/>
Logo
Expertise Image

სტრატეგიული დაგეგმვა

სტრატეგიული დაგეგმვა

ნებისმიერი ბიზნესისთვის წარმატების მიღწევის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ცხადი, კონკრეტული და გაზომვადი შედეგების მომტანი ბიზნესსტრატეგიაა, რომლის გარეშეც, ხშირად ძალიან კარგი და ამბიციური იდეებიც, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში, კომპანიაც განწირულია წარუმატებლობისთვის.

ბიზნესსტრატეგია არის კომპანიის სამოქმედო გზა - იმ გადაწყვეტილებებისა და ქმედებების თანმიმდევრული გეგმა, რომელსაც საკუთარი ხედვისა და ბიზნესმიზნების მისაღწევად იყენებს. სწორედ ამიტომ, კარგად გააზრებული სტრატეგია პირდაპირ კავშირშია კომპანიის გრძელვადიან წარმატებასთან - მის ფინანსურ სტაბილურობასთან, საბაზრო პოზიციონირების სიმყარესა და მდგრად განვითარებასთან.

განვითარების შეთანხმებული ხედვისა და მისი მხარდამჭერი თანმიმდევრული სტრატეგიის არსებობა უზრუნველყოფს:

  • კომპანიის მმართველი გუნდის ერთი იდეის გარშემო გაერთიანებას;
  • მკაფიოდ გამოკვეთილ პრიორიტეტებსა და თანმიმდევრულ გადაწყვეტილებებს;
  • მართვის ეფექტურობის ზრდას;
  • თანამშრომელთა მოტივაციისა და ჩართულობის ზრდას;
  • ახალი მომხმარებლების მოზიდვის ტემპისა და არსებულის ლოიალობის ზრდას;
  • კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებას.

ბიზნესის სტრატეგიის შემუშავება

მენეჯმენტთან პარტნიორობისა და კოლაბორაციის გზით, ACT-ის სტრატეგიული კონსულტანტების გუნდი ორგანიზაციებს ეხმარება შეიმუშაონ ბიზნესის განვითარების თანმიმდევრული და რეალისტური გეგმა. ჩვენი გუნდის “know-how” მდგომარეობს უნიკალურ, ჰოლისტიკურ მიდგომაში, რომელიც გულისხმობს კომპანიის 360 გრადუსით შესწავლასა და მის ფართო კონტექსტში გაანალიზებას, გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებას.

სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში ჩვენ ვიყენებთ ერთი მხრივ ანალიტიკურ, ხოლო მეორე მხრივ ვორქშოფების, ერთად მუშაობის ფორმატს. ანალიტიკური სამუშაოებისას ვიკვლევთ და ვაანალიზებთ ბიზნესზე მოქმედ სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორს, ასევე ორგანიზაციის ყველა ბიზნესდომეინს, რის შემდეგაც ჩვენი პარტნიორი კომპანიის მმართველ გუნდთან კოლაბორაციით ვსახავთ კომპანიის გრძელვადიან ხედვასა და მის ბიზნესმოდელზე მორგებულ, უნიკალურ სტრატეგიას.

სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში ACT-ის სტრატეგიული კონსულტანტები დამკვეთი კომპანიის მმართველ გუნდთან ერთად მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

  • ხედვისა და მისიის (რე)ფორმულირება;
  • ორგანიზაციული ღირებულებების ფორმირება;
  • კომპანიის ბიზნესმოდელის განსაზღვრა;
  • კომპანიის კონკურენტული უპირატესობის იდენტიფიცირება;
  • კომპანიის ზრდის ამბიციაზე, სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებზე შეჯერება;
  • კომპანიის გრძელვადიანი მიზნებისა და ამოცანების (KBOs) განსაზღვრა;
  • სტრატეგიულ მიმართულებებზე პასუხისმგებელი მიმართულებებისა და პირების იდენტიფიკაცია.

სამოქმედო გეგმის შემუშავება

ბიზნესსტრატეგიის ფორმირება კომპანიის მენეჯმენტს საშუალებას აძლევს თითოეული მიზნის მისაღწევად გადადგას ქმედითი ნაბიჯები და შემდგომ ეფექტიანად განახორციელოს. შესაბამისად, სტრატეგიის ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია მისი იმპლემენტაციის დეტალური, გაზომვადი და მიღწევადი გეგმის არსებობასთან. ხშირ შემთხვევაში ამბიციური და სასურველი იდეები იდეებადვე რჩება, იმის გამო, რომ ისინი მხარდაჭერილი და გამყარებული არაა მათი განხორციელების რეალისტური გეგმით.

სტრატეგიული დაგეგმვის შემდგომი ეტაპი სწორედ ჩვენი მომხმარებლების მხარდაჭერაა სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. ჩვენი მიდგომით, ბიზნესმიზნების მისაღწევ სამოქმედო გეგმას მოკლევადიან, 3-6-თვიან სპრინტებად ვყოფთ, რომელიც აღნიშნულ მიზნებს მეტად ხელშესახებს ხდის და ზრდის მათ რეალისტურობას.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სამოქმედო გეგმების ეფექტიანობა გაცილებით მაღალია მაშინ, როცა ისინი შექმნილია საერთო წარმატებისა და მიზნის მიღწევის პროცესში ინდივიდუალური კონტრიბუციის გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, ACT-ის სტრატეგიული კონსულტანტები როგორც ვორქშოფულ, ასევე ინდივიდუალური სესიების ფორმატში კომპანიის მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობენ.

კომპანიის მმართველი გუნდის წევრებთან ინდივიდუალური და გაერთიანებული შეხვედრების ფარგლებში განისაზღვრება:

  • გუნდის თითოეული წევრის ინდივიდუალური კონტრიბუცია თითოეული მიზნის მიღწევის პროცესში;
  • ჯამური და ინდივიდუალური შესრულების ინდიკატორები (KPIs) მონიტორინგისა და პროგრესის შესაფასებლად;
  • ძირითადი ქმედებები/აქტივობები შესაბამისი ვადების მითითებით;
  • ფინანსური, მატერიალური და სხვა ტიპის რესურსების ალოკაცია.



როგორ ვეხმარებით კლიენტებს