ნაკლებობა;
  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ნაკლებობა;
  • ცვლილებებისადმი რეზისტენტული მაინდსეტი;

ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის დაწყება, რომელიც მოკლებულია ციფრული მზაობის დონის საფუძვლიან გააზრებას, იწვევს გაუთვალისწინებელ დაბრკოლებებს, რაც თავის მხრივ იწევს დროის და რესურსის არამიზნობრივ ხარჯვას და ფინანსურ ზარალს. ასევე, ციფრული სიმწიფის მოდელის ფორმულირება, რომელიც მოკლებულია მონაცემებზე დაფუძნებულ შეხედულებებს, რთულს ხდის იმ კრიტიკული სფეროების განსაზღვრას, რომლებიც საჭიროებენ ტრანსფორმაციულ ცვლილებას.

ეისითის მიერ შექმნილი ციფრული მზაობის დიაგნოსტიკის უნიკალური მეთოდოლოგია Digital Wheel ემსახურება გზამკვლევის (roadmap) შექმნას იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ციფრული შესაძლებლობების შეფასებას და გაძლიერებას. მოდელის მიზანია ციფრული მზაობის ამჟამინდელი მდგომარეობის ანალიზი, გაუმჯობესების სფეროების იდენტიფიცირება და მდგრადი ციფრული ტრანსფორმაციისთვის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა.


ჩვენ გთავაზობთ სტრუქტურირებულ ჩარჩოს კომპანიის ციფრული მზაობის შესაფასებლად ორგანიზაციის შვიდ ძირითად განზომილებაში: 

  1. ციფრული სტრატეგია
  2. ციფრული ლიდერობა და მაინდსეტი
  3. ციფრული წიგნიერება
  4. მონაცემთა მენეჯმენტი
  5. IT/IS ინფრასტრუქტურა
  6. ოპერაციები და პროცესები
  7. მომხმარებლებთან ურთიერთქმედება.




რას იღებენ კომპანიები Dogital Wheel შეფასების შედეგად:

ციფრული მზაობის ინდექს, რომელიც ითვალისწინებს მოდელის 7 დომეინს, რაც საბოლოო ჯამში შეაფასებს ორგანიზაციის მზაობას ციფრული ტრანსფორმაციისთვისთვის.

• იდენტიფიცირებულ ძლიერ და გასაუმჯობესებელ მხარეებს.

• ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის ხარისხის გაზრდას. კომპანიის ტოპ მენეჯმენტთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად მიღებული შედეგების განხილვა და მათ საფუძველზე შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება.

• ციფრული ტრანსფორმაციისთვის მოსამზადებლად საჭირო რეკომენდაციებსა და როუდმეფს.


როგორ ვეხმარებით კლიენტებს