/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow

მოქალაქეების კმაყოფილების კვლევა საჯარო მომსახურებებით საქართველოში

მოქალაქეების კმაყოფილების კვლევა საჯარო მომსახურებებით საქართველოში

ექსპერტიზის სფეროები

პროექტის შესახებ

საქართველოში რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის ძირითად ფოკუსს რეგიონალური და ადგილობრივი განვითარება წარმოადგენს. პროექტის მიზანია მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს მთავრობის ამბიციურ რეფორმებს რეგიონალური და ადგილობრივი მართვის განვითარების სფეროში ცენტრალური და ქვე-ეროვნული უწყებების გაძლიერების გზით. რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტის მეორე ფაზა ფოკუსირებულია მიმდინარე რეფორმის მხარდაჭერასა და პოპულარიზაციაზე, რომლის მიზანსაც წარმოადგენს დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება, სამოქალაქო ჩართულობა და ეროვნული და ადგილობრივი ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე ხარისხიანი სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად.


ჩვენი როლი 

ეისითის გუნდმა დაადგინა და შეაფასა მოქალაქეების კმაყოფილების დონე ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე ამჟამად მიწოდებული სერვისებით. ამასთან ერთად, კვლევეის ფარგლებში შეფასდა ადგილობრივი და რეგიონალური უწყებების შესრულების დონე ზოგადად, ასევე სამოქალქო ჩართულობასა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები. კვლევის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა წლებში (2013, 2015 და 2017) მოპოვებული მონაცემების შედარებითი ანალიზი.


პროექტის შედეგ(ებ)ი

კვლევის შედეგად დადგინდა მოქალაქეების კმაყოფილების დონე, ასევე საჯარო სერვისებითა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებით უკმაყოფილების მიზეზები. კვლევის შედეგები დაეხმარება გაეროს განვითარების პროგრამას მხარი დაუჭიროს საქართველოს ძლიერი და კომპეტენტური ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ჩამოყალიბებაში, რომლებიც მოახდენენ რეგიონალური და ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებას და უზრუნველყოფენ მოქალაქეების ჩართულობას პოლიტიკის შემუშავების პროცესში, რათა სარგებელი მიიღოს ყველა მოქალაქემ.

კლიენტი : გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
დამფინანსებელი : ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA); შვეიცარიის განვითარების სააგენტო (SDA)
დასაწყისი : 09.2019
დასასრული : 06.2020
ქვეყნები : საქართველო