სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ 10,000 ლარამდე თანადაფინანსება ეისითი გლობალის მიერ შეთავაზებულ საკონსულტაციო მომსახურებებზე, რომლებიც მოიცავს:
ბიზნესის სტრატეგიის შემუშავება
ჩვენ დაგეხმარებით, განსაზღვროთ თქვენი ბიზნესის მკაფიო მიზნები და მიმართულება. ერთობლივად შევიმუშავებთ რეალისტურ სტრატეგიასა და დეტალურ სამოქმედო გეგმას, რომელიც ზუსტად გიჩვენებთ, რა ნაბიჯებია საჭირო ბიზნესის ზრდისა და მდგრადი წარმატებისთვის.
პროცესების ოპტიმიზაცია
გავაანალიზებთ თქვენი ბიზნესის ყოველდღიურ პროცესებს — შესყიდვებიდან მომსახურებამდე — რათა ზუსტად განვსაზღვროთ, სად იკარგება თქვენი დრო და რესურსები. შემოგთავაზებთ პროცესების ოპტიმიზაციის კონკრეტულ გზებს, რომლებიც დაგეხმარებათ ხარჯების შემცირებაში, ეფექტიანობის ზრდასა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებაში.
ბიზნეს გეგმის მომზადება დაფინანსების მოსაპოვებლად
შევიმუშავებთ პროფესიონალურ ბიზნეს გეგმას და ფინანსურ პროგნოზს, რომელიც სრულად იქნება მორგებული თქვენი ბიზნესის მიზნებზე — იქნება ეს საბანკო სესხი, გრანტი თუ ინვესტორის მოზიდვა.
თანამშრომლების ეფექტურობისა და მოტივაციის ზრდა
დაგეხმარებით მოტივირებული და პროდუქტიული გუნდის ჩამოყალიბებაში. შევქმნით თანამშრომელთა შეფასების, წახალისებისა და ახალი კადრების ადაპტაციის (ონბორდინგის) სისტემებს, რაც გააუმჯობესებს გუნდის შედეგებს და საერთო ორგანიზაციულ ეფექტიანობას.
თანამშრომლების აყვანის პროცესის მართვა და გაუმჯობესება
გასწავლით, როგორ იპოვოთ და აიყვანოთ საუკეთესო თანამშრომლები, მაშინაც კი, თუ HR მენეჯერი არ გყავთ.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც აკმაყოფილებს ყველა აღნიშნულ კრიტერიუმს:
თანადაფინანსების პირობები
საკონსულტაციო მომსახურებაზე დაფინანსების მიღების ლიმიტი განისაზღვრება ბოლო 12 თვის განმავლობაში დაფიქსირებული ბრუნვით:
დაფინანსება შესაძლოა გაიზარდოს 5%-ით, თუმცა არაუმეტეს 95%-სა , თუ ბიზნესის 50%-ზე მეტი წილის მფლობელი არის ქალი, შშმ ან იძულებით გადაადგილებული პირი.
მომსახურების პროცესი
1. რეგისტრაცია სააგენტოს პორტალზე
2. მეწარმე სუბიექტის მიერ დიაგნოსტიკური ტესტის შევსება და ბიზნესის საჭიროებების იდენტიფიცირება სააგენტოს მიერ
3. დადგენილი საჭიროებების შესაბამისად, სასურველი საკონსულტაციო კომპანიის არჩევა სააგენტოს მიერ მოწოდებული კომპანიების სიიდან, რომელშიც შეგიძლიათ იხილოთ ACT Global.
4. საკონსულტაციო კომპანიას, სააგენტოსა და მეწარმე სუბიექტს შორის სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება
5. მომსახურების მიწოდება;
6. მეწარმის მხრიდან თანამონაწილეობის ჩარიცხვა;
7. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება
8. სააგენტოს მხირდან საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე +995 598-470-277
ან შეავსეთ რეგისტრაციის
ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით.