“ჩვენი შეხვედრა, ორგანიზაციებისთვის ყველაზე აქტუალურ თემას - ცვლილებების ეფექტურ მართვას ეხებოდა. შეხვედრის მონაწილეებს გავუზიარე ეისითის გამოცდილება და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის უნიკალური მეთოდოლოგია - Power3. ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:- რატომ გვიანდება ხშირად ცვლილებების დაწყება- რა უშლის ხელს ორგანიზაციულ ცვლილებებს და როგორ ვმართოთ ცვლილებები წარმატებით."
ეისითი ნომინირებული იყო გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოზე ნომინაციაში "მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები" (SDG16).
|
მშვიდობის და სამართლიანობის ნომინაციაში ეისითის გაჟღერება არის კიდევ ერთი აღიარება პროექტის "ქართველი ხალხის ხმა უკრაინას", რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულებების კვლევას ეფუძნება. |
აღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ქართველების 87% ფიქრობს, რომ უკრაინის ომი, ჩვენი ქვეყნის ომიც არის, სწორედ ეს მესიჯი იქცა გზავნილად უკრაინისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.
კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო - „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის და USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. |
|
კონკურსი უკვე მეხუთედ ჩატარდა და ნომინაციები გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული „მდგრადი განვითარების მიზნების“ მიხედვით შეირჩა. მიმდინარე წლის კონკურსში მონაწილეობა 128 კომპანიამ მიიღო, ხოლო განაცხადები ქართველი და უცხოელი წევრებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა. კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსის მიზანი კორპორაციული მდგრადობისა და ზოგადად, მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
როგორ ეხმარება POWER3® diagnostics კომპანიებს არსებული გამოწვევების შეფასებაში?
- ეისითის მიერ შემუშავებული ორგანიზაციული სიჯანსაღის შემსწავლელი უნიკალური ინსტრუმენტი POWER3® Diagnostics - ორგანიზაციული დიაგნოსტიკა დაგეხმარებათ:
აღმოაჩინოთ რა გიშლით ხელს ზრდაში, რა აფერხებს თქვენი ორგანიზაციის განვითარებას;
შეაჯეროთ რეალობის შესახებ მენეჯმენტის გუნდის ხედვა;
მიიღოთ გუნდში შეთანხმებული გადაწყვეტილებები საჭირო ცვლილებების შესახებ;
პროდუქტის შესახებ დამატებით დეტალებს გაეცანით ვიდეოში
13 სექტემბერს ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) შრომის ბაზრის კვლევა გამოაქვეყნეს, რომელიც ტურიზმისა და სიჯანსაღის, ანუ ველნესის, სექტორებში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის.
კვლევაში აღნიშნულია, რომ სექტორებში მომუშავე კომპანიები დასაქმების ხელშემშლელ მიზეზებს შორის სამსახურის მაძიებელთა დაბალ კვალიფიკაციასა და არასაკმარის მოტივაციას ასახელებენ. ამავდროულად, დამსაქმებელთა უმეტესობა, 88%, პროფესიულ სასწავლებლებთან არ თანამშრომლობს, ხოლო 31% მსგავსი პარტნიორობის უპირატესობებსაც კი ვერ ხედავს.
|
დამსაქმებელთა მხოლოდ 24%-ს აქვს გამოცდილება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მხრივ, რაც უმეტესწილად სტუდენტების სტაჟირებასა და პრაქტიკული სწავლების შეთავაზებაში გამოიხატება.
|
კვლევა ეისითიმ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და უნარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩაატარა. კვლევითი სამუშაოები 2022 წლის მაისში მიმდინარეობდა და საქართველოს ხუთი რეგიონის 14 მუნიციპალიტეტში მოპოვებულ მონაცემებს ეყრდნობა (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი). |
|
კვლევის მიგნებებში ასახულია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და სასწავლო პროგრამები, გაანალიზებულია შრომის ბაზრის ამ კონკრეტულ სეგმენტებზე საჭირო პროფესიული კვალიფიკაციები და შეფასებულია, თუ რამდენად შეესაბამება არსებული პროფესიული სწავლება შრომის ბაზრის მოთხოვნებს. კვლევა ასევე შეიცავს რეკომენდაციებს დამსაქმებლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ, მათ შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ და იკვლევს, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ პროფესიულმა განათლებამ უკეთ უპასუხოს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, მათ შორის ახალგაზრდების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და უმცირესობათა წარმომადგენელების საჭიროებებს.