მენეჯმენტ კონსულტანტი, ბიზნეს სტრატეგია და გაციფრულება
წარმოიდგინეთ, რომ აპირებთ მოგზაურობას რუკის, GPS-ის, ინტერნეტის ან მკაფიო დანიშნულების ადგილის გარეშე. თქვენი მოგზაურობა სავსე იქნება გაურკვევლობით, გამოწვევებით და წარუმატებლობის მაღალი რისკით. სწორედ იგივე 'ეკლიან გზას' გადიან კომპანიები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე მაშინ, როდესაც არ ესმით საკუთარი ორგანიზაციის გაციფრულების მზაობა.
სამყარო, რომელშიც დღეს ბიზნესი ოპერირებს, დღითიდღე უფრო მეტად ციფრულდება და შესაბამისად, გაციფრულების საჭიროება სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. Gartner-ის კვლევის თანახმად, ტოპ მენეჯერების 87%-ისთვის ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივები კომპანიების ტოპ პრიორიტეტებს შორისაა. რაც ცალსახად მეტყველებს გაციფრულების, როგორც სტრატეგიული აუცილებლობის ბუნებაზე. სწორედ ამიტომ, მრავალი ორგანიზაცია ცდილობს გააციფრულოს საკუთარი ბიზნეს პროცესები, სისტემები, ოპერაციები, რათა უფრო ეფექტიანად შექმნას მომხმარებლისთვის ფასეულობა. თუმცა ამავდროულად, McKinsey-ის კვლევის თანახმად, ციფრული ტრანსფორმაციის მცდელობების 70% წარუმატებელია. ციფრული ოდისეა, ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, მართლაც თავგადასავლებითა და გამოწვევებით სავსე მოგზაურობაა, რომლისთვისაც კარგად მომზადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გაციფრულების მკაფიო აღქმის გარეშე, თუ საიდან იწყებს და სად უნდა წავიდეს ორგანიზაცია ტრანსფორმაციის პროცესში, უღრან ტყეში უმისამართოდ ხეტიალს ემსგავსება.
ხშირად აღიქმება, რომ ბიზნესისთვის გაციფრულება არის საბოლოო შედეგი და 'ეფექტურად დანერგილი პროგრამა/სისტემა' განაპირობებს ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებას. პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, რა თქმა უნდა, განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია გაციფრულებისა და ციფრული ტრანსფორმაციისთვის. თუმცა ციფრული ტრანსფორმაცია არ არის საბოლოო შედეგი, არამედ ის არის საშუალება თითოეული კომპანიისთვის, რომ საკუთარი მომხმარებლისთვის ფასეულობა შექმნას უფრო ეფექტიანად, ინოვაციურად, სწრაფად და მარტივად.
ტრანსფორმაცია ჰოლისტიკურ მიდგომას მოითხოვს, რომელიც აერთიანებს ციფრულ ტექნოლოგიებს მთელი ორგანიზაციის მასშტაბით და ბიზნესის ყველა დომეინში იწვევს ცვლილებებს. ეს ცვლილება მოითხოვს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ ტექნოლოგიის დანერგვაა - ის მოითხოვს თქვენი ორგანიზაციის ციფრული მზაობის სიღრმისეულ შეფასებას. ტრანსფორმაციის დაწყებამდე ციფრული მზაობის არ შეფასება გაციფრულების ინიციატივის საფუძველშივე აჩენს წარუმატებლობის განმაპირობებელ ბზარს.
ჩვენი ღრმა რწმენით ორგანიზაციის ციფრული მზაობის შეფასება არის პირველი ნაბიჯი წარმატებული ციფრული ტრანსფორმაციის განსახორციელებლად. იმის გაგება, თუ სად იმყოფება კომპანია ციფრული შესაძლებლობების თვალსაზრისით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ციფრული ოდისეის სწორად დასაგეგმად და ეფექტურად განსახორციელებლად.
სწორედ ამიტომ, ეისითის ციფრული ტრანსფორმაციის გუნდმა შეიმუშავა უნიკალური მოდელი Digital Wheel, რომელიც ორგანიზაციის ციფრული მზაობის შესაფასებლად გამოიყენება. Digital Wheel მოდელი ორგანიზაციას აანალიზებს ჰოლისტიკურად და მოიცავს შვიდ ფუნდამენტურ განზომილებას, რომლებიც გადამწყვეტია ორგანიზაციის ციფრული მზაობის შესაფასებლად:
კარგად განსაზღვრული ციფრული სტრატეგია არის კომპასი, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება ტრანსფორმაციის გამოწვევებით სავსე გზის გაგნებაში. ის უზრუნველყოფს, რომ გაციფრულების პროცესი არ შემოიფარგლოს უბრალოდ ტექნოლოგიური გადაწყვეტების და გაჯეტების დანერგვით, არამედ იყოს ორგანიზაციის ყოვლისმომცველი ხედვისა და მიზნების განუყოფელი ნაწილი. ციფრული ძალისხმევის ბიზნეს სტრატეგიასთან გათანაბრებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ თავიანთი რესურსების ეფექტურად წარმართვა, გაციფრულების ფრაგმენტაციის თავიდან აცილება და თანმიმდევრული და მიზანმიმართული ცვლილებების განხორციელება. ეს სტრატეგიული თანხვედრა გარდაქმნის ციფრულ ამბიციებს ქმედით, გაზომვად და ხელშესახებ ნაბიჯებად, რაც ორგანიზაციას უბიძგებს ციფრული ოდისეის წარმატებით წარმართვისკენ.
ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ლიდერშიფის გუნდმა უნდა მოირგოს კატალიზატორის როლს, რომელიც მთელ გუნდსა და ორგანიზაციას ცვლილებებისკენ უბიძგებს. ლიდერები ინოვაციური მაინდსეტითა და ახლებური მდგომებისადმი მზაობის გამოვლენით შთააგონებენ გუნდს და დიდ გავლენას ახდენენ ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებაზე. ისინი ავითარებენ ინოვაციურ კულტურას, რომელიც არა მხოლოდ მოიცავს ტექნოლოგიას, არამედ ხელს უწყობს ადაპტაციას, მაღალ პროდუქტიულობასა და მედეგობას ორგანიზაციაში. სწორედ ლიდერშიფის ციფრული შესაძლებლობებისადმი ურყევი სწრაფვა და მზაობა უბიძგებს ორგანიზაციას თავისი ტრანსფორმაციული ხედვის მიღწევისკენ.
ციფრული წიგნიერება სცილდება ტექნოლოგიების საბაზისო გაგებასა და უნარებს; ეს არის ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა ბიზნეს პროცესების გასაუმჯობესებლად და ახალი შესაძლებლობების ასათვისებლად. ციფრულად მომწიფებულ ორგანიზაციაში თანამშრომლები არიან არა მხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებლები, არამედ ტექნოლოგიური გადაწყვეტების იმპლემენტაციის აქტიური მონაწილეები. ციფრული შესაძლებლობების გამოყენებით მათ აქვთ პროდუქტიულობის გაზრდის, სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის ფასეულობის შექმნის უნარი. გუნდში ციფრული წიგნიერების მაღალი დონე ხელს უწყობს უწყვეტი სწავლის კულტურას და უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციას შეეძლოს სწრაფად მოერგოს ტექნოლოგიურ წინსვლასა და მუდმივად ცვალებადი ბაზრის კონიუნქტურას.
ინფორმაციაზე ორიენტირებულ სამყაროში მონაცემები ციფრული ტრანსფორმაციის სასიცოცხლო წყაროა. მონაცემთა ეფექტური მენეჯმენტი გარდაქმნის მონაცემთა ერთობლიობას სტრატეგიულ ინსაითებად, რაც განაპირობებს მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას და ინოვაციების სტიმულირებას. მონაცემების სისტემატური შეგროვებით, ანალიზით და გამოყენებით ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოავლინონ ტრენდები იწინასწარმეტყველონ ტენდენციები და შექმნან პერსონალიზებული გამოცდილება თავიანთი მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა, მონაცემთა შენახვის, დაცვისა და კიბერუსაფრთხოების ნაწილში უმნიშვნელოვანესია ციფრული ტექნოლოგიების იმპლემენტაცია, იქნება ეს ორგანიზაციის შიდა წყაროებისაგან მოძიებული ინფორმაცია, კორპორატიული მონაცემები თუ სამომხმარებლო ინსაითები. მონაცემთა მართვის ძლიერი პრაქტიკა უზრუნველყოფს მონაცემების სიზუსტეს, ხელმისაწვდომობას და ქმედითუნარიანობას, რაც ორგანიზაციას საშუალებას აძლევს მყისიერად უპასუხოს ბაზრის მოთხოვნებს და შეინარჩუნოს კონკურენტული უპირატესობა.
მდგრადი IT/IS ინფრასტრუქტურა არის საფუძველი, რომელზედაც აგებულია ციფრული ტრანსფორმაცია და ნებისმიერი კომპანია ტექნოლოგიების ერაში. ის უზრუნველყოფს აუცილებელ საფუძველს ციფრული ინიციატივების მხარდაჭერისა და წარმატებით მასშტაბირებისთვის. მოქნილი და უსაფრთხო IT/IS ინფრასტრუქტურა საშუალებას აძლევს ორგანიზაციას შეუფერხებლად აწარმოოს არსებული ბიზნეს პროცესები, მოახდინოს ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირება, დაიცვას მონაცემები და უზრუნველყოს ბიზნესის ოპერაციული უწყვეტობა.
ოპერაციებისა და პროცესების გაციფრულება გულისხმობს სამუშაო ნაკადების (workflow) ხელახლა წარმოდგენას და გამარტივებას ეფექტიანობის, პროდუქტიულობისა და სისწრაფის გასაუმჯობესებლად. ყოველდღიურ ოპერაციებში ციფრული ხელსაწყოებისა და მეთოდოლოგიების დანერგვით, ორგანიზაციებს შეუძლიათ აღმოფხვრას გაფლანგული დროის რაოდენობა, მინიმუმამდე დაიყვანონ შეცდომების დაშვების რისკი, დააჩქარონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ეფექტურად შექმნან და მიაწოდონო ფასეულობა მომხმარებლებს. პროცესების ეს ტრანსფორმაცია აუცილებელია მუდმივად განვითარებად ბაზარზე კონკურენტული პოზიციის შესანარჩუნებლად, რაც ორგანიზაციას საშუალებას აძლევს სწრაფად ადაპტირდეს ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების საპასუხოდ.
ციფრული ტრანსფორმაციის ბირთვში მდებარეობს მომხმარებელთა ურთიერთქმედების გაძლიერების აუცილებლობა. ციფრული ტექნოლოგიები ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას მომხმარებელზე ცენტრირებული მიდგომით საუკეთესო გამოცდილება შექმნან მათთვის. ციფრული ხელსაწყოების გამოყენება მომხმარებელთა უწყვეტი და დადებითი გამოცდილების შესაქმნელად არის წარმატების საბოლოო საზომი. მომხმარებელთა საჭიროებების გააზრებითა და წინასწარი ანალიზით, ორგანიზაციებს შეუძლიათ უზრუნველყონ პერსონალიზებული, ინტუიციური და შთამბეჭდავი ურთიერთქმედება, რომელიც ხელს უწყობს ლოიალობას და ხელს უწყობს კომპანიის ზრდას. ციფრული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება გარდაქმნის მომხმარებელთა გამოცდილებას, ამავდროულად, აქცევს ყველა შეხების წერტილს შესაძლებლობად მომხმარებლებთან გრძელვადიანი და ლოიალური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად.
Digital Wheel წარმოადგენს უნიკალურ მოდელს, რომელიც იყენებს ჰოლისტიკურ მიდგომას ორგანიზაციის ციფრული მზაობის შესაფასებლად და გასაუმჯობესებლად. თითოეული განზომილება ურთიერთდაკავშირებულია და აუცილებელია ციფრული მზაობის მისაღწევად, ამავდროულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნათელი და ეფექტური ციფრული სტრატეგიის შექმნაში. გაციფრულების პროცესამდე ორგანიზაციის ციფრული მზაობის შეფასების ფარგლებში ამ სფეროების გააზრებითა და ოპტიმიზაციის გზით, ორგანიზაციებს შეუძლიათ ციფრული ტრანსფორმაციის სირთულეების წარმატებით გადალახვა. Digital Wheel უზრუნველყოფს, რომ ციფრული ინიციატივები არ იყოს იზოლირებულად გაწეული ძალისხმევა, არამედ ინტეგრირებული, სტრატეგიული და წარმატებული ციფრული ოდისეის ნაწილი.
ციფრული ტრანსფორმაციის დაწყება თქვენი ციფრული მზაობის შეფასების გარეშე ჰგავს ოკეანეში უმისამართოდ ცურვას. ციფრული ტრანსფორმაცია არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ცვლილება, არამედ ის არის სტრატეგიული და კულტურული ცვლილება, რომელსაც დიდი მზაობა სჭირდება როგორც ტოპ მენეჯმენტის, ასევე კომპანიის გუნდის მხრიდან.
Digital Wheel მოდელი მოიცავს ყველა იმ განზომილებას, რომელშიც კარგი შედეგის არსებობა წარმატებული ციფრული ტრანსფორმაციის საწინდარია. შეაფასეთ თქვენი მზადყოფნა გაციფრულებისთვის, გაიგეთ თქვენი ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები და დასახეთ კურსი წარმატებული ციფრული ოდისეისთვის.
და დასასრულს, ბორბალი, როგორც პროგრესისა და იმპულსის სიმბოლო, ნათლად განასახიერებს ციფრული ტრანსფორმაციის დინამიკურ ბუნებას. ჩვენ გვჯერა, რომ ისევე როგორც ბორბალი უბიძგებს წინ სვლისკენ, Digital Wheel უბიძგებს ნებისმიერ ორგანიზაციას ზრდისა და წარმატებისკენ ციფრულ სამყაროში.
თითქმის 2 თვეა ჩვენს ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისია. მთავრობა ე.წ. „რუსული კანონის“ ინიცირებით ღიად დაუპირისპირდა ქართველი ხალხის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახისა და დემოკრატიული სამყაროს წევრი. 27 მაისს კი ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ გააფორმა. როგორც საბჭოთა კავშირში გაზრდილ ადამიანს, კარგად მესმის, რას ნიშნავს ავტორიტარიზმი, თავისუფლების შეზღუდვა, უთანასწორობა, ხოლო როგორც საბჭოთა კავშირის ნგრევისა და თავისუფალი საქართველოს მშენებლობის მომსწრემ და თანამონაწილემ, კარგად ვიცი - რას ნიშნავს დემოკრატია და ევროპული ფასეულობები. სხვა სიტყვებით, გამოცდილებით და არა წარმოსახვით, შემიძლია შევაფასო ჩვენი ქვეყნის რისკები და დაკარგული შესაძლებლობები, თუკი ამ ბრძოლაში ხალხის ნებამ არ გაიმარჯვა. ალბათ სწორედ ამიტომ ახლა ყველა ჩემი ფიქრი, ემოცია და შეგრძნებები ჩვენი ქვეყნის ბედისა და ამ პოლიტიკური კრიზისის გარშემო ტრიალებს.
სტატია პოლიტიკურ კრიზისში ორგანიზაციის ლიდერების გამოწვევებს ეხება. სწორედ ამ კონტექსტში მინდა შევეხო მიმდინარე მოვლენებს და შევეცადო პასუხები გავცე შემდეგ კითხვებს: რას ნიშნავს კერძო ორგანიზაციის ლიდერებისთვის პოლიტიკური კრიზისი? როგორ გავუმკლავდეთ სტრესს? როგორ შევინარჩუნოთ / აღვიდგინოთ ლიდერობის ძალა, როდესაც ჩვენ - ლიდერებს თავად გვიჭირს? როგორ წავუძღვეთ ჩვენს გუნდს და ორგანიზაციას ამ ტურბულენტობაში?
შიდა პოლიტიკური კრიზისის გამოწვევები
პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ, რომ პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვნად განსხვავდება ყველა სხვა ტიპის კრიზისისგან - მაგალითად, ეკონომიკური ან გარე მტერთან ომის კრიზისისგან.
ეკონომიკური კრიზისის დროს იცვლება ბიზნესის თამაშის წესები, იცვლება ბაზრის კონიუნქტურა, კერძო სექტორის სტატუს-ქვო. ამ დროს, ბიზნესს სჭირდება კრიზისის სიმპტომების დროული ამოცნობა, ცვლილებთან ადაპტაციისთვის სწრაფი გადაწყობა, ახლებურად ფიქრი, გამოსავლების ძიებაში კრეატულობა, და გაბედული ნაბიჯები.
ომის დროს ეკონომიკური კრიზისის ყველა ფაქტორი სახეზეა, და ამას ემატება არამხოლოდ ორგანიზაციის, არამედ ადამიანების სიცოცხლის საფრთხე. ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, ყველა სხვა საფრთხე უფერულდება, ხოლო გარე მტერთან ბრძოლა პატრიოტიზმს, ერთიანობას და ურთიერთმხარდაჭერას ასტიმულირებს. ამ სიტუაციაში, ბიზნესის ინტერესები, ამბიცია და მიზნების უკანა პლანზე გადადის, ლიდერების მთავარი საზრუნავი კი ადამიანებისა და ქვეყნის გადარჩენა ხდება.
შიდა პოლიტიკური კრიზისი თავისი ბუნებით ძალიან განსხვავდება ამ ორისგან - მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა არ დადგეს ეკონომიკური ან ეგზისტენციალური საფრთხე - თუმცა ეს არის ფასეულობების ომი. ფასეულობები კი ჩვენი „მეს“ საყრდენია და შესაბამისად, ჩვენი იდენტობისა და მიკუთვნებულობის (მეორე მხარეს მყოფ ნათესავებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან, ქვეყანასთან) საკითხი დგება დარტყმის ქვეშ. და თუ კრიზისის დროულად გადალახვა ვერ მოხერხდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკური კრიზისის, თავისუფლების დაკარგვისა და ეგზისტენციალური საფრთხის დადგომის რისკიც არსებობს - თანაც ამ სიტუაციაში, ადამიანებს გადარჩენისთვის ბრძოლა არა გარეშე მტერთან, არამედ მოყვარესთან მოუწევს (ამის გამოცდილებაც გვაქვს საქართველოს უახლოეს ისტორიაში).
სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, ლიდერებისთვის შიდა პოლიტიკური კრიზისი ყველაზე რთული მოცემულობაა, რომელში ნავიგაციისთვისაც ლიდერს უდიდესი შინაგანი სიმტკიცე, სიფრთხილე და გაბედულება ერთად მართებს.
ლიდერობის სტრატეგიები
შიში, სტრესი, ბრაზი, გაღიზიანება, ემოციური აჟიტირება, მერე სრული უენერგიობა, საქმეზე ფოკუსის გართულება, უსუსურობის შეგრძნება, მერე უცებ ბრძოლის ჟინი, ყველაფერზე უარის თქმის სურვილი, მერე პასუხისმგებლობის გრძნობა და საკუთარ თავში დაჭერილი სისუსტის სირცხვილი, საკუთარი თავისთვის შემოძახება, ამოქმედება და მერე ისევ შიში, სტრესი, ბრაზი... გეცნობათ ეს ემოციური რყევები? თუ კი, მინდა დაგამშვიდოთ, ეს არის ბუნებრივი რეაქცია იმ გამოწვევებზე, რომელიც ზემოთ აღვწერეთ. თანაც გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ემოციური ფონი აქვს ყველას, და არამხოლოდ ლიდერებს.
ახლა წარმოიდგინეთ ორგანიზაცია, სადაც ყველა თანამშრომელი და ლიდერი ამ მდგომარეობაშია... დიახ, ძალიან მძიმე სურათია. ამ სიტუაციიდან გამოსავლის ძებნა რომ ლიდერის პასუხისმგებლობაა, ამას ყველა ლიდერი აცნობიერებს, თუმცა მთავარი კითხვაა, როგორ? როგორ შევინარჩუნოთ ან აღვიდგინოთ ლიდერობის უნარი - ემოციური წონასწორობა და მდგრადობა, ნათელი გონება და ქმედების ენერგია? როგორ გავხდეთ ის ტრანსფორმაციული ლიდერები, რომლებიც ორგანიზაციის შიგნით დაგროვილი სტრესის ენერგიას ბრძოლის და შემართების ენერგიად გადააქცევს?
ამ თემაზე ფიქრისა და საკუთარი თავისთვის გამოსავლების ძიების პროცესში რამდენიმე სტრატეგიას მივაგენი, რომელიც ჩემი - როგორც ორგანიზაციის ლიდერის - პასუხისმგებლობის ყოველდღიურად შესრულებაში მეხმარება. სიამოვნებით გაგიზიარებთ ზოგიერთ მათგანს :
თუ პრობლემა არ არის, მისი გადაჭრაც არ არის. ამიტომ, იმის არ აღიარება რაც ჩვენს თავს ხდება - ვგულისხმობ ორივეს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ჩვენს ემოციურ სტრესს - ნიშნავს რეალობიდან გასვლას. შესაბამისად, პირველი ნაბიჯი სწორედ რეალობის მიღებაა. სწორად უნდა შევაფასოთ კრიზისის მასშტაბი, ჩვენი ორგანიზაციების წინაშე არსებული რისკი, და საკუთარი თავისა და გუნდის წევრების სტრესის ხარისხი. არასასურველი რეალობის მიღება, მასთან ეფექტურად გამკლავების აუცილებელი წინაპირობაა.
სისტემატურად გაეცანი ინფორმაციას მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით, რათა დროული და ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღო.
ლიდერმა, რომ სხვისი მხარდაჭერა შეძლოს, თავად უნდა იყოს რესურსულ მდგომარეობაში. ლიდერები ხშირად უშვებენ კრიტიკულ შეცდომას - კრიზის დროს ფოკუსირდებიან პრობლემების გადაჭრაზე, მაგრამ ავიწყდებათ საკუთარ თავზე ზრუნვა. ლიდერის ფიზიკური, მენტალური და ემოციური კეთილდღეობა კი პირდაპირ კავშირშია მათ რესურსულობასთან. შესაბამისად, საკუთარი თავის უგულებელყოფა იწვევს ლიდერის დასუსტებასა და გამოფიტვას, შედეგად კი მათი განსჯისა და ეფექტური გადაწყვეტილებების უნარი მცირდება.
ასეთი დიდი სტრესის პირობებში, საკუთარ თავზე ზრუნვის ნებისმიერი რუტინა, იმაზე მეტ ძალას მოგცემთ, ვიდრე გგონიათ.
ენერგიის გაცემა რომ შეძლო ენერგიის მიღება უნდა იცოდე. არ დაგვავიწყდეს, რომ ლიდერები ჩვეულებრივი ადამიანები არიან - თავიანთი შიშებით, შფოთვებითა და სისუსტეებით. კრიზისი, ყველას გვიაქტიურებს ჩვენს რეაქტიულ ნაწილს და მასთან გამკლავებისთვის საკუთარ თავზე ზრუნვის გარდა, გარედან მხარდაჭერაც გვჭირდება ხოლმე. განსაკუთრებულ სტრესულ გარემოში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, ვინც თავისი მხარდაჭერით ძალას და ენერგიას გვაძლევს - იქნება ეს ოჯახის წევრები, მეგობრები, პარტნიორები, ფსიქოლოგები თუ სხვ.
ჩემი რწმენით, კარგი ლიდერი ყოველთვის ახდენს თავის გუნდთან, როგორც ძალაუფლების, ისე პასუხისმგებლობის გაზიარებას. თუმცა კრიზისში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ ლიდერი მარტო არ დარჩეს რისკებისა თუ სტრესის პირისპირ. მმართველი გუნდის მიმართ ნდობა, ღიაობა რისკებსა და გამოწვევებზე მსჯელობაში, შეთანხმებული გადაწყვეტილებები, დელეგირება და დამდგარ შედეგებზე გაზიარებული პასუხისმგებლობა - ლიდერისთვის კრიზისთან და სტრესთან გამკლავების ყველაზე ეფექტური გზაა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შიდა პოლიტიკური დაპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე რთული კრიზისია, რადგან ამ დროს საზოგადოება ორად იყოფა და ერთმანეთს უპირისპირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორგანიზაციაც საზოგადოებაა - ერთი იდეის და მიზნის გარშემო გაერთიანებული თემი. შესაბამისად, ის გახლეჩილობა, რომელიც საზოგადოებაშია, მაღალი ალბათობით ორგანიზაციაშიც იჩენს თავს (განსაკუთრებით კი დიდ ორგანიზაციებში). თუ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების გამთლიანებასა და სიტუაციის დასტაბილურებაზე პასუხისმგებლობა მთავრობაზე მოდის, ორგანიზაციის ჭრილში ეს პასუხისმგებლობა ლიდერს და მმართველ გუნდს ეკისრება. აქედან გამომდინარე, ლიდერი და მმართველი გუნდი ვალდებულია იზრუნოს ორგანიზაციის შიგნით ეფექტურ კომუნიკაციაზე, კონფლიქტების აღმოფხვრასა და თანამშრომლებს შორის ნდობისა და ერთიანობის აღდგენაზე / გაძლიერებაზე. ამის მიღწევა, საერთო ინტერესების წინა პლანზე წამოწევითა და განსხვავებულობის უკანა პლანზე გადაწევით არის შესაძლებელი. მაგალითად, ჩვენ ყველას გვინდა ეს ქვეყანა განვითარდეს, ჩვენ ყველას გვინდა მეტი სტაბილურობა და უსაფრთხოება, ჩვენ ყველა ერთად ვართ ამ კრიზისში და შედეგებიც (კარგიც და ცუდიც) ყველაზე აისახება, და ა.შ.
შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ისეთი განუვითარებელი დემოკრატიის პირობებში, რომელიც საქართველოშია, მთავრობის პოზიციის საწინააღმდეგო მოსაზრების საჯაროდ დაფიქსირება, რა თქმა უნდა რისკთანაა დაკავშირებული. ნებისმიერი კერძო კომპანიის ლიდერი აცნობიერებს ამ რისკს, რომელიც არა მხოლოდ ბიზნესის ან შემოსავლების დაკარგვას უკავშირდება, არამედ ამ კომპანიაში დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილებსა და უსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე, ის ლიდერები, რომლებიც არ იზიარებენ მმართველი ძალის პოზიციას „უცხოური ძალის ზეგავლენების გამჭვირვალეობის კანონის“ (იგივე რუსული კანონის) აუცილებლობისა და სიკეთის შესახებ, დიდი დილემის წინაშე დგება - თუ ხმას ამოიღებს და ღიად გააპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, რისკის ქვეშ აყენებს როგორც საკუთარ, ისე მთელი ორგანიზაციის კეთილდღეობას. მეორე მხრივ, თუ ხმა არ ამოიღო ან მეტიც, მმართველი ძალის მხარდამჭერი პოზიცია დაიკავა მისი რწმენის საპირისპიროდ, მაშინ ის, პირველ რიგში, საკუთარ თავის პატივისცემასა და თანამშრომელთა ნდობას კარგავს, საბოლოოდ კი ორგანიზაციას მორალურად ანგრევს.
ბოლო საკითხში ლიდერებისთვის რჩევის მიცემა რთულია. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დღეს, უნდა ეს თუ არა, ყველა ლიდერს მოუწევს ამ რთული არჩევანის გაკეთება და შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება.
კონფლიქტები, როგორიცაა პოლიტიკური, სავაჭრო და სოციალური არასტაბილურობა, სხვა ფაქტორებთან ერთად, ცნობილია, რომ არღვევს ბალანსს და წარმოადგენს გამოწვევას ბიზნესისთვის. ეს შეფერხებები შეიძლება განსხვავდებოდეს მიწოდების ჯაჭვის პირდაპირი შეწყვეტიდან კომპანიის პროდუქციის მოხმარებაზე პირდაპირ უარამდე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მკვეთრი ეფექტი სხვადასხვა კორპორაციაში. ასეთი გაურკვევლობის პერიოდებში, კომუნიკაცია და მარკეტინგული აქტივობები სასიცოცხლო მნიშვნელობის ინსტრუმენტებია ამ ქარიშხლების მოსაგვარებლად და კორპორატიული იმიჯის შესანარჩუნებლად.
თანამედროვე პოლიტიკური რისკები და მათი გავლენა
დიდი ხნის განმავლობაში, ორგანიზაციებს უპირველეს ყოვლისა აწუხებდა ოპერაციული რისკები, უფრო კონკრეტულად კი, მხოლოდ ეკონომიკური და ფინანსური რისკები. მაგრამ შემდეგ, McKinsey & Company, თავის განვითარებად რისკებში გლობალურ დღის წესრიგში, წარმოადგინა პოლიტიკური არასტაბილურობა, როგორც ერთ-ერთი დიდი საზრუნავი.
პოლიტიკა, სოციალური საკითხები და ცვალებადი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი არის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელსაც შეუძლია შეარყიოს დაინტერესებული მხარეების ნდობა და შეამციროს ბრენდის იმიჯი. ეს არის გარკვეული რისკები, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ კომპანიები და ამის თავიდან ასაცილებლად, არ უნდა დააკლონ პროაქტიული კრიზისული კომუნიკაციისა და მარკეტინგული სტრატეგია.
კრიზისული კომუნიკაცია, კრიზისის მართვის სასიცოცხლო ასპექტი, მოიცავს კრიზისის დროს დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციისა და ურთიერთქმედების ტიპის, შინაარსის, არხის და დროის განსაზღვრას. ეს განმარტება ასევე ეფუძნება საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო ასოციაციის (IPRA) მიერ ჩამოყალიბებულ ოპერაციულ სტანდარტებს. ეფექტური კომუნიკაციის მენეჯმენტი არის ფასდაუდებელი ინსტრუმენტი, რადგან საზოგადოება იღებს დადებით შთაბეჭდილებას კომპანიის პასუხისმგებლობით ქცევაზე კრიზისის დროს.
კრიტიკული მოსაზრებები ეფექტური კრიზისული მესიჯისთვის პოლიტიკურად მძიმე პერიოდებში
კრიზისული კომუნიკაციის შესაბამისი ზომები აყალიბებს რადარს, რომ ორგანიზაციებმა გააგრძელონ თავიანთი ოპერაციები მძიმე პოლიტიკური პერიოდის დროს შეფერხების გარეშე. მკაფიო და გავლენიანი კომუნიკაციისთვის კომპანიებს შეუძლიათ გააკეთონ:
კრიზისის მართვა და ბიზნესის უწყვეტობა
ბიზნესის უწყვეტობა და კრიზისის მართვა შესაძლებელია მხოლოდ კრიზისული კომუნიკაციის გეგმებით. ეს გეგმა უნდა ასახავდეს სამოქმედო პროცედურებს, რომლებიც დაკავშირებულია კომუნიკაციასთან რისკების მართვისა და მიწოდების ჯაჭვის შეფერხების დროს და მოიცავდეს პროტოკოლებს თანამშრომლების უსაფრთხოებისა და კატასტროფებზე რეაგირებისთვის (Disaster Recovery Institute International [DRII], 2023). შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ კრიზისული კომუნიკაცია მხარს უჭერს ამ სტრატეგიების არსებით ასპექტს, რაც გულისხმობს ინფორმაციის დროულ და ზუსტ მიწოდებას ყველა ძირითადი დაინტერესებული მხარისთვის.
კრიზისის დროს მარკეტინგული გეგმებისა და სტრატეგიების ადაპტაცია გახდა აუცილებელი გახდა. კრიზისული კომუნიკაცია არის გარდაუვალი საკომუნიკაციო აქტივობა ორგანიზაციებში, ის უნდა შეესაბამებოდეს მარკეტინგული კომუნიკაციის სტრატეგიებს, რათა მუდმივად იყოს ინფორმირებული მასები კომპანიისა თუ პროდუქტების შესახებ. ეს შეიძლება მოიცავდეს:
კრიზისული კომუნიკაციისა და მარკეტინგის ჰარმონიზაცია მძიმე პოლიტიკურ პერიოდებში არის კრიტიკული სტრატეგიები, რომლებიც უნდა იქნას გამოყენებული რეპუტაციის მართვის უზრუნველსაყოფად. ბიზნესებს ამის მიღწევა შეუძლიათ:
დღევანდელი სამყარო მართლაც შეიძლება შეფასდეს, როგორც ბუნდოვანი, პოლიტიკა მუდმივად არასტაბილური. ამიტომ, ყველა უნდა შეეცადოს გამოიყენოს ინტეგრირებული მიდგომა კრიზისის მართვისას.
თანამედროვე ბიზნეს გარემოს მუდმივი ევოლუციის ფონზე, რისკის კონცეფციამ რევოლუცია განიცადა. ეს პარადიგმის ცვლილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სტაბილურობისა და კონტროლის ტრადიციულ ცნებებს, უბიძგებს ორგანიზაციებს გაატარონ ინოვაციური სტრატეგიები გაურკვევლობაში ნავიგაციისთვის და გაზარდონ მედეგობის უნარი. მუდმივი დინების თეორია გვახსენებს, რომ ცვლილება არ არის მხოლოდ დროებითი მოვლენა, არამედ არსებობის არსია. ეს მარადიული სიბრძნე, რომელიც გადმოცემულია "panta rhei-ს" "ყველაფერი მიედინება" (ჰერაკლიტე ეფესელი) კონცეფციაში, დიდ გავლენას ახდენს ორგანიზაციებზე, რომლებიც რისკებით გაჯერებულ თანამედროვე ბიზნეს ლანდშაფტში ცდილობენ ნავიგაციას.
ბიზნეს სამყარო მდინარეა - მუდმივად ცვალებადი, დინამიური და ყოველთვის სწრაფ ადაპტაციას მოითხოვს. ტექნოლოგიური წინსვლა, ბაზრის ცვლილებები, მარეგულირებელი რეფორმები - ეს არის მხოლოდ რამდენიმე ძალა, რომელიც იწვევს ცვლილებებს უპრეცედენტო ტემპით. ცვლილებების შიშის ნაცვლად, ორგანიზაციებმა ნორმად უნდა მიიღონ ცვლილებები და უნდა განავითარონ ადაპტაციის უნარი და ეჯაილური აზროვნება, რომელიც აუცილებელია გაურკვევლობის პირობებში წინსვლისთვის.
ორმაგობის მიღმა: რისკის პარადოქსის აღიარება
ჩვენი ტრადიციული აზროვნება ხშირად ეყრდნობა ორმაგობას - კარგი ცუდის წინააღმდეგ, უსაფრთხო vs სარისკო, წარმატებული vs წარუმატებელი და ა.შ. მაგრამ ბერძენი ფილოსოფოსი ჰერაკლიტე გვთავაზობს რადიკალურ იდეას: მოწინააღმდეგეები არა მტრები, არამედ პარტნიორები არიან. იგი ამტკიცებს დაპირისპირებულთა ერთიანობას, სადაც ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი ძალები ურთიერთდაკავშირებულია და აუცილებელია არსებობისთვის.
დაპირისპირებული მხარეების ერთიანობის იდეა გვახსენებს, რომ რისკი მრავალმხრივია - ის მოიცავს შესაძლებლობასაც და საფრთხესაც, სტაბილურობასაც და ცვლილებასაც. ამ ორმაგობის აღიარებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ განავითარონ ინოვაციური მიდგომები, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და საბოლოოდ მიაღწიონ ზრდის საუკეთესო შედეგებს.
გაურკვევლობაში ნავიგაცია სტრატეგიული მოქნილობით
რისკების მართვის ტრადიციული მიდგომები ხშირად ეყრდნობა ხაზოვან, დეტერმინისტულ მოდელებს, რომლებსაც უჭირთ მოერგონ დღევანდელ ურთიერთდაკავშირებულ ბიზნეს დინამიკის კომპლექსურობას. გაურკვევლობის პირობებში, ხისტი ჩარჩოები შეიძლება არაადეკვატური აღმოჩნდეს, რაც ორგანიზაციებს დაუცველს ტოვებს გაუთვალისწინებელი შეფერხებების მიმართ. ჰერაკლიტე ეფესელის ფილოსოფია გვიბიძგებს გადავხედოთ ჩვენს მიდგომას. მისი მუდმივი დინების თეორია შეგვახსენებს, რომ არაფერია მუდმივი გარდა ცვლილებისა, რაც უბიძგებს ორგანიზაციებს აითვისონ სტრატეგიული მოქნილობა, როგორც მედეგობის ქვაკუთხედი.
სტრატეგიული მოქნილობა კი იწყება აზროვნების ფუნდამენტური ცვლილებით - გაურკვევლობის მიღება არა როგორც ანომალიის, რომლის შიშიც უნდა გვქონდეს, არამედ როგორც გადაწყვეტილების მიღების თანდაყოლილი ასპექტის. იმის ნაცვლად, რომ ორგანიზაციებმა ძალისხმევა მიმართონ რისკის მთლიანად აღმოფხვრისკენ, მათ უნდა ისწავლონ ნავიგაცია და თავიანთი სტრატეგიების ადაპტირება ცვალებად გარემოებებთან. ეს კი მოითხოვს გაურკვევლობის აღქმას არა როგორც საფრთხის, არამედ როგორც ინოვაციისა და ზრდის შესაძლებლობას.
სტრატეგიულ მოქნილობაში მთავარია სცენარის დაგეგმვისა და სტრეს ტესტირების ჩართვა. მრავალი შესაძლო სცენარის და მათი პოტენციური ზემოქმედების შეფასებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ უკეთ მოემზადონ გაურკვევლობისთვის და განავითარონ რეაგირების მექანიზმები, რომლებიც შეიძლება სწრაფად გამოიყენონ საჭიროების შემთხვევაში. ეს პროაქტიული მიდგომა საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს განჭვრიტონ გამოწვევები და გამოიყენონ შესაძლებლობები, თუნდაც გაურკვევლობის პირობებში.
რეალურ დროში რისკების შეფასების ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების დანერგვა შეიძლება დაეხმაროს ორგანიზაციებს მუდმივად აკონტროლონ და შეაფასონ რისკის ლანდშაფტი. ეს გულისხმობს მონაცემთა ანალიტიკისა და მანქანური სწავლების ალგორითმების ინტეგრირებას პოტენციური რისკების პროგნოზირებისთვის, რაც დროული და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა.
Agile მეთოდოლოგია: დინებაში ნავიგაციის გასაღები
ცვლილება არ არის მტერი; ეს არის ახალი ნორმა. ცვლილებების ამ მდინარეში ნავიგაციისთვის, Agile მეთოდოლოგია განიხილება წარმატებულ პრაქტიკად, რომლის მიხედვითაც რისკების მართვის ხისტი ჩარჩოები უნდა შეიცვალოს მოქნილი და ადაპტირებადი სტრატეგიებით. როგორც მარტინ ფაულერი, ექსტრემალური პროგრამირების ერთ-ერთი პიონერი, ამტკიცებს, "Agility means being able to adapt and respond to change... it means that you are nimble and your balance improves the more you are tested." [1] (Fowler, 2002 ). ორგანიზაციებისთვის ეს ნიშნავს:
სწრაფად განვითარებად ბიზნეს ლანდშაფტში, რისკები შეიძლება წარმოიშვას მოულოდნელი გარემო ფაქტორებიდან. გუშინდელი საფრთხეები ხვალინდელ გამოწვევებთან შედარებით შეიძლება გაუფერულდეს. ამ ცვალებად რელიეფში ნავიგაციისთვის, ორგანიზაციებმა უნდა გაატარონ პროაქტიული პოზიცია რისკის მართვის მიმართ. ეს გულისხმობს მოსალოდნელი რისკების ჰორიზონტის მუდმივ სკანირებას, მონაცემთა ანალიტიკისა და პროგნოზირებადი მოდელირების გამოყენებას პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირებისთვის და სცენარის დაგეგმვაში ჩართვას სხვადასხვა სამომავლო სცენარების მოსალოდნელად. მრუდზე წინ დგომით, ორგანიზაციებს შეუძლიათ თავიანთი პოზიციონირება, რათა ეფექტურად უპასუხონ წარმოშობილ გამოწვევებს და გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები, როდესაც ისინი წარმოიქმნება.
ეჯაილური მიდგომები ვითარდება ისეთ გარემოში, სადაც სწავლა ფასდება და აღინიშნება ადაპტაციის უნარი. იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ ეჯაილურ მიდგომებს, ორგანიზაციებმა უნდა განავითარონ უწყვეტი სწავლისა და გაუმჯობესების კულტურა. ეს იწყება თანამშრომლების ტრენინგისა და განვითარების პროგრამებში ინვესტიციით, რომელიც პერსონალს აღჭურავს უნარ-ჩვევებითა და ცოდნით, რომელიც საჭიროა ცვლილებების ეფექტიანად ნავიგაციისთვის. ის ასევე გულისხმობს ჯვარედინი ფუნქციონალური თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობას, ბუნკერული ორგანიზაციის დაშლას, რომლებიც აფერხებენ კომუნიკაციას და ინოვაციებს. ექსპერიმენტების წახალისებით და წარუმატებლობის, როგორც სწავლის შესაძლებლობის მიღებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ შექმნან გარემო, რომელიც საშუალებას მისცემთ სწრაფად მოერგონ ცვალებად საბაზრო პირობებს და მომხმარებელთა პრეფერენციებს.
ბიზნესის სწრაფ სამყაროში გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული სწრაფად და გადამწყვეტად. პასუხისმგებლობის ამ დონის გასააქტიურებლად, ორგანიზაციებმა უნდა მისცენ თანამშრომლებს ყველა დონის უფლებამოსილება, აიღონ პასუხისმგებლობა მათი კომპეტენციის ფარგლებში და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. ეს მოითხოვს გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილების დეცენტრალიზაციას, თანამშრომლების უზრუნველყოფას საჭირო ინსტრუმენტებითა და რესურსებით ავტონომიურად მოქმედებისთვის და დამხმარე გარემოს შექმნას, სადაც რისკი წახალისებული იქნება. თანამშრომლების უფლებამოსილების მინიჭებით, რეაგირება მოახდინონ ცვალებად გარემოებებზე, ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები და შეამსუბუქონ პოტენციური საფრთხეები რეალურ დროში.
ეჯაილური მიდგომა ეხება არა მხოლოდ შეფერხებების გამოვლენას, ეს ასევე ეხება შესაძლებლობების გამოყენებას. არასტაბილურ და გაურკვეველ ბიზნეს გარემოში, შესაძლებლობები შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს. იმისათვის, რომ ორგანიზაციებმა გამოიყენონ ეს შესაძლებლობები, ამისთვის ისინი მზად უნდა ადაპტირებისთვის, სტრატეგიული ცვლილებებისთვის და შესწორებისთვის. ეს მოითხოვს ეჯაილურ მიდგომას არა მხოლოდ რისკების მართვაში, არამედ სტრატეგიის განხორციელებაში, რესურსების განაწილებასა და ორგანიზაციულ სტრუქტურაში. ეჯაილ მეთოდოლოგიის, როგორც ძირითადი ორგანიზაციული ღირებულების აღიარებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ დაპოზიციონირდნენ, როგორც პიონერები მუდმივად ცვალებად სამყაროში ცვლილებების გამტარად და ამით მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა.
ცვლილებების, როგორც ინოვაციის წყაროს გამოყენება
მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებას ახლავს რისკი, ის ასევე წარმოადგენს ინოვაციისა და ზრდის შესაძლებლობებს. დინამიურ ბიზნეს გარემოში, ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ ცვლილებას, როგორც ტრანსფორმაციის კატალიზატორს, შეუძლიათ მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა. ინოვაციებისა და ექსპერიმენტების კულტურის ხელშეწყობით, ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოიყენონ ცვლილებების შემოქმედებითი პოტენციალი, რათა ხელი შეუწყონ ღირებულების შექმნას და აითვისონ ახალი შესაძლებლობები. ეს გულისხმობს თანამშრომლების წახალისებას დაუპირისპირდნენ სტატუს კვოს, ჯვარედინი ფუნქციური თანამშრომლობის ხელშეწყობას და ინვესტირებას კვლევისა და განვითარების ინიციატივებში, რომლებიც იკვლევენ განვითარებად ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს. ცვლილებების, როგორც ინოვაციების მამოძრავებელი ძალის აღიარებით ორგანიზაციებს შეუძლიათ თავიანთი პოზიციონირება გრძელვადიანი წარმატებისთვის.
- - -
შიშმა, ადამიანის ბუნებრივმა რეაქციამ გაურკვევლობაზე, შეიძლება ბიზნესის პარალიზება მოახდინოს. მოძველებულ სტრატეგიებზე მიჯაჭვულობა ჰგავს ცვალებად სანაპიროზე ქვიშის ციხესიმაგრის აშენებას. ცვლილებების ტალღა აუცილებლად გადარეცხავს მას. ანტიდოტი მდგომარეობს მოქნილობაში, გამუდმებით ცვალებად დინებებთან ადაპტირების უნარსა და ცვლილებებზე მორგების მზადყოფნაში.
ამრიგად, სტაბილურობის ხელახალი განსაზღვრა გადამწყვეტი ხდება. საუბარია არა სტატიკურ წონასწორობაზე, არამედ მოძრაობაში წონასწორობის პოვნაზე. ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ ცვლილებების ტალღაზე სერფინგი, გაუთვალისწინებელ ქარიშხლებში ნავიგაცია და ცვლილებების გამოყენება ინოვაციის პლაცდარმად, არა მხოლოდ გადარჩებიან, არამედ მიაღწევენ ზრდასა და განვითარებას.
[1] Fowler, M. (2002). Refactoring: Improving the Design of Existing Code. Addison-Wesley