ACT ინსტიტუტი იწყებს ინტერაქციული ვორქშოფების სერიას, რომლის მიზანია ინდივიდებისა და ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული მიდგომებით.
ღონისძიებათა ციკლის პირველი ვორქშოფი — „სიტყვის ძალა“ — 2025 წლის 27 ივნისსა და 11 ივლისს 16-დან 20 საათამდე TERMINAL Abashidze-ს სივრცეში გაიმართება. სესიას ACT Global-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, თინათინ რუხაძე გაუძღვება.
„სიტყვის ძალა“ პრაქტიკაზე დაფუძნებული, 4-საათიანი ტრანსფორმაციული ვორქშოფია მათთვის, ვისაც სურს:
გააცნობიეროს საკუთარი ენობრივი ჩვევები;
გამოავლინოს სიტყვები, რომლებიც ზღუდავენ მის პოტენციალს;
ხელახლა გაიაზროს სიტყვების მნიშვნელობა და მათი ზეგავლენა საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე;
აღმოაჩინოს ტრიგერები და შინაგანი კონფლიქტები;
გაამდიდროს საკუთარი თავი კონსტრუქციული ენობრივი რესურსებით.
„ყველა სიტყვა, რომელსაც იყენებ — შენზე ლაპარაკობს.“ რა იმალება იმ სიტყვების უკან, რომლებსაც ყველაზე ხშირად იმეორებ? რატომ გაწუხებს ერთი სიტყვა და ენერგიას გაძლევს მეორე? როგორ ზღუდავენ ან აღვიძებენ ისინი შენს პოტენციალს? როგორ ზეგავლენას ახდენენ სიტყვები ჩვენს აზროვნებაზე, ემოციებსა და ქმედებებზე? — ვორქშოფი სწორედ ამ კითხვებზე პასუხის ძიების სივრცეა.
ვორქშოფის ფორმატი მრავალფეროვანია — მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ პრაქტიკებს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს გააანალიზონ და აღმოაჩინონ იმ სიტყვების ძალა, რომლებიც ავითარებენ, ან ზღუდავენ მათ პიროვნულ და პროფესიულ პოტენციალს.
ACT ინსტიტუტის შესახებ
ACT Institute — ACT Global-ის ქვებრენდია ბიზნეს განათლების მიმართულებით, რომლის მიზანია თანამედროვე ბიზნესის გამოწვევების საპასუხოდ, ორგანიზაციებისა და ინდივიდების ზრდის მხარდაჭერა პრაქტიკული და ტრანსფორმაციული სწავლებით.
ACT ინსტიტუტის პროგრამები მოიცავს არა მხოლოდ ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, არამედ ინდივიდებისა და ორგანიზაციებისთვის ტრანსფორმაციული ძალის მიცემას. თითოეული პროგრამა შექმნილია იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლებსაც თანამედროვე ორგანიზაციები აწყდებიან. სასწავლო პროგრამები ეფუძნება ACT გლობალის საკონსულტაციო მიდგომებს, რეალურ ქეისებსა და სხვადასხვა ინდუსტრიაში დაგროვილ მრავალწლიან ექსპერტიზას.