/>
Logo
Expertise Image

ბიზნეს პროცესების

ტრანსფორმაცია

ბიზნეს პროცესების ტრანსფორმაცია

ჩვენ კომპანიებს ვეხმარებით ისეთი ძირითადი ოპერაციების ტრანსფორმაციაში, როგორებიცაა: წარმოება, შესყიდვები და მომარაგება, მიწოდების ჯაჭვი, სერვისოპერაციები და პროდუქტის განვითარება.

ოპერაციების ტრანსფორმაციის პროცესი ასეთია:

1. დიაგნოსტიკა, პროცესების იდენტიფიცირება;

2. პროცესების რუკის შექმნა;

3. პროცესების მოდელირება;

4. პროცესების განახლებული დიზაინის შექმნა;

5. განახლებული ბიზნეს პროცესების დანერგვა;




კომპანიაში არსებული პროცესების შესწავლა და დოკუმენტირება 

ბიზნესის ოპერირების ოპტიმიზაციის პროცესში ორგანიზაციის შიდა პროცესების შესწავლა საწყისი წერტილია. ამ დროს კლიენტ კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში ვეცნობით ორგანიზაციულ სტრუქტურას, მის ძირითად ბიზნეს-დომეინებს. თანამშრომლებთან ინტერვიუებისა და შეხვედრების შედეგად ვიღებთ ინფორმაციას პროცესების შესახებ. ასევე ვაკვირდებით ოპერაციებს რეალურ დროსა და სივრცეში. მათი დეტალური შესწავლის შემდგომ კი, არსებული საპროცესო სისტემის დოკუმენტირებას ვახდენთ.

 
 

დოკუმენტირებული პროცესების გაანალიზება, თითოეული მათგანის მიზნის იდენტიფიცირება 

ანალიზის ეტაპი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ოპტიმიზაციის ჯაჭვში. ამ დროს ვახდენთ არსებული პროცესებისვიზუალიზაციას, რაც გვაძლევს საშუალებას აღმოვაჩინოთ ფუჭი ნაბიჯები, განმეორებითი ქმედებები თუ სხვა ტიპის პრობლემატური ასპექტები, რაც თავის მხრივ აჭიანურებს პროცესს, ითხოვს საჭიროზე მეტ რესურსს და ამცირებს ბიზნეს-აქტივობის ეფექტიანობას. ამასთანავე, ჩვენი გუნდი ახდენს თითოეული პროცესის მიზნის იდენტიფიცირებას და მის შეფასებას, თუ რამდენად სწორადაა კონკრეტული მიზანი დასახული. ასევე, პროცესისა და მიზნის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ვიკვლევთ, თუ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ესა თუ ის პროცესი სინამდვილეში და რატომ ვერ ხერხდება მისი მიღწევა არსებული სტრუქტურით. როგორ უნდა მოვახდინოთ მისი მოდიფიკაცია, რათა ბიზნეს-პროცესი სრულად ადაპტირდეს.

 
 

პროცესების გადააზრება და სისტემური ოპტიმიზაცია 

მას შემდგომ, რაც ანალიზის ფაზაში გამოიკვეთება პროცესისათვის უსარგებლო ნაბიჯები, ჩვენს კლიენტ კომპანიასთან ინკლუზიური მუშაობის ფორმატში ვქმნით განახლებულ პროცედურებს, რომლებიც მაქსიმალურად არის მორგებული ორგანიზაციის ბიზნეს-მოდელზე და პროცესის მფლობელი ბიზნეს-დომეინის მიზნებზე.

 
 

ოპტიმიზებული პროცესების იმპლემენტაცია 

ოპტიმიზებულ, დეფექტებისა და სხვა პრობლემატური დეტალებისგან თავისუფალი პროცესების დანერგვა კომპანიის ყოველდღიურობაში ერთ-ერთი ფინალური ეტაპია, რომლის იმპლემენტაციაში ჩვენი გუნდი აქტიურ მხარდაჭერას უწევს თითოეულ ბიზნეს-პარტნიორს. ჩვენი ერთობლივი მუშაობით მაქსიმალურად სწრაფად ვახორციელებთ შემუშავებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, განახლებული პროცესის ინტეგრირებას ორგანიზაციაში.

 
 

ტესტირება, კონტროლი, მონიტორინგი 

საბოლოოდ კი, ოპტიმიზაციის წრე იკვრება განახლებული პროცეს-დიზაინის ტესტირებითა და მასზე სიღრმისეული დაკვირვებით. ერთის მხრივ, აღნიშნული იძლევა საშუალებას აღმოიფხვრას ახალი დიზაინის დეფექტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ხოლო მეორეს მხრივ, მონიტორინგის ფაზა იძლევა მკაფიო შედეგის დანახვის საშუალებას - თუ რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა პროცესის ოპტიმიზაცია და კონკრეტულად რა მოცულობის ხარჯები აღმოიფხვრა ოპტიმიზაციის განხორციელების შედეგად.

 
 

შედეგად, პროცესზე ორიენტირებულ ორგანიზაციას ვიღებთ, რაც ნიშნავს:

  • კომპანია იყენებს თანამედროვე მართვის მეთოდოლოგიებს (BPM) ორგანიზაციული ეფექტიანობის გასაზრდელად;
  • აღწერილია ძირითადი და დამხმარე პროცესები, რომლებიც ასახულია რუკებზე BPMN-ის გამოყენებით;
  • აღმოჩენილია და აღმოფხვრილია ბიზნესპროცესებში ‘’ძაბრის ეფექტი’’, რომელიც ანელებს ბიზნესოპერაციებს;
  • აღმოფხვრილია ზედმეტობები პროცესში, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით;
  • შეუფერხებელი პროცესებითა და ხარისხის გაუმჯობესებით მიღწეულია მომხმარებელთა კმაყოფილება.


როგორ ვეხმარებით კლიენტებს