/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
ეისითი გლობალი ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო ინვესტიციების პრაქტიკას

ეისითი გლობალი ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო ინვესტიციების პრაქტიკას

ეისითი გლობალი აქვეყნებს კვლევის შედეგებს კაპიტალური ბიუჯეტირებისა და სახელმწიფო ინვესტიციების მართვის (PIM) არსებული პრაქტიკის შეფასების შესახებ საქართველოში.

საინვესტიციო (კაპიტალური) პროექტების შეფასების ეფექტიანი სისტემის არსებობა აღიარებულია, როგორც საჯარო ფინანსების მართვისა და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი, ვინაიდან სწორედ ამ სისტემების მეშვეობით ხდება ქვეყნის სტრატეგიული მიზნების გადაყვანა კონკრეტულ, შედეგზე ორიენტირებულ ინვესტიციებში და, ამგვარად, პოლიტიკის პრიორიტეტები უკავშირდება მტკიცებულებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს. საქართველოსთვის, სადაც ინფრასტრუქტურული და მუნიციპალური განვითარების საჭიროებები მაღალია და საბიუჯეტო რესურსები - შეზღუდული, PIM-ის ინსტიტუციური და პრაქტიკული გაძლიერება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ჩატარებული კვლევის მიზანი იყო, შეეფასებინა საქართველოში კაპიტალური ბიუჯეტირებისა და სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების შეფასების არსებული პრაქტიკა - მიღწევები და გამოწვევები. კვლევის პირველი ნაწილი ეთმობა მსოფლიო გამოცდილების ანალიზს და სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მიმართულების საუკეთესო პრაქტიკების მიმოხილვას. კვლევის მეორე ნაწილში წარმოდგენილია საქართველოში ეროვნული საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩო კაპიტალური პროექტების მართვასთან დაკავშირებით; აქვე გაანალიზებულია რიგი ეროვნული უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები საქართველოში საინვესტიციო / კაპიტალური პროექტების პრაქტიკასთან დაკავშირებით. კვლევის მესამე ნაწილი ეთმობა საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტისთვის კაპიტალური ბიუჯეტირებისა და საინვესტიციო პროექტების შეფასების პრაქტიკის დეტალურ ანალიზს ამ მიმართულებებით განხორციელებული რეფორმების დაწყებიდან დღემდე.

საბოლოოდ, ჩატარებული კვლევის საფუძველზე, წარმოდგენილია ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები. კაპიტალური ბიუჯეტირება და PIM-ის სისტემა საქართველოში საკანონმდებლო და პოლიტიკის დონეზე დიდწილად დარეგულირებულია, თუმცა, საჭიროა მათი ეფექტიანი დანერგვის, პრაქტიკული შესრულებისა და ფუნქციონირების გაუმჯობესება, რაც წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას სახელმწიფო რესურსების რეალურ საზოგადოებრივ ღირებულებად გარდაქმნისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის.

კვლევის სრული ვერსია იხილეთ ქვემოთ.

გაიგე მეტი

ეისითი გლობალი მხარს უჭერს საქართველოში ენერგოეფექტური საჯარო შესყიდვების განვითარებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიტიკური მასალების მიწოდებით
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი მხარს უჭერს საქართველოში ენერგოეფექტური საჯარო შესყიდვების განვითარებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიტიკური მასალების მიწოდებით

ეისითი გლობალი უზბეკეთში ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანია მწვანე და მდგრადი საჯარო შესყიდვების განვითარება
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი უზბეკეთში ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანია მწვანე და მდგრადი საჯარო შესყიდვების განვითარება

ეისითი გლობალი უზბეკეთის მწვანე და ინკლუზიური განვითარების მხარდასაჭერად  ახალ პროექტს იწყებს
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი უზბეკეთის მწვანე და ინკლუზიური განვითარების მხარდასაჭერად ახალ პროექტს იწყებს