
ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს როგორც არსებული ბიზნესპროცესების ტრანსფორმაციაში, ასევე, ახალ დიზაინში. ბიზნესპროცესის დიზაინის შექმნის დროს, ჩვენი გუნდი ფოკუსირებულია დეტალური და ეფექტური პროცესების შექმნაზე, რომლებიც მორგებულია ბიზნესის საჭიროებსა და სტრატეგიებს. ბიზნესპროცესების დიზაინის დროს, აქტიურად ვიყენებთ სფეროში არსებულ საუკეთესო პრაქტიკებს.
ახალი ბიზნესპროცესის დიზაინის დროს, იქმნება კომპანიის სამომავლო რუკები (To Be Maps) და თითოეულ პროცესსა და ქვეპროცესზე განისაზღვრებიან პასუხისმგებელი პირები, ე.წ პროცესის მფლობელები.
დინამიურ, თანამედროვე სამყაროში კომპანიის ეფექტურობა, მხოლოდ ძირითადი ოპერაციების სიძლიერეს არ ემყარება. გამოცდილებამ აჩვენა, რომ კლიენტების კმაყოფილებისა და ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად, მხოლოდ იმ ოპერაციების ოპტიმიზაცია და გამართვა, რომლებიც უშუალოდ პროდუქტის შექმნას ემსახურება, არ არის საკმარისი. მაგალითად, თუ ფინანსური რესურსი არასწორად არის დათვლილი და არ ხდება ხარჯების ეფექტიანი მართვა, ხოლო ბიუჯეტირებას არ ექცევა საკმარისი ყურადღება, ეს აუცილებლად აისახება პროდუქტის ხარისხზე. ასევე, შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს პროდუქტის ხარისხსა თუ კლიენტის კმაყოფილებას არასწორმა HR პროცესებმა და სისტემებმა. სამუშაოს არასწორი განაწილება, პასუხისმგებლობებისა და ფუნქციების გაურკვევლობა, ახალი კადრების ინტეგრაციის პროცესის არარსებობა ან არსებული კადრების დაწინაურებისა და წახალისების გაუმართავი სისტემა, მაღალი ალბათობით გამოიწვევს თანამშრომლების დემოტივაციას, მათი მუშაობის ეფექტიანობის შემცირებას, რაც თავის მხრივ, აუცილებლად აისახება კომპანიის ჯამურ პერფორმანსზე.
მხარდამჭერი ფუნქციები (მაგ. ფინანსები, მარკეტინგი, HR, ადმინისტრაცია და სხვ.) სრული საოპერაციო სისტემის განუყოფელი კომპონენტია და მათი გამართულობა და ეფექტურობა დიდ როლს თამაშობს კომპანიის წარმატებაში.