/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
ნატალია კვიწინაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას დაესწრო

ნატალია კვიწინაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას დაესწრო

12 აპრილს ბიზნესლიდერთა ფედერაციას „ქალები მომავლისთვის“ წევრებსა და საქართველოს პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა, სადაც ასოციაციის წევრებმა საკუთარი საქმიანობა წარადგინეს და  ხაზი გაუსვეს ქალის მიერ მართული ბიზნესის მხარდაჭერის პროცესში პრეზიდენტის ჩართულობის მნიშვნელობას. 


შეხვედრაზე ეისითის, როგორც ქალთა ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიას, წარმოადგენდა ეისითის პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი ნატალია კვიწინაშვილი.







შეხვედრაზე განხილულ იქნა პრეზიდენტის როლი ქვეყანაში - გენდერული პოლიტიკის გატარებასთან მიმართებაში, კერძოდ, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე.

ასევე, კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები და გამოწვევები: 

  • რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის გავლენის ფონზე ბიზნესისთვის მშვიდი და სტაბილური გარემოს უზრუნველსაყოფად გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები
  • რეალობა და პერსპექტივები ბიზნესის სექტორისთვის: ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის დამყარების ეტაპები.



გაიგე მეტი

ზრდა, განვითარება და გლობალური ხედვა: ACT Global ბრენდის ახალ იდენტობას წარადგენს
გაიგეთ მეტი

ზრდა, განვითარება და გლობალური ხედვა: ACT Global ბრენდის ახალ იდენტობას წარადგენს

ეისითი გლობალი სომხეთში - პარტნიორობა ცვლილებების გასაძლიერებლად
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი სომხეთში - პარტნიორობა ცვლილებების გასაძლიერებლად

ეისითი გლობალი აძლიერებს ცირკულარული ეკონომიკის ეკოსისტემას სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი აძლიერებს ცირკულარული ეკონომიკის ეკოსისტემას სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში