/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
სკოლამდელი განათლებისა და ზრუნვის (PEC) სტანდარტების, სასწავლო პროგრამისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ყირგიზეთში

სკოლამდელი განათლებისა და ზრუნვის (PEC) სტანდარტების, სასწავლო პროგრამისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ყირგიზეთში

პროექტის დეტალები

კლიენტი
აზიის განვითარების ბანკი (ADB)
დამფინანსებელი
აზიის განვითარების ბანკი (ADB)
გეოგრაფია
ყირგიზეთი
მიმდინარე
01.09.2026

პროექტის აღწერა

ACT Global, RISE Institute-თან თანამშრომლობით, აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური ინიციატივის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. აქტივობა ყირგიზეთის რესპუბლიკაში სკოლამდელი განათლებისა და ზრუნვის სტანდარტებისა და სასწავლო პროგრამების მოდერნიზებას, პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას და ბავშვებისთვის მომსახურებების ხარისხის, ინკლუზიურობისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ამასთან, პროექტი წვლილს შეიტანს სკოლამდელი განათლებისა და ზრუნვის სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდაში, რაც ყირგიზეთის მთავრობის გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს.

აზიის განვითარების ბანკთან, სახელმწიფო უწყებებსა და ეროვნულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, პროექტი ხელს შეუწყობს სკოლამდელი განათლებისა და ზრუნვის პოლიტიკის, სტანდარტებისა და პრაქტიკის გაძლიერებას, ხარისხის გაუმჯობესებასა და მეტად ინკლუზიური მიდგომების განვითარებას.

პროექტის ფარგლებში ასევე შეფასდება სკოლამდელი განათლებისა და ზრუნვის სისტემის საინვესტიციო და დაფინანსების საჭიროებები

ადრეული ასაკის განათლებისა და ზრუნვის, ინკლუზიური განათლების, ინსტიტუციური გაძლიერების, შესაძლებლობების განვითარების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ანალიზის მიმართულებით მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ACT Global RISE Institute-თან პარტნიორობით პროექტის ტექნიკურ განხორციელებას უხელმძღვანელებს.

აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო აძლიერებს ACT Global-ის მზარდ პორტფელს აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში და ხელს უწყობს მთავრობებისა და საერთაშორისო განვითარების პარტნიორების მხარდაჭერას ინკლუზიური განვითარების, ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და მდგრადი საჯარო პოლიტიკის მიმართულებით.

გაიგე მეტი

მონაცემთა ხარისხის მიმოხილვა საქართველოს II კომპაქტისათვის

მონაცემთა ხარისხის მიმოხილვა საქართველოს II კომპაქტისათვის

2013 წლის 26 ივლისს, საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, წარმოდგენილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სა...

გაიგეთ მეტი
ღია სამეზობლო - კომუნიკაცია უფრო ძლიერი პარტნიორობისათვის: მოქალაქეების დაკავშირება აღმოსავლეთ სამეზობლოში

ღია სამეზობლო - კომუნიკაცია უფრო ძლიერი პარტნიორობისათვის: მოქალაქეების დაკავშირება აღმოსავლეთ სამეზობლოში

პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ მიზანია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში გაზარდოს ცნობიერება ევროკავშირის მხარდ...

გაიგეთ მეტი