ACT-ის პორტფელის ლიდებმა 2024 წლის მსოფლიო ურბანულ ფორუმში #WUF12 მიიღეს მონაწილეობა, რომელიც 4-8 ნოემბერს კაიროში, ეგვიპტეში გაიმართა.
წლევანდელი ფორუმის თემა სლოგანით - „ყველაფერი იწყება სახლიდან“, ადგილობრივი ძალისხმევის მნიშვნელობას ეხებოდა მდგრადი ქალაქებისა და თემების მშენებლობაში და 25 000-ზე მეტ დელეგატს უმასპინძლა მსოფლიოს 182 ქვეყნიდან. დელეგატებს შორის იყვნენ ურბანული დაგეგმვის პროფესიონალები, პოლიტიკის შემქმნელები და სათემო ლიდერები.
ACT-ის გუნდის წევრები დაესწრნენ სესიებს, სადაც განიხილებოდა ურბანული მდგრადობის მიდგომები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონების კონტექსტში და დელეგატებს თანამშრომლობის გზების განხილვის შესაძლებლობაც მიეცათ.
სესიების ფარგლებში განხილული იყო მწვანე კრიზისთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის კაიროს მაგალითი, სადაც ქალაქის მწვანე საფარის შემცირება მნიშვნელოვან გარემოსდაცვით და სოციალურ ზეგავლენას ახდენს გარემოზე და მნიშვნელოვანია სხვა ქალაქებისთვისაც, რომლებიც მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან.
სესიის „ადგილობრივი მონაცემების პოტენციალის გამოყენება მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი ქალაქების შექმნისთვის“ ფარგლებში OECD გუნდმა წარმოადგინა მონაცემებზე დაფუძნებული ახალი სტრატეგია და ადგილობრივი მონაცემების პორტალი, რომელიც კონსულტანტებსა და დაინტერესებულ მხარეებს 234,000 მუნიციპალიტეტის მონაცემებით უზრუნველყოფს მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც 100 ინდიკატორს ფარავს. აღნიშნული პლატფორმა დაინტერესებული მხარეებისათვის წარმოადგენს შესაძლებლობას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიტიკის დოკუმენტებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკონსულტაციო სერვისების მიწოდებაში.
გარდა ამისა, სესია „ჩემი სამეზობლო“ წარმოადგენდა ურბანული დაგეგმარების ჰოლისტიკური მიდგომის ანალიზს, რომელიც გლობალურ პოლიტიკას ადგილობრივ დიზაინს უკავშირებს და აქცენტს აკეთებს კომპაქტური, დაკავშირებული, ინკლუზიური, სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი სამეზობლოების განვითარებაზე.
ამჟამად, ACT ახორციელებს საკონსულტაციო სადამკვირვებლო კომპონენტს GIZ-ის პროექტის ფარგლებში ბათუმისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. კომპონენტის ფარგლებში თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიდგომებით, ACT გუნდი ნერგავს და ავითარებს მეთოდოლოგიას ურბანული ლაბორატორიების ფორმატის შესაფასებლად, თუ როგორ შეუძლია ამ ფორმატს გააძლიეროს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობები შექმნან და განახორციელონ მაღალი ხარისხის, მოქალაქეებზე ორიენტირებული და კლიმატ- მეგობრული ურბანული პროექტები.
მსოფლიო ურბანული ფორუმის სესიებმა კიდევ უფრო გააღრმავა ჩვენი გუნდის მზადყოფნა, განვახორციელოთ პრაქტიკული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიები და ხელი შევუწყოთ სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი ქალაქების განვითარებას აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონების მასშტაბით.
მსოფლიო ბანკმა წარმოადგინა ბიზნესის მზაობის ანგარიში (B-READY), რომელიც აფასებს ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატს მსოფლიოს მასშტაბით.
სიამაყით გიზიარებთ, რომ ეისითი ამ გლობალური ინიციატივის მონაწილეა და სწორედ ჩვენს მონაცემებს დაეყრდობა მსოფლიო ბანკი 7 ქვეყნის შეფასებისას. მათ შორის, მიმდინარე ანგარიშში წარმოდგენილი 50 ქვეყნიდან ორში სწორედ ჩვენი საერთაშორისო გუნდი მუშაობდა.
B-READY მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყარო იქნება ზოგადად კერძო სექტორის და მათ შორის, სამუშაო ძალის, მომხმარებლების, გარემოსდაცვითი და ბაზრის განვითარების შეფასებისათვის.
განსაკუთრებული აღნიშვნას იმსახურებს ჩვენი განვითარების კონსალტინგისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის ძალისხმევა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ გლობალურ ინიციატივაში.
B-READY-ს ეს ანგარიში ნაწილია იმ ციკლისა, რომელიც გაოგრაფიულად გაფართოვდება და ჩართულ ეკონომიკებს დაეხმარება პოლიტიკის დაგეგმვის და რეფორმების ადვოკატირების პროცესში.
ანგარიში იხილეთ ბმულზე:
https://shorturl.at/Uokzb
21 სექტემბერს აჭარაში მასშტაბური ღონისძიება "HR Connect | Adjara Edition" გაიმართა, სადაც სპიკერები იყვნენ ეისითის მმართველი პარტნიორი და მენეჯმენტ კონსულტანტი, თინათინ რუხაძე და HRPA-ს პრეზიდენტი, სერგო ნოზაძე, რომლებმაც ორგანიზაციის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს, როგორც HR-ების, ისე კომპანიის მმართველების პერსპექტივიდან.
კონგრესის სპიკერები ასევე იყვნენ კომპანია Cenomi Retail Georgia-ს ადამიანური კაპიტალის დეპარტამენტის უფროსი - ნატო კვაჭანტირაძე, რომელიც უძღვებოდა დისკუსიას „ახალი თაობა და რეგიონული რეალობა“ და Self.HR-ს წარმომადგენელი მარიამ სახოკია რომელმაც ისაუბრა თემაზე: HR პროცესების ავტომატიზაცია და მისი ეფექტი ბიზნესის განვითარების გზაზე.
|
|
ღონისძიებას HR პროფესიონალები, აღმასრულებელი დირექტორები და საჯარო სექტორის წარმომადგენლები მთელი საქართველოდან ესწრებოდნენ
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) -ს ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა ეისითიმ, პროექტით: „ტრანსკიპტების ავტომატიზაცია ხელოვნური ინტელექტის საშუალებით“ და მიიღო საგრანტო თანხა 25 000 ლარი.
ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში საგრანტო პროგრამის პირველი ეტაპის გამარჯვებულები არიან ასევე:
პროექტი ხორციელდება 2022 წლის 12 დეკემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმების საფუძველზე.
GITA-ს ინიციატივას მხარს უჭერს პროექტი „მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (DT4SME), რომელიც მიმდინარეობს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.