3 აგვისტოს ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატები“ ეისითის მიერ შესრულებული კვლევა გამოაქვეყნა და დაინტერესებულ მხარეებს წარუდგინა.
“საავტორო უფლებების ასოციაციებთან და აღრიცხვის სისტემაზე დამოკიდებულებების კვლევა“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში არსებული გამოწვევების მიზნით, საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციებით სარგებლობის პრაქტიკას და მომსახურებით კმაყოფილების შესწავლას ეხება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით: “კვლევის ინტერესი განაპირობა, ერთი მხრივ სამართლის სფეროში საკითხზე მიმდინარე დისკუსიამ, მეორე მხრივ საერთო სასამართლოებში არსებული დავების სიმრავლემ და კანონმდებლობის ანალიზმა”. |
|
კვლევის მეთოდოლოგია მუსიკალური ნაწარმოებების შემსრულებლებისა და ავტორების, საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებებით (მუსიკა, რეპერტუარი) მოსარგებლე ობიექტების მენეჯერებისა და მფლობელების აზრის შესწავლას დაეფუძნა. რესპონდენტები თანხმდებიან, რომ საავტორო უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, როგორც ხელოვანი ადამიანების პატივისცემის, ასევე მათთვის შემოსავლის წყაროს უზრუნველყოფით. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ბიზნესის წარმომადგენელთა შორის არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა ქვეყანაში საავტორო უფლებების დაცვის და ამ სფეროში მოქმედი ორგანიზაციების შესახებ.
|
|
კვლევის შედეგების მიხედვით, ავტორ-შემსრულებელთა უმრავლესობა (46% v.s. 39%) მიიჩნევს, რომ სფეროების, დარგების შესაბამისად, მასში ნებაყოფლობით გაერთიანების შესაძლებლობით, საავტორო უფლებების მმართველი რამდენიმე ასოციაცია შეიძლება არსებობდეს. უმრავლესობა მიესალმება ერთი და იმავე ასოციაციის მიერ საავტორო უფლებების აღრიცხვასა და ჰონორარის განაწილებასაც (62% v.s. 24%). რესპოდენტთა დიდი წილი (65% v.s. 16%) მიიჩნევს, რომ ავტორ-შემსრულებლის ჰონორარის გადახდა უნდა ხდებოდეს ნაწარმოებების ფაქტობრივი გამოყენების, გაჟღერებული რეპერტუარის პროპორციულად, ნაცვლად რეიტინგებისა. იკვეთება ტენდენცია, რომლის თანახმადაც, ავტორ-შემსრულებლები სიღრმისეულად არ იცნობენ ანაზღაურების აღრიცხვასა და ჰონორარის განაწილების შესაძლებლობებს. შედეგად, თვლიან, რომ საავტორო უფლებები სახელმწიფოს პრიორიტეტულ საკითხებს შორის უნდა არსებობდეს (88% v.s. 5%). |
|
კვლევა წარმოადგენს პირველ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლიც შეთავაზებული იქნება საზოგადოებისთვის, საკითხით დაინტერესებული წევრებისთვის და სფეროში ჩართული ყველა რგოლის მომხმარებლისთვის. ამასთან, მიეწოდება აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, ბიზნესის წარმომადგენლებს, საავტორო და შემსრულებელ ორგანიზაციებს, ასოციაციებს, დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას.
27 ივლისს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გენერალური ასამბლეა გაიმართა, რომელსაც ეისითის, როგორც ქსელის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელიც დაესწრო.
ღონისძიებაზე ქსელმა გასული წლის მუშაობა შეაჯამა და დაინტერესებულ საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო. გენერალურ ასამბლეას დაესწრო ქსელის წევრი 140-მდე კომპანიისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი. |
|
გასული 1 წლის განმავლობაში გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი მნიშვნელოვნად გაიზარდა და მისი წევრების რაოდენობამ 140-ს მიაღწია. გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, შრომითი უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა. მსოფლიო მასშტაბით გაეროს გლობალურ შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი 161 ქვეყნიდან 20000-ზე მეტი კომპანიაა, რომლებსაც ორგანიზაცია ეხმარება საერთაშორისო სტანდარტების წარმატებით იმპლემენტირებაში.
|
|
|
|
გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.
26 ივლისს, კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია ეისითის კონსულტანტების გუნდმა პროექტის „რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) შრომის უფლებებისა და პირობების შესახებ შრომის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებისთვის“ პირველი ეტაპი დაასრულა და წინასწარი შედეგები, ძირითად დაინტერესებულ მხარეებს წარუდგინა.
კვლევის ვალიდაციის შეხვედრას საჯარო სექტორის, ასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის ინსპექციის სამსახური, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, საქართველოს პროგრესული ფორუმი, დამსაქმებელთა ასოციაცია, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, სახალხო დამცველის აპარატი) ესწრებოდნენ, რომლებიც კვლევის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები, როგორც ინფორმაციის ძირითადი მომწოდებლები.
დაინტერესებულმა მხარეებმა კვლევის მიგნებებზე იმსჯელეს და RIA-ს ანგარიშის საბოლოო ვერსიის გამოქვეყნებამდე შესაბამისი რეკომენდაციებიც მიიღეს.
კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია ეისითის წარმომადგენლებმა უნარების კვირეულზე ორი მნიშვნელოვანი კვლევა წარადგინეს. კერძოდ, სააგენტოს დაკვეთითა და UNDP/SDC მხარდაჭერით, ჩატარდა დამსაქმებელთა კმაყოფილებისა და პროფესიული განათლების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების კვლევა. საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს კვლევის მიგნებებზე და იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რომლებიც უნარების სექტორის შემდგომი განვითარებისთვის უნდა გადაიდგას.
|
|
უნარების კვირეულის მიზანია, სისტემაში ჩართულ მხარეებთან დისკუსიის გამართვა და პოლიტიკის პრიორიტეტებზე კონსენსუსის მიღწევა, ასევე პროფესიული უნარების ეკოსისტემის განვითარების და რეფორმის ახალი ეტაპის შესახებ ფართო აუდიტორიის ინფორმირება.
უნარების კვირეული პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და 22 ივლისამდე გასტანს. |