/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
კვლევა მცირე და საშუალო საწარმოებში ცირკულარული ეკონომიკის მიმართ დამოკიდებულებების, მდგრადი პრაქტიკისა და გარემოსდაცვითი მიდგომების შესახებ

კვლევა მცირე და საშუალო საწარმოებში ცირკულარული ეკონომიკის მიმართ დამოკიდებულებების, მდგრადი პრაქტიკისა და გარემოსდაცვითი მიდგომების შესახებ

პროექტის დეტალები

კლიენტი
ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტო - UBA
დამფინანსებელი
ევროკავშირი
გეოგრაფია
სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა
მიმდინარე
30.07.2026

პროექტის აღწერა

EU4Green Recovery East-ის ცირკულარული ეკონომიკის კვლევა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს შეისწავლოს სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის მცირე და საშუალო საწარმოებში ცირკულარული ეკონომიკის მიმართ ცნობიერება, დამოკიდებულებები და პრაქტიკა, ასევე გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების საკითხების ინტეგრირების დონე. 

კვლევა უზრუნველყოფს ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობით მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენად ნერგავენ მცირე და საშუალო საწარმოები ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს, რა გამოწვევებს აწყდებიან და რა შესაძლებლობებს ხედავენ ამ მიმართულებით. მიღებული შედეგები საფუძვლად დაედება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას და ხელს შეუწყობს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას, ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და გარემოსდაცვითად მდგრად ეკონომიკურ განვითარებას წაახალისებს.