/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow

საქართველოს საერთო სასამართლოების მართვის რგოლში ქალ მოსამართლეთა დაბალი წარმომადგენლობის განმსაზღვრელ ფაქტორთა შეფასება

საქართველოს საერთო სასამართლოების მართვის რგოლში ქალ მოსამართლეთა დაბალი წარმომადგენლობის განმსაზღვრელ ფაქტორთა შეფასება

ექსპერტიზის სფეროები

პროექტის შესახებ

პროექტის - სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში ფარგლებში, ევროსაბჭოს მიზანია საქართველოსათვის დახმარების გაწევა სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელების პროცესში და საქართველოს სასამართლო სისტემის ფუნქციონირების გაძლიერება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით. პროექტი ასევე მიზნად ისახავდა გენდერული სენსიტიურობის გაძლიერების მხარდაჭერას მათ შორის, ქალთა დაბალი წარმომადგენლობის განმსაზღვრელი ფაქტორების გამოვლენითა და ადმინისტრაციული გადაწტვეტილებების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის შეფასებით. ი


ჩვენი როლი 

ეისითის გუნდმა შეაფასა ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ ქალ მოსამართლეთა დაბალ წარმომადგენლობას საქართველოს სასამართლოებში. კვლევის ფარგლებში შეფასდა დამოკიდებულებები სასამართლოს/კოლეგიის/პალატის თავმჯდომარის დანიშვნის კრიტერიუმებისა და პროცედურების მიმართ, ასევე ქალისა და მამაკაცის კონტრასტული შესაძლებლობები წარმატების მისაღწევად. ამასთან ერთად, გამოვლინდა ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლიან ქალს მოსამართლეებს მიაღწიონ წინსვლას და პოტენციური ზომები სასამართლო სისტემაში მეტი ქალი მოსამართლის დასანიშნად.


პროექტის შედეგ(ებ)ი

შეფასების საფუძველზე გაიცა რეკომენდაციები, მათ შორის გამოვლენილი პრობლემების დაძლევის კუთხით და საქართველოს სასამართლოებში გენდერული სენსიტიურობის გაძლიერების მიზნით მისაღები ყველაზე შესაფერისი ზომები. შეფასების შედეგები დაეხმარება ევროსაბჭოს საქართველოს ოფისს განახორცილოს აქტივობები ადამიანის უფლებების კუთხით, როგორიცაა გენდერული საკითხების ინტეგრირება და უმცირესობათა უფლებების დაცვა სასამართლოს რეფორმის პროცესში, ასევე საკუთარი რეკომენდაციების გაცემაში, თუ როგორ შეიძლება ამ უფლებების მხედველობაში მიღება.

 

კლიენტი : ევროსაბჭოს ოფისი საქართველოში
დამფინანსებელი : ევროსაბჭო
დასაწყისი : 03.2019
დასასრული : 09.2019
ქვეყნები : საქართველო