/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow

პროფესიული განათლების სასწავლებლების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა / კრეატიული სესია კოლეჯის წარმომადგენლებისათვის

პროფესიული განათლების სასწავლებლების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა / კრეატიული სესია კოლეჯის წარმომადგენლებისათვის

პროექტის შესახებ

პროექტი განხორციელდა პროექტის „მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის მხარდაჭერა მდგრადი და ეფექტური ფუნქციონირებისათვის“ ფარგლებში და ითვალისწინებდა მიგრაციის საკითხების კვლევა დროის მიმდინარეობაში. კვლევა მოიცავდა შემდეგ სფეროებს: უვიზო რეჟიმი და მისი ეფექტები; არალეგალური მიგრაცია და ტრეფიკინგი; შრომის მიგრაცია; თავშესაფრის ძებნის პროცესი; ემიგრაციის გეგმები და გამოცდილებები.

 

ჩვენი როლი 

ეისითის როლს ამ პროექტში წარმოადგენდა კრეატიული სესიების ორგანიზება და ჩატარება, რომელთა მთავარი მიზანი გახლდათ პროფესიული განათლების დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერება საგრანტო განაცხადების მომზადების კუთხით. უფრო კონკრეტულად, პროექტის მიზანს წარმოადგენდა პროფესიული სასწავლებლების დახმარება, რათა მათ შეეფასებინათ თავიანთი ტექნიკური და ადამიანური შესაძლბელობები და უკეთ გაეგოთ ბაზრის არსებული მოთხოვნები. ამავდროულად, სესიების მიზანს წარმოადგენდა პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებისათვის დახმარების გაწევა საგრანტო განაცხადებისათვის კრეატიული იდეების მოფიქრებაში და კონკურენტუნარიანი შეთავაზებების შემუშავებაში.


დასახული მიზნების შესაბამისად, ეისითის სესიების მიმდინარეობისას განსხვავებული ინსტრუმენტები და ტექნიკები გამოიყენა. კერძოდ, სესიები შემდეგ კომპონენტებს მოიცავდა:


  • მისიის განაცხადის ანალიზი;
  • შესაძლებლობების/ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება თითოეულ რეგიონში;
  • ბაზრის მოთხოვნის იდენტიფიცირება;
  • თითოეული პროფესიული სასწავლებლის შესაძლებლობებისა და რესურსების შეფასება;
  • ახალი იდეების მოფიქრება საგრანტო განაცხადებისათვის და
  • ტრენინგი კონკურენტუნარიანი საგრანტო განაცხადების შემუშავებაში.


პროექტის შედეგ(ებ)ი

კრეატიულმა სესიებმა პროფესიულ სასწავლებლებს დახმარება გაუწია თავიანთ რეგიონში შესაძლებლობების გამოვლენისა და საგრანტო პროექტების მოთხოვნების მხრივ ბაზრის მოთხოვნის უკეთ გაგების კუთხით თავიანთი შესაძლებლობების, რესურსებისა და მდგრადობის გათვალისწინებით. ამასთან ერთად, ტრენინგმა გააუმჯობესა პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლების განაცხადების წერის უნარი და გაზარდა მათი კომპეტენცია პროექტის მიზნების, ბიუჯეტისა და ვადების შედგენაში.


მეორეს მხრივ, კრეატიულმა სესიებმა ასევე გამოავლინა ის ხარვეზები, რაც პროფესიულ სასწავლებლებს ჰქონდათ პერსონალის კვალიფიკაციის, ბაზრის ანალიზისა და პროფესიული განათლების პროგრამების პოპულარიზაციის კუთხით.


პროექტის შედეგებმა დონორებს საშუალება მისცა დაეგეგმათ სამომავლო აქტივობები შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით და გადაეჭრათ პროფესიული სასწავლებლების წინაშე არსებული გამოწვევები.

კლიენტი : სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დამფინანსებელი : ევროკავშირი
დასაწყისი : 02.2017
დასასრული : 07.2019
ქვეყნები : საქართველო