/>
Logo
Expertise Image

ბიზნესპროცესების გაციფრულება 

და ავტომატიზაცია

ბიზნესპროცესების გაციფრულება და ავტომატიზაცია

მომავლის ხედვა და წარმატება დღეს, ხშირად, ციფრული სისტემების დანერგვასთან არის დაკავშირებული. თუმცა, ზოგისთვის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი რისკებსა და მაღალ ხარჯებთანაა ასოცირებული. რიგ შემთხვევებში, ორგანიზაციები უგულებელყოფენ პროცესების ოპტიმიზაციის საჭიროებას ციფრულ ტრანსფორმაციამდე, რაც ამცირებს კომპანიის სარგებელსა და ეფექტურობას.

  • ოპტიმიზებული პროცესები ციფრული ტრანსფორმაციისთვის მყარ საფუძველს იძლევა, რაც უზრუნველყოფს, რომ ახალი ტექნოლოგიები აძლიერებს და პირიქით, არ ართულებს თქვენს ოპერაციებს.
  • გამარტივებული და ოპტიმიზირებული პროცესები მარტივად ადაპტირდება ციფრულ ინსტრუმენტებთან. ეს უკეთესი ინტეგრაციის საშუალებას იძლევა.
  • ამასთან ერთად, პროცესების ოპტიმიზაციითა და მათი გაციფრულებით, გაამარტივებთ თქვენს ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული ციფრული ინსტრუმენტების დანერგვას და აირიდებთ პოტენციურ ხარვეზებს დანერგვის პროცესში, რაც გაციფრულებაში ჩადებული ინვესტიციის მაქსიმიზაციას უზრუნველყოფს.



ბიზნესპროცესების მართვის სისტემის შექმნა

ბიზნესპროცესების გაუმჯობესების, დანერგვისა და შემდგომი მართვის ინიციატივის წარმატების წინაპირობაა თანმიმდევრული მმართველობა და მეთვალყურეობა, სხვაგვარად მოცემული წამოწყება წარუმატებლობის რისკის ქვეშ დგება.

რისკი არსებობს სანამ ბიზნესპროცესებზე დაფუძნებული მართვა პროექტის განხორციელების მდგომარეობიდან გადავა ჩვეულ და ყოველდღიურ საქმიანობაში, რომლის დროსაც პროცესის გაუმჯობესების საქმიანობა ნორმაა და ორგანიზაციის მართვის მთავარი შემადგენელი კომპონენტია.

მართვის სისტემის ჩამოყალიბებისას, არსებული ე.წ. ორგანიზაციის პროცესის აქტივები (ბიზნესპროცესების ამსახველი რუკები, მათი აღწერითი დოკუმენტაცია, სტანდარტული საოპერაციო პროცედურები, შემოწმების ფურცლები) გადაიხედება და მათი შენახვისა და განახლების წესი განისაზღვრება.

ასევე, განისაზღვრება თუ რა ტიპის დოკუმენტაცია, პოლიტიკა ან პროცედურა არის დამატებით საჭირო ბიზნეს პროცესების გასაციფრულებლად.


როგორ ვეხმარებით კლიენტებს