31 მაისს, ეისითის თანადამფუძნებელმა და ხედვის ლიდმა თინათინ რუხაძემ TBC Concept-ის შეხვედრაზე ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მოდელი The POWER of THREE® წარადგინა.
შეხვედრაზე სპიკერმა ტრანსფორმაციის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა, რადგან თანამედროვე რეალობაში მხოლოდ ის ორგანიზაცია გადარჩება და გაიზრდება, რომელიც განვითარებას მუდმივი ტრანსფორმაციის პროცესად განიხილავს. |
|
|
|
|
|
|
POWER3-ის წარდგენისას თინათინ რუხაძემ ორგანიზაციის განვითარების შეფერხების სიმპტომებსაც შეეხო, რომელიც ტრანსფორმაციის საჭიროების უტყუარი ნიშანია:
ტრანსფორმაციული მოდელი ეისითის ქართულ და უცხოურ ორგანიზაციებთან და მათ ლიდერებთან წარმატებული თანამშრომლობის 20 წლიან გამოცდილებას აერთიანებს.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა და მას ბიზნესის 60-მდე წარმომადგენელი დაესწრო. |
"ყველაზე დიდი წარმატება ჩემთვის არის, რომ შევძლო ვიყო ის, ვინც ვარ!" - აღნიშნა გიორგი ისაკაძის საავტორო გადაცემაში მიწვეულმა თინათინ რუხაძემ.
„საუბრები წარმატებაზე ბარში“ მედია პლატფორმა #BMG-ის ახალი პროექტია, გადაცემა საინტერესო ფორმატით გამოირჩევა, გიორგი ისაკაძეს ბარში ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები სტუმრობენ. ყველა გადაცემის შინაარსი წარმატებაზე საუბარს ეთმობა. სასაუბრო სფერო და თემატიკა კი, თავის მხრივ, შეუზღუდავია. გადაცემის სტუმრები ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლებიც წამყვან კომპანიებს ხელმძღვანელობენ, ქმნიან უნიკალურ პროდუქტებს და ზოგადად, ფლობენ წარმატების გასაღებს სხვადასხვა პროფესიაში.
თინათინ რუხაძის პარტნიორი აღნიშნულ გადაცემაში ჯიპიაი ჰოლდინგის კომუნიკაციების დირექტორი თინათინ სტამბოლიშვილი იყო. გადაცემის მაყურებელი გაიგებს:
19 მაისს, ეისითის აღმასრულებელი დირექტორი ნატალია კვიწინაშვილი, ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრებთან ერთად, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე ეკონომიკის დარგში არსებული აქტუალური საკითხები: ქონების მართვის, წიაღისეული რესურსების მოპოვების, ენერგეტიკის, საერთაშორისო გადაზიდვების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და კაპიტალის ბაზრების განვითარების თემები განიხილეს. |
|
|
|
მინისტრმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციები, დაგეგმილი რეფორმები და ბიზნესის სტიმულირების სამთავრობო პროგრამები გააცნო.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს კონკრეტული ქმედითი აქტივობები გენდერული პოლიტიკის ჭრილში, რაც მნიშვნელოვანია ქალის მიერ მართული ბიზნესის მხარდაჭერისა და ზოგადად, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერების პროცესში. |
ეისითი "საქართველოს პრო ბონო ქსელის" წევრია, რომელიც წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.
კომპანიის თანამშრომლები სხვადასხვა კომპეტენციის ფარგლებში პრო ბონო ქსელის ბენეფიციარ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უწევენ მხარდაჭერას.
11 მაისს, ეისითის ადამიანებისა და ორგანიზაციის გუნდის ლიდმა თეა შამათავამ სამუშაოს მოძიების უნარებთან დაკავშირებით პრო ბონო ვორქშოფი ჩაატარა. მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია წარმატებული გასაუბრების ტექნიკების შესახებ. ასევე, შეხვედრის დროს გაიარეს გასაუბრების სიმულაცია, რაც დაეხმარებათ მათ მომავალში გასაუბრების ეტაპის წარმატებით გავლაში.
|
|
|
|
|
|
მაისის თვეში ეისითის სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერმა ნინო კალანდიამ პრო ბონო კონსულტაცია გაწია ანალიტიკური ცენტრისთვის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG). WEG არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც 2006 წლიდან მუშაობს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებზე საქართველოში. WEG-ის მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური მდგრადობის და დემოკრატიული განვითარების გაძლიერება საქართველოში ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობის გზით.
|
|
|
|
|
|
ანალიტიკურმა ცენტრმა ახალი კვლევა „რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში“ გამოაქვეყნა. პრო ბონო კონსულტაციის ფარგლებში სწორედ აღნიშნული კვლევის ანგარიშის საკომუნიკაციო კამპანია დაიგეგმა. ნინო კალანდიამ კვლევის ავტორებთან კვლევის ეფექტურად წარდგენისთვის საკონსულტაციო შეხვედრები გამართა და კვლევის საკომუნიკაციო კამპანიის დოკუმენტი შექმნა. |