/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow

პროფესიული სასწავლებლების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა

პროფესიული სასწავლებლების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა

ექსპერტიზის სფეროები

პროექტის შესახებ

პროექტის „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის მოდერნიზაციის (ფაზა 2)“ ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს ეხმარება სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლებისა და გადამზადების თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებაში და ფერმერებისათვის ექსტენსიის სისტემის გაცნობაში. პროექტი განხორციელდა საქართველოს მთავრობასთან, კონკრეტულად კი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებთან მჭიდრო პარტნიორობით და ასევე საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.


ჩვენი როლი 

პროფესიული სასწავლებლები ჩაერთნენ ინტენსიურ ტრენინგ პროგრამაშ, რომელიც კრეატიულ სესიებსაც მოიცავდა. ორდღიანი ტრენინგის მიზანი გახლდათ შესაძლებლობების ჩამოყალიბება და პროფესიული სასწავლებლების შემდგომი განვითარება მცირე გრანტების მეშვეობით ავტორიზაციის ახალი სტანდარტების განსახორციელებლად.

 

პროექტის შედეგ(ებ)ი

შესაძლებლობების გაძლიერების აქტივობების შედეგად, პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა გადახედეს თავიანთ მისიას, შესაძლებლობებს შესაბამის რეგიონებში, ასევე ბაზრის მოთხოვნების საგრანტო პროექტის მოთხოვნებთან დაკავშირებით. მათ ასევე შეიმუშავეს ახალი იდეები საგრანტო განაცხადებად წარსადგენად თავიანთი შესაძლებლობების, რესურსებისა და მდგრადობის გათვალისწინებით.


კლიენტი : გაეროს განვითარების პროგრამა
დამფინანსებელი : -
დასაწყისი : 07.2019
დასასრული : 07.2019
ქვეყნები : საქართველო