31 იანვარს საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის პროექტის – „როგორ ვავითარებ თანამშრომელს“ ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში ეისითის დამფუძნებელმა, ანტერპრენერმა და ბიზნეს ლიდერმა თინათინ რუხაძემ წარადგინა ორგანიზაციული ტრანსფორმაციის უნიკალური მოდელი POWER3® და ისაუბრა იმაზე თუ რამხელა გავლენა აქვს თანამშრომლის განვითარებაზე ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა კომპანიის ხედვა, სტრატეგიული მიზნები და პრიორიტეტები, ორგანიზაციული კულტურა, ლიდერშიფი და გარემო რომელშიც უნდა მოახდინოს თანამშრომელმა მისი უნარების რეალიზაცია, ასევე ორგანიზაციული რესურსებს, სისტემებსა და ორგანიზაციულ მოწყობას იმისათვის, რომ ეფექტურად შეძლოს თანამშრომელმა მის მიერ მიღებული ახალი ცოდნების და უნარების გამოყენება და შედეგების მოტანა.
თემაზე „როგორ ვავითარებთ თანამშრომელს, თუ არაფერს ვცვლით“ ეისითის დამფუძნებელმა 3 მთავარი გზავნილი გააჟღერა:
1. თანამშრომელი სისტემის ნაწილია - მისი განვითარება ვერ მოხდება, თუ არ ვითარდება მთლიანად სისტემა.
2. თანამშრომლის განვითარების გეგმა შეადგინეთ ორგანიზაციულ კონტექსტში.
TIP: დასვით მინიმუმ 3 კითხვა:
3. და ბოლოს, თუ ორგანიზაციაში ბევრია „უვარგისი“ და „უმადური“ თანამშრომელი, ეს ნიშნავს, რომ არა თანამშრომლის, არამედ მთელი სისტემის ტრანსფორმაციის დროა.
"თითქოს ყველას გვაქვს გაცნობიერებული თანამშრომლის ზეგავლენა ორგანიზაციაზე, მაგრამ ძალიან ხშირად გვავიწყდება ორგანიზაციის გავლენა თანამშრომელზე. ორგანიზაციები ხშირად ისე გეგმავენ ინდივიდის ან გუნდის განვითარებას - პიროვნული, პროფესიული თუ ლიდერული თვალსაზრისით - რომ არ ითვალისწინებენ, იმ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომ თანამშრომელი - დიდი და კომპექსური სისტემის ნაწილია - რომელსაც ორგანიზაცია ჰქვია." - თინათინ რუხაძე
|
|
|
|
|
სპიკერებს შორის იყვნენ საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის დამფუძნებელი და ტრენერი მედეა ტაბატაძე, Sun Petroleum-ის (Gulf Georgia) აღმასრულებელი დირექტორი კრეიგ კრამერი.
საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, სხვადასხვა კომპანიის დირექტორები და ადამიანური რესურსების მმართველები. |
თუ საკუთარ თავს ხშირად უსვამთ კითხვას „რატომ არ იზრდება ჩემი ბიზნესი?“ - ეს ვორქშოფი სწორედ თქვენთვისაა. ბიზნესის წარმატებაცა და წარუმატებლობაც ჩვენი გადაწყვეტილებების შედეგია, გადაწყვეტილებები კი ჩვენს ცოდნას, გამოცდილებასა და რწმენებს ეფუძნება. აქედან გამომდინარე, თუ კომპანიაში სასურველ ზრდას ვერ ვხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ დროა ჩვენ გავიზარდოთ - ახალი ცოდნა მივიღოთ და ჩვენს რწმენებსა და წარმოდგენებსაც გადავხედოთ.
11 თებერვალს გელით ჩვენს ვორქშოფზე, სადაც:
ვისთვისაა ეს პროგრამა: ბიზნესის მფლობელებისთვის, CEO-ებისთვის და ტოპ-მენეჯერებისთვის
ვორქშოფს ფასილიტაციას გაუწევს ეისითის დამფუძნებელი, მენეჯმენტ-კონსულტანტი 20 წლიანი გამოცდილებით თინათინ რუხაძე
ფორმატი: ერთდღიანი
📍 ჩატარების ადგილი: სასტუმრო რუმსი. თბილისი, კოსტავას #14
📅 ჩატარების თარიღი: 11 თებერვალი (ანალოგიური ვორქშოფი დაგეგმილია 3 მარტსაც)
📌 ფასი: 690 ლარი (მოიცავს დღგ-ს)
ბილეთებისთვის მიყევით ლინკს ⏩ https://tkt.ge/show/11945/ratom-ar-izrdeba-chemi-biznesi
ვორქშოფის დღის წესრიგი:
9:30-10:00 რეგისტრაცია / ყავა
10:00 – 12:30 სესია 1
12:30 – 13:30 მსუბუქი ლანჩი
13:30 – 15:30 სესია 2
15:30 – 16:00 ყავის შესვენება
16:00 – 17:30 სესია 3
საქართველოს პრო ბონო ქსელმა წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, რომლის განმავლობაშიც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა წევრ კომპანიებს მიღწეული შედეგები გაუზიარა, ქსელის სამომავლო გეგმებიც დაისახა და ახალი წევრებიც მიიღეს.
კომპანიებს საერთაშორისო გამოცდილება გლობალური პრო ბონო ქსელის წევრმა ორგანიზაციის PYXERA Global-ის ვიცე პრეზიდენტმა წარუდგინა.
შეხვედრაზე წლის პრო ბონო ჩემპიონი ACT - Analysis and Consulting Team-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების გუნდის ლიდი, ნინო კალანდია გახდა.
"ეისითის სახელით წლის განმავლობაში სხვადასხვა პრო ბონო აქტივობაში ჩავერთე, ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და საინტერესო გამოცდილება, მადლობა ნდობისთვის პრო ბონო ქსელის წარმომადგენლებს და ყველა იმ ორგანიზაციას, რომლისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდა გაწეული პრო ბონო სერვისი." - ნინო კალანდია |
|
|
|
|
2022 წლის მაისში, კვლევის და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალურმა კომპანიამ "ეისითიმ", სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერის - ნინო კალანდიას ჩართულობით, პრო ბონო კონსულტაცია გაუწია ორგანიზაციას "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG). კონსულტაციის ფარგლებში "ეისითიმ" კვლევის საკომუნიკაციო კამპანიის გეგმა შეიმუშავა. კერძოდ, განისაზღვრა: კვლევის დიანტერესებული მხარეები, საკომუნიკაციო არხები, ა.შ. კონსულტაციის ფარგლებში ჩატარდა ორი სამუშაო შეხვედრა "ეისითის" და მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG) წარმომადგენელს შორის. |
პრო ბონო კონსულტაცია საკომუნიკაციო კამპანიაში გაეწია ასევე საწარმოს „ჩუ“ -ს. “ჩუ” არის ჟესტური ენის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი სოციალური საწარმო, რომელიც სამაგიდო თამაშების მეშვეობით ცდილობს საზოგადოებაში თანაბარი შესაძლებლობების გაჩენას. „ჩუს“ პროდუქციით თამაშის პროცესში მოთამაშეები სწავლობენ სიტყვებს ჟესტურ ენაზე, რაც ხელს უწყობს სოციალიზაციის პროცესს.
2022 წლის ოქტომბერი-ნომებრის თვეში, "ეისითიმ" ნინო კალანდიას ჩართულობით, სამოქალაქო ორგანიზაცია „საფართან“ 6 საკონსულტაციო შეხვედრა ჩაატარა, რომელმაც ჯამურად 14 პრო ბონო საათი შეადგინა. კონსულტაციის მიზანი, საფარის დონაციის პლატფორმის მარკეტინგული და საკომუნიკაციო გეგმის ჩამოყალიბება/სრულყოფა იყო. საკომუნიკაციო შეხვედრები ორ ნაწილად გაიყო, პლატფორმის არსებული საკომუნიკაციო გეგმის შეფასება და ახალი გეგმის ჩამოყალიბება.
პრო ბონო სერვისები კერძო სექტორის ექსპერტიზასა და ინტელექტუალურ რესურსებს ხელმისაწვდომს ხდის საზოგადოების საკეთილდღეოდ მომუშავე ორგანიზაციებისათვის. ამ გზით კომპანიები ეხმარებიან საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომელთა ინტერესებსაც ემსახურება და გამოხატავს ესა თუ ის სამოქალაქო ორგანიზაცია.
პრო ბონო საქმიანობა მხარდაჭერილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ, პროექტის 'სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის' ფარგლებში.
თანამედროვე მენეჯმენტში ცვლილებების მართვა დიდ გამოწვევად რჩება. ეისითის მიერ შემუშავებული ორგანიზაციის და ბიზნესის ტრანსფორმაციის უნიკალური მოდელი POWER3® (THE POWER OF THREE®) სწორედ ამ გამოწვევების დაძლევაში ეხმარება ორგანიზაციებს. POWER3®-ის მოდელი გულისხმობს ნებისმიერ გადაწყვეტილების
სამ განზომილებაში გატარებას: რამდენად ემსახურება ის ორგანიზაციის ხედვას და მთავარ მიზნებს, რამდენად თანხვედრაშია იგი ორგანიზაციულ კულტურასთან და ფასეულობებთან, და ბოლოს, რამდენად ეფექტურია რესურსებისა და აღსრულების თვალსაზრისით.
|
|