/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow

ფინანსური განათლების კვლევა

ფინანსური განათლების კვლევა

პროექტის შესახებ

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის "ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელი" (OECD/INFE) წამყვანი ხუთ წლიანი (2018-2022) ტექნიკური დახმარების პროექტია ნიდერლანდების სამინისტროს საკონსტუტიციო პროგრამის ფინანსური განათლების ნაწილისთვის. OECD/INFE-ს მთავარ მიზანს წარმოადგენს პოლიტიკის შემქმნელებს დაეხმაროს ეფექტური საგანმანათლებლო სტრატეგიის დანერგვაში, რაც მომხმარებელთა შესაბამისი დაცვისა და ფინანსური ინკლუზიის ნაწილს წარმოადგენს.


ამ მიზნის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ ქვეყნებს დაეხმაროს ფინანსურ წიგნიერებაში კონკრეტული გაზომვადი გაუმჯობესებების მიღწევაში, OECD/INFE რეგულარულად ახორციელებს ფინანსური წიგნიერების კომპეტენციების კვლევას. ეს ეხმარება კვლევაში მონაწილე ქვეყნებს ჩამოაყალიბონ/გააუმჯობესონ ფინანსური განათლების სტრატეგიები ეროვნულ დონეზე და ასევე გახდნენ ამოსავალი წერტილი სხვა ქვეყნებისათვის.

 

ჩვენი როლი

ეისითიმ შეაფასა სრულწლოვანი მოქალაქეები მათ ფინანსური განათლების, დამოკიდებულებებისა და ქცევის, ასევე ფინანსური ინკლუზიის დონის და ფინანსური კეთილდღეობის ინდიკატორების მიხედვით. ამ შეფასებამ ეისითის საშუალება მისცა დაედგინა ფინანსური წიგნიერების არსებული დონე სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებში და გამოევლინა ცვლილებები სხვდასახვა პოპულაციებს შორის სხვა ქვეყნებთან შედარების მიზნით.


განხორციელებულმა მონაცემთა მოპოვების აქტივობებმა შესაძლებელი გახადა ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობითი ნიმუშების მოპოვება ნიდერლანდების საკონსტუტიციო პროგრამის შვიდ ქვეყანას შორის: ბულგარეთი, ხორვატია, საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, მოდლოვა, მონტენეგრო და რუმინეთი.


პროექტის შედეგ(ებ)ი 

კვლევის შედეგების გამოყენება მოხდა:


  • სამიზნე ქვეყნებში ფინანსური წიგნიერების დონის გასაუმჯობესებლად;
  • ეფექტური ფინანსური გაძლიერების პოლიტიკის დოკუმენტების შესამუშავებლად და ფინანსური წიგნიერების სიღრმისეულად საკვლევად სქესის, ასაკის, სოციალური ფონის, ასევე ფინანსური კეთილდღეობისა და მომხმარებელთა დაცვის ჭრილში;
  • ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის დაპროექტების და/ან გაუმჯობესების მხარდასაჭერად.

კლიენტი : ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD)
დამფინანსებელი : ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტრო
დასაწყისი : 05.2019
დასასრული : 11.2019
ქვეყნები : საქართველო, ბულგარეთი, ხორვატია, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო და რუმინეთი