![Expertise Image](/storage/app/media/Our%20Expertise/add/Register%20Backround.png)
წარმატებული ბიზნესგადაწყვეტილებები ეფუძნება ბიზნესზე პირდაპირ თუ ირიბად მოქმედი ფაქტორების სიღრმისეულ ცოდნასა და მონაცემების მიღმა ტენდენციების დანახვას. ორგანიზაციები, რომლებიც არ ახორციელებენ სიღრმისეულ სტრატეგიულ ანალიზს, ხშირად ისეთი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებიან, როგორებიცაა:
- ხელიდან გაშვებული ზრდისა და ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესების შესაძლებლობები;
- არასრულფასოვანი შეფასების გამო გაზრდილი რისკი;
- წარუმატებელი გადაწყვეტილებები და მათი თანმდევი რესურსების არაეფექტური ხარჯვა;
- ორგანიზაციის ადაპტაციის უნარის შემცირება;
- შემცირებული მოგება;
- ბრენდის კონკურენტული უპირატესობისა და ბაზარზე არსებული პოზიციების დაკარგვა.
სტრატეგიული ანალიზი სასიცოცხლოდ აუცილებელია ბიზნესებისთვის, რადგან ის უზრუნველყოფს ბაზრის დინამიკას, კონკურენტული გარემოსა და ორგანიზაციის შიდა მდგომარეობის ჰოლისტიკურ შეფასებას, ასევე, ეხმარება ბიზნესებს:
- ამოიცნონ ბიზნესის წინაშე არსებული შესაძლებლობები და საფრთხეები;
- ობიექტურად შეაფასონ ბიზნესის არსებული მდგომარეობა, ძლიერი და გასაუმჯობესებელი სივრცეები;
- აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და გააუმჯობესონ გრძელვადიანი დაგეგმვის სიზუსტე;
- აღმოაჩინონ და განავითარონ ბრენდის კონკურენტული უპირატესობა;
- ეფექტიანად გაანაწილონ არსებული რესურსები;
- სრულყოფილი გახადონ სტრატეგიები რისკების მართვისა და უარყოფითი შედეგების შემცირებისთვის;
- გაზარდონ ორგანიზაციის მოქნილობა და ადაპტაციის უნარი სწრაფად ცვალებად გარემოში.
ბაზარზე არსებული კონტექსტის გააზრება თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ახლად დაფუძნებული, ასევე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიებისთვის.
ბიზნესისა და ბაზრის ანალიტიკა
ACT-ის კონსულტანტებისა და ანალიტიკოსების გუნდი პირველადი და მეორეული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის საშუალებით უზრუნველყოფს ბიზნესებს ბაზარზე არსებული მდგომარეობის ჰოლისტიკური აღქმით და ეხმარება, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები და არსებულ ბაზარზე ზრდისა თუ ახალ ბაზარზე შესვლის პოტენციალი.
გარე ფაქტორების ანალიზი მოიცავს ისეთ კრიტიკულ საკითხებს, როგორებიცაა:
- ბაზრის ძირითადი ტენდენციების იდენტიფიცირება;
- ბიზნესის საქმიანობაზე ზემოქმედების მქონე ძირითადი ფაქტორების, მათი პოტენციური გავლენებისა და რეაგირების გზების იდენტიფიცირება;
- კონკურენტული გარემოს შეფასება, კონკურენტების სტრატეგიების, ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება;
- საუკეთესო პრაქტიკების (Best Practices) შესწავლა;
- ბაზრის სეგმენტაცია;
- მომხმარებლების ქცევისა და საჭიროებების ანალიზი.
-
გარე ფაქტორების ანალიზთან ერთად ACT ხელს უწყობს ბიზნესებს კომპანიის შიდა მონაცემების გაანალიზებაშიც, გარემოში არსებულ ტენდენციებთან და ბიზნესის გრძელვადიან მიზნებთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. შიდა მონაცემების ანალიტიკა მოიცავს:
- ორგანიზაციის არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების შეფასებას;
- სხვადასხვა ბიზნესდომეინის ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასებას;
- პორტფელის სიჯანსაღის შეფასებას;
- ორგანიზაციული სტრუქტურის, სისტემებისა და პროცესების ანალიზს;
- ბიზნეს აქტივობების ანალიზს ღირებულების შექმნისა და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების აღმოსაჩენად.
თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.
სამომხმარებლო ინსაითები
მომხმარებელთა ქცევის შესწავლა, მათი სურვილებისა და საჭიროებების ცოდნა და გააზრება ნებისმიერი ბიზნესის წარმატების გარანტია. ამის საპირისპიროდ, მომხმარებლის მოლოდინებზე ბუნდოვანი წარმოდგენა, ხშირად ხდება კომპანიის მიუღწეველი მიზნებისა და არამიზნობრივად დახარჯული რესურსების წინაპირობა.
ACT-ის გუნდი უკვე ორი ათწლეულია იკვლევს და აანალიზებს მომხმარებელთა ქცევას საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ვეხმარებით დამკვეთ კომპანიებს ნათლად დაინახონ საკუთარი მომხმარებლის სურვილები, მათი ქცევის თავისებურებები, მოთხოვნები თუ პრიორიტეტები. სამომხმარებლო კვლევებსა და მონაცემებზე დამყარებულ (data-driven) ბიზნესანალიტიკის საფუძველზე, ჩვენ ვთავაზობთ კომპანიებს სამომხმარებლო ინსაითებს, რაც ხელს უწყობს:
- მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად, პროდუქტის ან სერვისის განახლებასა და განვითარებას;
- ოპტიმალური გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებას;
- გაყიდვების სტრატეგიის მხარდამჭერი ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული საკომუნიკაციო კამპანიების შემუშავებას;
- კლიენტისთვის მეტი ფასეულობის შექმნას, მათ შორის მიმზიდველი ლოიალობის პროგრამების შემუშავების გზით კლიენტთა კმაყოფილებისა და ლოიალობის ზრდას;
- რესურსების ეფექტურ ალოკაციას.