27-30 აპრილს ცენტრალური ევრაზიის ლიდერშიფის ალიანსის ფორუმი გაიმართა, სადაც ეისითის დამფუძნებელმა თინათინ რუხაძემ ეისითის მიერ შექმნილი ორგანიზაციის ტრანსფორმაციის მოდელი POWER3® წარადგინა, რომელსაც საფუძვლად სამყაროს კანონზომიერება უდევს.
ამ მოდელის მიხედვით ორგანიზაციებს სამი მთავარი ძალა ამოძრავებთ: (1) ხედვა - შემოქმედების ძალა, (2) კულტურა - წესრიგის ძალა და (3) აღსრულება - ცვლილების ძალა. ეისითის მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა რომ ორგანიზაცია მხოლოდ მაშინ აღწევს მთავარ მიზანს და საუკეთესო შედეგებს, თუ ამ სამი მიმართულებით (ხედვა, კულტურა, აღსრულება) ის კონგრუენტულია და შეთანხმებულად მუშაობს. გამომდინარე აქედან, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გამოცდილების ისეთ ქსელში გაზიარება როგორიცაა ცენტრალური ევრაზიის ლიდერშიფის ალიანსი.
“ორგანიზაციის განვითარებისა და ტრანაფორმაციის ჩვენს მიერ შექმნილი მოდელის Power3-ის მიმართ საერთაშორისო აუდიტორიის ინტერესი ნიშნავს იმას, რომ მოდელი უნივერსალურია და მას საერთაშორისო ბაზარზე წარმატების დიდი პოტენციალი აქვს.” - თინათინ რუხაძე
CELA აერთიანებს წარმატებულ ბიზნეს ლიდერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ბიზნეს სამიტებისა და ღონისძიებების მეშვეობით.
CELA 2023 წლის ბიზნეს ფორუმი დუბაიში, UAE, 27-30 აპრილს ტარდება. ფორუმი მოიცავს TED სტილის Talk-ებს, თემატური დისკუსიებს და სხვადასხვა ღონისძიებებს იმისთვის რომ ხელი შეუწყოს მომავალ საქმიან და პროფესიულ თანამშრომლობას და გამოცდილების და უნარების გაცვლას.
22 აპრილს, სასტუმრო “სტამბაში”, Forbs Women Georgia-ს მიერ ორგანიზებულ სამიტის The Power of NO-ს ფარგლებში, ეისითის დამფუძნებელი თინათინ რუხაძემ ისაუბრა როგორ შეცვალა „არა“-მ მისი ცხოვრება და როგორ იქცა დაბრკოლებები წარმატების გასაღებად.
|
|
|
The Power of No-ს პროექტი ქალების პროფესიული განვითარების გზას და ამ გზაზე არსებულ დაბრკოლებებს ეხება. პროექტის ორგანიზატორებმა, ფოკუსი სტრუქტურულ და კულტურულ ბარიერებზე შეაჩერეს, რომლებიც მთელ მსოფლიოში გენდერულად სპეციფიურია და კარიერის თვალსაზრისით ქალის წინსვლას მნიშვნელოვნად აფერხებს.
|
|
|
|
პროექტი მიზნად ისახავდა როგორც დამწყებ და ახალგაზრდა, ასევე, უკვე შემდგარ პროფესიონალებისთვის გაეცნო სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი ქალის პროფესიული ბიოგრაფია და დამსწრე საზოგადოება დაეფიქრებინა წინააღმდეგობების გააზრებისა და გადალახვის მათ მაგალითებზე.
|
|
სიტყვა „No” მეტაფორად არის გამოყენებული და მასში გაერთიანებულია ხელშემშლელი სოციალური კონტექსტი, უხილავი ფორმით მჩაგვრელი ინსტიტუციური მოწყობა და რაც მთავარია - თვით-დამაკნინებელი და თვით-დამამარცხებელი გონების განწყობა - „მაინდსეტი.“ |
|
|
|
The Power of No – ს მონაწილეებს შორის იყვენენ: ცირა კემულარია - TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს უფროსი დამოუკიდებელი წევრი, მერი ჩაჩანიძე - „თიბისი კაპიტალი“-ს მმართველი დირექტორი, ანა ნაკაშიძე - „AzerTelecom“-ის აღმასრულებელი დირექტორი, ანა აგლაძე - “Tag&Match” დამფუძნებელი, ირინე ხუნდაძე - „Munchies by food goddess“-ს დამფუძნებელი, ნინო ზამბახიძე - ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, შორენა დარჩიაშვილი - „თეთრი კვადრატი“-ს გენერალური დირექტორი და სხვები.
|
"ლიდერობის მანიფესტი", ეს არის წიგნი ლიდერობაზე, სადაც ფართოდ სისტემურად და სიღრმისეულად შესწავლილია ლიდერობის ფენომენი. მოდელი, რომელსაც ავტორები გვთავაზობენ მწავალ წლიანი კვლევებით გამყარებულია და ნათლად აჩვენებს 18 მთავარი კომპეტენციის კავშირს ლიდერისა და ლიდერების გუნდის ეფექტიანობასთან. და იმასაც თუ რამხელა ზეგავლენა აქვს ამ ყველაფერს ორგანიზაციის წარმატებაზე.
"ლიდერობის მანიფესტი" ნამდვილად სამაგიდო წიგნია ორგანიზაციის მმართველებისთვის, ადამიანური კაპუტალის სპეციალისტებისა თუ თვითგანვითარებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის. ის ღრმად გახედებს საკუთარ თავში, მის ყველაზე დამალულ ადგილებში გამოგზაურებს, რათა უკეთ იგრძნო საკუთარი რესურსი და განვითარების უკიდეგანო შესაძლებლობები.
ლიდერობის ამ მოდელის მიხედვით საკუთარ თავზე მუშაობა პირადად ჩემთვის საოცრად ტრანსფორმაციული აღმოჩნდა. მან დამანახა საკუთარი თავი 360 გრადუსით და შემაგრძნობინა ის ენერგია, რომელმაც სრულიად ახალი ცხოვრების დაწყების ძალა მომცა." - რუსუდან თელია