/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow

ACT-იმ Spotlight Tech 2024-ის ღონისძიებაზე ციფრული მზაობის დიაგნოსტიკის უნიკალური მეთოდოლოგია DIGITAL WHEEL© წარადგინა

03.06.2024 1 წუთის საკითხავი
ACT-იმ Spotlight Tech 2024-ის ღონისძიებაზე ციფრული მზაობის დიაგნოსტიკის უნიკალური მეთოდოლოგია DIGITAL WHEEL© წარადგინა

1-ელ და 2 ივნისს თბილისში ღონისძიება Spotlight Tech 2024 ჩატარდა. ორი დღის განმავლობაში ვიზიტორებმა საინტერესო სპიკერებისგან თემატური სფიჩები მოისმინეს და ახალი ინსპირაციებით დაიმუხტნენ. გარდა ინსპირაციული გამოსვლებისა, Spotlight Tech სამ დამატებით სცენას მასპინძლობდა: მასტერკლასებს, How I Built This-ს და Career Insights-ს. თითოეული მათგანის ფოკუსი წარმატებულ ქეისებზე, კარიერულ რჩევებსა და განვითარებაზე იყო.


ღონისძიების მთავარი თემა „გაკვეთილებს” მიეძღვნა და გადავწყვიტეთ ACT-ის ციფრული ტრანსფორმაციის საკუთარი გაკვეთილი გაგვეზიარებინა და ამ გზაზე არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების შესაძლებლობად გარდაქმნაზე მოგვეყოლა.


ACT-ის მენეჯმენტ კონსულტანტმა, საბა ხერგიანმა ჩვენს მიერ შექმნილი უნიკალური მეთოდოლოგია ორგანიზაციის ციფრული მზაობის დიაგნოსტიკა DIGITAL WHEEL© წარადგინა, რომელიც ემსახურება გზამკვლევის შექმნას, იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ციფრული შესაძლებლობების შეფასებას და გაძლიერებას. მოდელის მიზანია, ციფრული მზაობის ამჟამინდელი მდგომარეობის ანალიზი, გაუმჯობესების სფეროების იდენტიფიცირება და მდგრადი ციფრული ტრანსფორმაციისთვის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა.


ACT-ის მისია დამკვეთებისთვის სასიკეთო ცვლილებების ძალის – ცოდნის, იდეებისა და ინსპირაციის – მიცემაა. ეს მისია ზუსტად ეხმიანება Spotlight Tech-ის მიზანს – შექმნას ძლიერი ეკოსისტემა მარკეტინგისა და ტექნოლოგიისთვის, ასევე ემთხვევა, ცოდნის გაზიარების მეშვეობით, პროგრესის წარმართვის ჩვენეულ ხედვას. ამ ღონისძიების მხარდაჭერით, ჩვენი სურვილია ხელი შევუწყოთ გარემოს, სადაც ინოვაციები და თანამშრომლობა ვითარდება, რაც დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობას აძლევს განახორციელონ ტრანსფორმაციული ცვლილებები თავიანთ სფეროებში.


2013 წლიდან მოყოლებული, სფოთლაითმა ჩამოაყალიბა მარკეტინგული პლატფორმა და იქცა ღონისძიებად, რომელიც აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს. ესაა სივრცე, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. Spotlight Tech ამ ტრადიციული ღონისძიებების სერიის გაგრძელებაა, რომელიც 2018 წელს, პირველად ჩატარდა და ტექნოლოგიებს მიეძღვნა.


ბოლო სიახლეები
17 აპრილს, “საქართველოს პრო ბონო ქსელისა“ და მათი პარტნიორების ყოველწლიური პრო ბონო მარათონი გაიმართა, რომელშიც ეისითის მარკეტინგის და კომუნიკაციების გუნდის ლიდი ნინო კალანდია  და ეისითის მენეჯმენტ კონსულტანტი, ციფრული სტრატეგი ანა ყატაშვილი პრო ბონო კონსულტანტებად  იყვნენ ჩართულნი. 

წლევანდელი მარათონის ფარგლებში, 9 კომპანიის 29-მა პრო ბონო კონსულტანტმა,  საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე 7 სოციალური საწარმოსთვის საკომუნიკაციო კამპანიები მოამზადა. 


პრო ბონო მარათონის მონაწილე კომპანიები იყვნენ: ACT, ჯიპიაი ჰოლდინგი; საქართველოს ბანკი; კრედო ბანკი; ემბისი; თეგეტა; რემაინდერი; Hotsale.ge და აკადემია თინარტი

პრო ბონო მარათონში მონაწილეობდნენ შემდეგი სოციალური საწარმოები: პოთერია; კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი; რეაბილიტაციის ცენტრი - თანადგომა; ეთნოდიზაინი; ჩუ; ტექგოგო; ბაბალე.


"საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ. "საქართველოს პრო ბონო ქსელი" ოფიციალურად დაარსდა 2015 წლის ოქტომბერში "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ინიციატივით ფონდ MitOst e.V., ფონდ BMW Herbert Quandt-ისა და ფონდ Taproot-ის თანადგომით.

მარათონი გაიმართა CSRDG-ის მიერ, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.

23.04.2024

20 დეკემბერს, ეისითიმ  ორგანიზაციის წინაშე მენტალური ჯანმრთელობის და თანამშრომელთა ჩართულობის კუთხით არსებული გამოწვევების, მიგნებების და ტენდენციების შესახებ კვლევის შედეგები გააცნო კომპანიის HR, HC, OD მენეჯერებს და  ბიზნესის წარმომადგენლებს.


კვლევა წარადგინეს   ACT თანადამფუძნებელმა, ორგანიზაციის ფსიქოლოგმა და მენტალური ჯანმრთელობის კონსულტანტმა რუსუდან თელიამ და ეისითის მენეჯმენტ კონსულტანტმა, (OD, HC) თეონა კუპატაძემ. 


კვლევის შედეგად გამოიკვეთა რომ: 


  • გამოკითხულ ტოპ მენეჯერების 31% და  შუა რგოლის მენეჯერების 42% არ გაუწევდა რეკომენდაციას თავის დამსაქმებელს;


  •  3 გამოკითხულიდან 2-ს ბოლო ერთი თვის მანძილზე აქვს ნაკლები ენთუზიაზმი საქმის კეთებისას, სამსახურთან დაკავშირებული სტრესიდან გამომდინარე;


  •  ასევე, 3 გამოკითხულიდან 2-ს ბოლო ერთი თვის მანძილზე აღენიშნებოდა გამოფიტვა, გადაწვა, სამსახურთან დაკავშირებული სტრესიდან გამომდინარე;



ეისითის მიერ ორგანიზაციებში დასაქმებულთა ჩართულობის და მენტალური ჯანმრთელობის შესახებ კვლევა განხორციელდა 13 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის პერიოდში. კვლევა ჩატარდა ონლაინ გამოკითხვით და მასში მონაწილეობა მიიღო 587 -მა  დასაქმებულმა. 



22.12.2023

14 დეკემბერს, სასტუმროში Radisson Blu Iveria, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ უმასპინძლა  ეისითის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციას - პერსპექტივების გააზრება: მოქალაქეთა და ბიზნესის დამოკიდებულებები ადგილობრივი მმართველობისა და სერვისების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს დისკუსიის ხელშეწყობას, აღქმების და დამოკიდებულებების გამოვლენას კვლევის ძირითადი მიმართულებების გარშემო, რაც მოიცავს მუნიციპალურ საჯარო სერვისებს, კერძოს სექტორის სერვისებს, ადგილობრივ მმართველობას და მოქალაქეთა მონაწილეობას.


ღონისძიების ფარგლებში, ექსპერტებმა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტების წარმომადგენლებმა სიღრმისეულად გაანალიზეს კვლევის შედეგები სამი პარალელური სესიის მეშვეობით - კმაყოფილება, ხელმისაწვდომობა, ხარისხი: მუნიციპალური სერვისების მიწოდების რეფორმა; დიალოგი განვითარებისთვის: თანამშრომლობის ხელშეწყობა ადგილობრივი ბიზნესის ეკოსისტემაში; და ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა მრავალფეროვანი საზოგადოების პერსპექტივიდან.


ეისითის მიერ კვლევა ჩატარდა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პარტნიორ მუნიციპალიტეტებში (ბათუმი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ქუთაისი, ტყიბული, ონი, ლენტეხი, მესტია, ბოლნისი, რუსთავი, მარნეული, დმანისი) მოქალაქეების და ბიზნესის აღმების გასაანალიზებლად, შემდეგი მიმართულებებით:


  • მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის, კმაყოფილების, ხარისხის, ინფორმირებულობის შეფასება და ყველაზე მოთხოვნადი სერვისების იდენტიფიცირება.
  • ცენტრალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ინფორმირებულობის შეფასება.
  • ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ მოქალაქეთა დამოკიდებულების განსაზღვრა.
  • ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის შეფასება.
  • ადგილობრივ დონეზე ბიზნეს სერვისებით/პროგრამებით სარგებლობის და კმაყოფილების დონის განსაზღვრა.
  • ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობით ბიზნესის კმაყოფილების დონის განსაზღვრა.
  • ადგილობრივ თვითმმართველობებში კერძო სექტორის ჩართულობის ხარისხის შეფასება.
  • ადგილობრივ დონეზე ბიზნესის წინაშე მდგარი გამოწვევების გამოვლენა და გადაჭრის გზების იდენტიფიცირება.


მეთოდოლოგია: კვლევა ჩატარდა 2023 წლის აპრილი-ივლისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში გამოყენებული იყო რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები, პირისპირ ინტერვიუები, ფოკუსირებული დისკუსიები და სიღრმისეული და სატელეფონო ინტერვიუს ტექნიკები.

19.12.2023