“ეისითის” გენერალურმა დირექტორმა, თინათინ რუხაძემ Veuve Clicquot-ს საქმიან ქალთა პრესტიჟულ კონკურსში გაიმარჯვა! Veuve Clicquot Business Woman Award ისტორიაში პირველი საერთაშორისო კონკურსია საქმიანი ქალებისთვის და ყოველწლიურად მსოფლიოს 32 ქვეყანაში ტარდება. 1972 წლიდან დღემდე, მასზე აჯილდოვებენ ქალებს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს გლობალური ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებაში. Veuve Clicquot Business Woman Award ასრულებს გარკვეული ეტალონის როლს და, ასევე, არის დიდი სტიმული და შთაგონების წყარო ახალი თაობის ბიზნეს ლიდერებისთვის. საქმიანი და ძლიერი ქალებისთვის კონკურსს დამატებით მნიშვნელოვნებას სძენს ისტორიული ფაქტი – მადამ კლიკო, რომლის სახელსაც ატარებს კონკურსი, დაქვრივდა 27 წლის ასაკში და მას შემდეგ სათავეში ჩაუდგა მეუღლის დანატოვარ საქმეს – შამპანიურის ბიზნესს, რომელიც გადაურჩა ნაპოლეონის ომებს, ევროპაში მძვინვარე რევოლუციებს და არათანასწორი კონკურენციის პირობებში შექმნა ძლიერი ბრენდი და დაამკვიდრა ძლიერი ქალის სტერეოტიპი. თინათინ რუხაძე მთელი 2019 წლის განმავლობაში იქნება Veuve Clicquot-ის ამბასადორი, საფრანგეთში დაირგვება მისი სახელობის ნერგი და ჩამოასხამენ სახელობით შამპანურს.
კომპაია ,,ეისითიმ” საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში ,,მელიორა 2018″ გაიმარჯვა, ნომინაციაში ,,საზოგადოების მხარდაჭერა”, კატეგორია მცირე და საშუალო კომპანია – სოციალური მისიის მქონე ბიზნესის მხარდაჭერა. დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდა რამდენიმე კომპანია, რომელმაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განახორციელა საუკეთესო პროექტი. კონკურსი განხორციელდა ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინციიატივა” ფარგლებში.
საქართველოში წამყვანი ბიზნეს კომპანიები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის გაერთიანდნენ. კომპანია ,,ეისითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, რუსუდან თელიამ 10 დეკემბერს ხელი მოაწერა გლობალურ შეთანხმებას ,,ბიზნესში ქალთა გაძლიერების პრინციპებს“. ღონისძიებაზე იმსჯელეს და ყურადღება გაამახვილეს გენდერული თანასწორობის მნიშვლეობაზე და ბიზნესში ქალთა გაძლიერების სქემაში კერძო სექტორის მნიშვნელობაზე. შეთანხმებას ხელი მოაწერა 26 სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენaელმა.
2018 წლის 9 ნომებერს, ციხისძირში, სასტუმროში – „კასტელო მარე“, გაიმართა აჭარის სოფლის განვითარებაში ჩართული სათემო კავშირების რეგიონული ქსელის კონფერენცია. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აჭარის არ სოფლის მეურნეობის სამინიტროს, აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებების (ამაგ–ები), ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერიების, გაეროს განვითარების პროგრამის და არასამთავრობო ორგანიზაციების 120-მდე წარმომადგენელი. კონფერენციის მონაწილეებმა და გამომსვლელელმა იმსჯელეს სოფლის განვითარების მიმართულების ძირეულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე. ღონისძიების ერთი ნაწილი დაეთმო პროექტის – „სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შესაძლებლობების გაძლიერება აჭარაში“ – შედეგების მიმოხილვას, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამამ კომპანია „ეისითი“-სთან ერთად ევროგაერთიანების ფინანსური მხარდაჭერით 2017 წლის დეკემბერი – 2018 წლის ოქტომბრის პერიოდში განახორციელა.