„გამოწვევები წარსულისა თუ არსებულის უკეთ გააზრებაში და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში გვეხმარება“
კესო ესებუა სოციოლოგია 15-წლიანი გამოცდილებით როგორც აკადემიურ სფეროში, ასევე კვლევისა და კონსულტაციის მიმართულებით. ის მუშაობს განათლების, ახალგაზრდობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ევროპეიზაციის, მედიისა თუ სხვა საკითხებზე.
კესო აკადემიური განათლებით სოციოლოგიის დოქტორია. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში მოწვეული ლექტორის რანგში. ამჟამად ის კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, სტატიებისა და კვლევითი ნაშრომის ავტორია.