ეისითის დამფუძნებელმა და ხედვის ლიდმა თინათინ რუხაძემ „ლურჯი ოკეანისა" და Meta Business Hotel-ის ბიზნესშეხვედრების ციკლის ფარგლებში ისაუბრა თემაზე "ორგანიზაციული ტრანსფორმაციის გზა"
“ჩვენი შეხვედრა, ორგანიზაციებისთვის ყველაზე აქტუალურ თემას - ცვლილებების ეფექტურ მართვას ეხებოდა. შეხვედრის მონაწილეებს გავუზიარე ეისითის გამოცდილება და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის უნიკალური მეთოდოლოგია - Power3. ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:- რატომ გვიანდება ხშირად ცვლილებების დაწყება- რა უშლის ხელს ორგანიზაციულ ცვლილებებს და როგორ ვმართოთ ცვლილებები წარმატებით."
ამავე შეხვედრაზე მოხდა წიგნის “რა იქნა ჩემი ყველი” პრეზენტაცია, რომელიც იგავის ენით გენიალურად გადმოსცემს ცვლილებების მიმართ ადამიანების შიშებსა და ამ შიშების დაძლევის გზებს." - თინათინ რუხაძე - ეისითის ხედვის ლიდი, სერიული ანტრეპრენერი, ცნობილი ქოუჩი და NLP პრაქტიკოსი.